;

21 December 2014      Ancho.     Views 4686    
Category: Fun, Interesting, Films, Movies




Boyhood / მოზარდი

"მე არც კი ვიცი რა ვთქვა ფილმის შესახებ, გარდა იმისა, რომ ჩვენ მისი გადაღება 4 207 დღის წინ დავიწყეთ და ეხლა უბედნიერესები ვართ, რომ აქ ვართ".


ეს იყო კვირა საღამო და რეჟისორმა რიჩარდ ლინქლეითერმა ანშლაგით შევსებულ აუდიტორიას მიმართა თავისი უკანასკნელი ფილმის "Boyhood"-ის დებიუტის წინ. ფესტივალის აუდიტორია ყოველთვის ელის მაღალი დონის ფილმების პრემიერებს, მაგრამ კინოთეატრი ემოციით იმაზე მეტად დაიტვირთა, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა.

Boyhood (2002-2014)
ერთი და იგივე ქასთი-
ერთი და იგივე როლზე


"Boyhood" გვიყვება ისტორიას ერთ ბიჭზე, სახელად მეისონი (ელარ კოლტრეინი), როგორ იზრდება 6 წლის ასაკიდან კოლეჯის სტუდენტამდე. ყველანაირი მაკიაჟის, ქასთის ოსტატური ცვლისა თუ თაღლითობის გარეშე, ლინქლეითერმა უბრალოდ ფილმს 12 წელი მიუძღვნა. დაიწყო რა 2002 წელს, შეკრიბა ქასთი - ეთან ჰოუკი და პატრისია არკეტი, როგორც ბავშვის მშობლები და ამავდროულად თავისი ქალიშვილი ლორელაი მეისონის დის როლზე და შექმნა რამდენიმეწლიანი ისტორია ერთი და იგივე მსახიობების მონაწილეობით. ყოველ მორიგ წელს ისინი მორიგ თანმიმდევრულ კადრებს იღებდნენ და ეს დროში გახანგრძლივებული გადაღება დასრულდა წინა წლის ოქტომბერში.

Boyhood (2002-2014)

სექველებსა და დოკუმენტარულ ფილმებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც პერსონაჟს რამდენიმე წლის შემდეგ იჭერდნენ და კვლავ იღებდნენ, მაგრამ ფილმში მონათხრობი ამბავი არასოდეს ყოფილა ნამდვილ დროსა და კონკრეტული ადამიანის ცხოვრებასთან კავშირში. დასრულებული პროდუქტი აბსოლიტურად უნიკალურია ოჯახის ევოლიციაზე დაყრდნობით. რეჟისორისაა და ქასთის ნაამბობიდან გამომდინარე, საქმის ბოლომდე დასრულება არ ყოფილა მარტივი.



"მე მინდოდა შემექმნა რაიმე ბავშვობაზე"-თქვა ლინლეითერმა, მაგრამ აღმოაჩინა რომ საკმარისად არ უგროვდებოდა სათქმელი ბავშვობის ერთი კონკრეტული ფაზის ჩვენებით. "და მაშინ დავფიქრდი, რატომ არ შეიძლება მოვანდომო უფრო მეტი ხანი და გარშემორტყმული მყავდეს ყველა?" იმ პროდუსერებს, რომელთანაც ის მუშაობდა, ხალხის უმეტესი ნაწილის მსგავსად, ერთი და იგივე აზრი ჰქონდათ, რომ ბავშვობის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ფილმის გადაღება ღირებული და რეალური არ იქნებოდა.

http://31.media.tumblr.com/c72469cce54b2ee2ce9b4e7983cdf2cc/tumblr_nb7duvUUk41qib9pno10_250.gifhttp://38.media.tumblr.com/74dacf18ed2a395a7d122531df4b980c/tumblr_nb7duvUUk41qib9pno4_250.gif
http://33.media.tumblr.com/a651d6c40d086b9ea70bc0bf7f904af2/tumblr_nb7duvUUk41qib9pno3_250.gifhttp://31.media.tumblr.com/de0a21db4a553145bd950b8ab496be98/tumblr_nb7duvUUk41qib9pno1_250.gif

პროექტმა მხარდაჭერა IFC Films-სგან მიიღო. რეჟისორი იგივე პროცესს მიმართავდა, რასაც ფილმ Before Sunrise/Before Sunset/Before Midnight ის გადაღებებზე, გაეერტიანებინა მსახიობთა იდეებიც. მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ტექნოლოგიური ცვლილებები, უკვე დასასრულისათვის ისინი პირისპირ იდგნენ მმწიფებულ აღჭურვილობასთან "მე თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ეს რაღაც ეპოქის დასასრული იყო"-იხსენებს რეჟისორი.

