18 December 2014      te_te_e     Views 24 033    
Category: Fun, Interesting / Stars

ინტერვიუ Victoria Beckham-თან

Victoria Beckham-სთვის საუკეთესო წელი დაიწყო. როგორც იცით მან გახსნა ახალი მაღაზია ლონდონში, ასევე გახდა UNAIDS საერთაშორისო ორგანიზაცის კეთილი ნების ელჩი და ასევე დასახელდა წლის საუკეთესო ბრენდად ბრიტანული მოდის ჩვენებაზე, ხოლო Nails Inc.-თან თანამშრომლობის შემდეგ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ფეხი სილამაზის სამყაროშიც შედგა. დიზაინერმა და 4 შვილის დედამ, სულ ახლახანს გამოუშვა ლიმიტირებული ლაქის კოლექცია, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 ფერს მოიცავს. ფერები შთაგონებული არის მისი ახალი გაზაფხული-ზაფხულის 2015 წლის კოლექციით.

მოგვიყევით უფრო მეტი ამ თანამშრომლობის შესახებ

ფრჩხილის ლაქის ორივე ფერი Judo Red და Bamboo White "შეფუთულია" მინიმალისტურ ბოთლში, რომლის დიზაინზეც იმუშავა Fabien Baron-მა. მის შემადგენლობაში ასევე შედის ბამბუკის ექსტრაქტი, რომელიც ფრჩხილებს აძლიერებს. მისი ყიდვა შესაძლებელი იქნება თებერვალში. ფერები ჩვეულებრივ ძალიან განსხვავდება Nails Inc.-ის ფერების სტილისგან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მინდოდა ფერები შეხამებული ყოფილიყო ჩემს ტანსაცმლის კოლექციასთან, კომპანიამ მეტი თავისუფლება მომცა.

ინტერვიუ Victoria Beckham-თან

ღია ფერი დღისთვის და მუქი კი ღამისთვის შეარჩიეთ თუ უბრალოდ ხასიათიდან გამომდინარე?

ვფიქრობ ფერების არჩევანი უფრო ხასიათზეა დამოკიდებული. Victoria -ს მომხმარებლებს უყვართ ფრჩხილის ლაქის ფერების შეცვლა იმის მიხედვით რა აცვიათ, სად მიდიან ან ვისთან ერთად. ფერებში განსაკუთრებული ის არის, რომ მისი წასმა და მოცილება ძალიან მარტივია.

თქვენ როგორ ფერებს ანიჭებ უპირატესობას?

ძირითადად მე ღია ფერებს ვანიჭებ უპირატესობას. სამწუხაროდ ჩემი სამუშაო გრაფიკიდან და 4 შვილის დედობიდან გამომდინარე არ მაქვს იმის ფუფუნება ხშირად შევცვალო ჩემი ლაქის ფერი, მაგრამ სწორედ ამ კოლექციამ მომცა საშუალება ცვალო ლაქის ფერი, რადგან როგორც უკვე ავღნიშნე მისი წასმა ძალიან ადვილია და ასევე სახალისოც.

ინტერვიუ Victoria Beckham-თან


როგორც ჩანს, თქვენ ყოველთვის მუშაობთ! რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ სწორი კვება და ვარჯიში?

მე ძალიან ჯანსაღად ვიკვებები. ჩემს კვების რაციონში ყოველთვის არის თევზი, ბოსტნეული და ძალიან ბევრი ხილი. მე თითქმის ყოველ დღე ვვარჯიშობ, რომელშიც მეხმარებიან Tracy Anderson, SoulCycle ან Barry’s Bootcamp -ის ვარჯიშები.

როგორია თქვენი კანის მოვლის რუტინა?

პირადად მე მხოლოდ Dr. Lancer-ის პროდუქციას ვიყენებ. ის დერმატოლოგია, რომელსაც მას ლოს ანჟელესში შევხვდი. არ ვიყენებ სხვა პროდუქტებს გარდა მისი პროდუქციისა. ჩემი რუტინა ასეთია : 1) სახის ძალიან კარგი გაწმენდა 2) სკრაბირება 3) დამატენიანებელი კრემი ამ ყველაფერს დღეში 2-ჯერ ვაკეთებ და რაც ყველაზე მთავარია ვსვამ რაც შეიძლება ბევრ წყალს და მძინავს რაც შეიძლება დიდხანს, მაგრამ როცა 4 შვილის დედა ხარ სათქმელად ძალიან ადვილია მაგრამ გაკეთება ძალიან რთული.

რა დროს მიდიხართ დასაძინებლად?

დასაძინელად როგორც წესი გვიან მივდივარ, რადგან მყავს თინეიჯერი შვილი. როდესაც ის სკოლიდან ბრუნდება და ამთავრებს დავალებების მომზადებას, ვცდილობ მასთან დრო გავატარო. მას შემდეგ რაც სახლის საქმეებს ვრჩევი ვიწყებ მეილების გაგზავნას და სხვა სამუშაოსთან დაკავშირებულ საქმეებს, ასე რომ ვერასოდეს ვახერხებ შუაღამემდე დაძინებას. დილით როგორც წესი 6 საათზე ვდგები, რადგან როგორც იცით მყავს 3 და 1.5 წლის შვილები, რომლებიც ადრე იღვიძებენ და მეც ბევრი საქმე მაქვს დილის საათებში მოსასწრები. ვიღვიძებ, ვვარჯიშობ, ვამზადებ ბავშვებს სკოლაში წასასვლელად, მიმყავს სკოლაში და შემდეგ მივდივარ სამსახურში.

ინტერვიუ Victoria Beckham-თან


რომელ მაკიაჟის პროდუქციას ანიჭებთ უპირატესობას?

ძირითადად Stila-ს პროდუქციას ვხმარობ, მაგრამ ასევე მიყვარს Yves Saint Laurent Touche Éclat და #23 Makeup Forever ტუჩის ფანქარი, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. პროდუქტი რომელიც ასევე ძალიან მომწონს არის anastasia beverly hills.

რისი კეთება გიყვართ როცა თავისუფალი დრო გაქვთ?

ვოცნებობ დღეზე, როდესაც მთელი დღე სახლში, კომფორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი, უმაკიაჟოდ ვივლი და წავიკითხავ ჩემს საყვარელ წიგნს. ეს ჩემთვის ნამდვილი ფუფუნებაა. ახლახანს აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო სახის ნიღაბი "New no wrinkles time dose mask" რომლის მოხმარებაც ალბათ ჩემს რუტინას დაემატება.

სურათებში ძირითადა ძალიან მკაცრი გამოხედვა გაქვთ. ეს თქვენი სტილია თუ უბრალოდ კამერების შიში გაქვთ?

ვფიქრობ ჩემი სახე არარეალურია სურათებში რადგან მე სულ სხვანაირი ვარ. ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ კამერების დანახვისას ასეთი რეაქცია მაქვს.

ინტერვიუ Victoria Beckham-თან

Category: Fun, Interesting / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top