"ხალხი მეკითხებოდა, რას იზამ თუ ამ წლების განმავლობაში ერთ-ერთი ფილმის წევრი გარდაიცვლება? მე უბრალოდ ვიცოდი, რომ 4 ძირითადი მსახიობი და მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდით."


http://40.media.tumblr.com/4b4804c86ed70ec434c7ae59b8422040/tumblr_nb7rcrUPjF1rorrbwo3_500.png
http://41.media.tumblr.com/66f47826552386710b11a21ae0de9d5f/tumblr_nb7rcrUPjF1rorrbwo5_500.png
http://40.media.tumblr.com/0034d7b6b1584a7d013f2e6122dabcc8/tumblr_nb7rcrUPjF1rorrbwo6_500.png
http://36.media.tumblr.com/da91321b5479d369f0a3424776ad32fc/tumblr_nevsb7T8xd1twdv7lo9_500.jpg

"an epic about minutiae,"

ჰოუკი ფილმს ეპიკურს უწოდებს წვრილმანზე. და ეს აღწერა არც ისე შორსაა. ფილმის გმირები ყოველ ჯერზე ცხოვრებისეულ ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს არ განიხილავენ. აქ არ არის გადამღლელი შიშის გრძნობა, რომელიც ასე ხშირია ფილმებში მოზარდებზე. "ბოიჰუდი" არის ამბავი მსწრაფლმავალი მომენტების მნიშვნელოვანებაზე
და იმ გამუდმებულ პერსპექტიულ, განვითარებულ გზებზე, რომელშიც ვხედავთ საკუთარ თავს და სამყაროს გარშემო.

http://38.media.tumblr.com/2d81c40a35f08847507477e6a1d36a40/tumblr_naq5vmpw4t1qad9dvo8_r1_250.gifhttp://38.media.tumblr.com/1cc072e0aeb35ed83ae5d42829849ef4/tumblr_naq5vmpw4t1qad9dvo3_r2_250.gif
http://38.media.tumblr.com/3efa0bc6fe409c35ab0d2a915f814646/tumblr_nehm4zjxUu1ri5qp0o1_500.gif

როდესაც ჩვენ პირველად ვხვდებით მეისონსა და მის დას ერთად, გოგონა შეუჩერებლად ცდილობს ბრიტნი სპირსის გამოჯავრებას მისი სიმღერებით. და უცებ ეს გოგონა ისე სწრაფად იზრდება, გაფიქრებს. ფილმი საშუალებას გვაძლევს არამარტო ხაზი გავუსვათ მათ დაცემებსა და აღზევებებს, არამედ დავაკვირდეთ გმირებს სხვადასხვა ფაზებში, თუ როგორ ატარებენ ცხოვრებას რამდენიმე წლის განმავლობაში.

აუდიტორიის ერთ-ერთმა წევრმა რეჟისორს ჰკითხა, მოაწყობდა თუ არა კიდევ ერთხელ 12 წლიან კინო წარმოებას. რეჟისორმა კი უპასუხა, რომ გამოიჭერდა მას როგორც ახალაგაზრდა მშობელს, გაიცინა და დააყოლა, მხოლოდ შემდეგ წელს.

http://33.media.tumblr.com/fcd2672190f4c6db61dd81e41ccb95c9/tumblr_nf1xj3QEVs1s89mq8o1_400.gifhttp://31.media.tumblr.com/d2662ba1fee9c1409a917d06d7055ff1/tumblr_nf1xj3QEVs1s89mq8o7_400.gif
http://33.media.tumblr.com/d633fc06452afb60b3cfd6d97deefeba/tumblr_nf1xj3QEVs1s89mq8o4_400.gifhttp://33.media.tumblr.com/2ae88cfadcc70636fd80804cb47e571e/tumblr_nf1xj3QEVs1s89mq8o3_400.gif
http://33.media.tumblr.com/a61e065ad4a5ed9e3756d665365425e6/tumblr_nf1xj3QEVs1s89mq8o5_400.gifhttp://33.media.tumblr.com/fc0a37196612c40a9bc4ce3a3695814e/tumblr_nf1xj3QEVs1s89mq8o6_400.gif


ბიჭუნა, რომელიც კამერის წინ გაიზარდა

მთავარი განსხვავება მის როლსა და ნამდვილ ცხოვრებას შორის, არის ის რომ კოლტრეინისთვის ძირითადად სკოლაც სახლში იყო. ისურვებდა თუ არა ის, რომ უფრო ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა? კამერების ნაკლებობა და მშობლების მიერ მისი საჯარო სკოლაში ტარება? "არა" სიცილით პასუხობს მსახიობი. "მე მადლიერი ვარ მათ ეს არ ქნეს. მე მადლიერი ვარ იმითი როგორი უცნაური, საბედისწერო მშობლებიც მყავს. მე ბედნიერი ვარ მიღებული გამოცდილებით.

Boyhood (2002-2014)

-ბევრი ადამიანი "ბოიჰუდის" ყურებისას ტირის, ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურებს ეხებით.

-სულ, როდესაც ამ ფილმს ვიღებდი სულ მაწუხებდა ფიქრები, რომ ასეთი მომენტები მინახავს და ხშირია, დააინტერესებს კი ის მაყურებელს? აქ მოხდა ჩემს პირად მოგონებებთანაც შეხება. ხანდახან ვიხსენებ რაიმე მოვლენის დეტალებს უკეთ, ვიდრე თავად მოვლენას. მე არასოდეს მიფიქრია ბევრი პირველ კოცნაზე, მე უფრო მეტი ყურადღება გამიმახვილებია იმ პატარა წვრილმანებზე, რომელიც მაგ პერიოდში ხდებოდა. და ხანდახან შენ ხარ ზედმეტი, მაშინ როდესაც შენი ამბის მთავარი მომენტი ხდება.

http://33.media.tumblr.com/aa2720c369e6874c491c427d0b8b4521/tumblr_nfcmff1UL51qg76oyo1_250.gifhttp://33.media.tumblr.com/360957d28d34fbe82374a592af498f59/tumblr_nfcmff1UL51qg76oyo4_250.gif
http://31.media.tumblr.com/009d10dae11aa749c304e379821b1a86/tumblr_nc5sdqryuD1skhsroo1_250.gifhttp://33.media.tumblr.com/e60c6d8d7d0156c3442cead130c21334/tumblr_nc5sdqryuD1skhsroo3_250.gif

-ფილმში იყო მომენტები, როდესაც ადამიანები სხვა რაიმეს ელოდნენ, ეს ჰგავდა სიტუაციას როდესაც თოფი იყო, მაგრამ არ გასროლილა.

-მე მიფიქრია, რომ აუდიტორია იფიქრებდა რო რაიმე უნდა მომხდარიყო, გავუცრუებ კი მე მათ იმედებს? ეს რეალურია, ფილმები უკვე განაპირობებენ ჩვენს მოლოდინებს. ისინი ყოველტვის ატრიალებენ ჩვეულ სიტუაციებს. თითქოს ხალხი იხდის იმისთვის, რომ ნახოს ის, რაც მის ცხოვრებაში არ ხდება. ჩვენ გვინდა რომ ვნახოთ სერიოზული ძალადობები, დიადი სექსი, დიდი მოგზაურობები და რომანტიკა. მაგრამ მე თამაში სხვა წესებით გავითამაშე. ვიმედოვნებ რომ ეს თქვენში განსხვავებულ ემოციებს გამოიწვევს.

-მუსიკას დიდი როლი აქვს ფილმში, თქვენ წლებსაც გვახვედრებთ იმით, თუ რას უსმენენ ფილმის გმირები. მაგრამ თქვენ დაკარგეთ რამდენიმე სიმღერა საბოლოოდ, მაგალითად, ამოჭრილია დაფთ ფანქის “Get Lucky” .

-მე ვფიქრობ ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არ უნდოდა მუსიკა მოეცა. არაჩვეულებრივმა არტისტებმა, როგორებიც არიან Wilco, Arcade Fire, Paul McCartney, და Bob Dylan მოგვცეს საკუთარი სიმღერები, Weezer მა და Daft Punk მა კი არა. ზოგის ხასიათში ჯდები, ზოგს კი არ უნდა გახდეს ამის ნაწილი.

ფილმში აღსანიშნავი, სენტიმენტალური და სასიამოვნოა ოჯახურ გარემოში შექმნილი ერთობლივი სიმღერები.









http://40.media.tumblr.com/0fe5fc3756dd4c563c1e05d691068e12/tumblr_na97fritpg1qlxktto2_500.png

http://40.media.tumblr.com/2f42d2890f50a1112805a6c891344093/tumblr_na97fritpg1qlxktto1_500.png


Category: Fun, Interesting, Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top