;

16 December 2014      Ancho.     Views 5252    
Category: Fun, Interesting, Films, Movies, Music



საშობაო სიმღერები ფილმებიდან

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხრიდან დაბომბილები ვართ საახალწლო რეკლამებით, სიმღერებითა
და სატელევიზიო შოუებით, მაინც ვერ შევიგრძნობთ წინა საშობაო ხალისს. კარგით, მოვიმზადოთ
ცხელი კაკაო, დავილაგოთ საშობაო ნივთები ან ნათურები დავტკბეთ ტოპ საშობაო ვიდეოებით ფილმებიდან,
რომლებიც ნამდვილად შეგიქმნით წინა-საახალწლო განწყობას.

I don’t want a lot for Christmas, there is just one thing I need..



“Baby It’s Cold Outside” – Elf
☁☁☁

ზოი დეშანელი და ვილ ფარელი

ფილმი, სადაც ვილ ფარელს ეპატიება დახვეწილობის ნაკლებობა, ეს საყვარელი საშობაო ფილმია ელფი.
ფილმი ცენტრალიზირებულია მისი და ჯოვის (არაჩვეულებრივი ზოის გმირი) ურთიერთობაზე. მათი
პირველი რომანტიული მომენტი კი დუშთან ვითარდება. მართლაც რომ გასართობი დუეტი გამოვიდა.







“Somewhere in My Memory” – Home Alone
☁☁☁

ბავშვთა გუნდი

მარტო სახლში-ბავშვობის კლასიკა, რომელიც ყოველთვის ათბობს გულს. ფილმი გაფორმებულია
ჯონ უილიამსის საშობაო მუსიკით. ზოგიერთი სიმღერა არ არის მაინდამაინც საშობაო, მაგრამ
ქმნის ასოციაციას. “Somewhere in My Memory” იშვიათი სერიოზული მომენტია ფილმში.
კევინი აცნობიერებს ოჯახის მნიშვნელობას ფანჯრიდან ყურებისას და ხვდება რომ მარტოა.





“What’s This?” – The Nightmare Before Christmas


დენი ელფმანი

ტიმ ბარტონის საშობაო ფილმი სავსეა არაჩვეულებრივი საახალწლო სიმღერებით. ჩვენ შევიგრძნობთ
საშობაო ჟრუანტელს. ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, როდესაც ჯეკი აღმოაჩენს საშობაო ქალაქს,
სადაც წლის ყოველ დღეს შობაა. ის ქალაქის მაცხოვრებელთა ტრადიციებს ითვისებს, რის დროსაც
აღმოაჩნეს რომ ბედნიერია. მთავარი მესიჯი კი ის არის, რომ ვინც მასხრად იგდებს არდადეგებს და
საშობაო ჯადოსნობას ვერ ამჩნევს, ერთხელ მაინც შეიგრძნობს საშობაო სულს.







“Christmas Is All Around” — Love Actually
✴✴✴

ბილი მაკი

როგორ შეიძლება ეს ლისტი მის გარეშე შედგეს. ის ყოველთვის გვიქმნის არდადეგებზე საცეკვაო
განწყობას. იცეკვეთ დ იგრძენით საკუთარი "ხელის და ფეხის თითები".




“The Instrument Song” — You’ve Got Mail
✉✉✉

დიახ, ის მას ატყუებდა, ემოციურ მანიპულაციას ახდენდა, მაგრამ ის არის ტომ ჰენქსი და ქალი არის
მეგ რაიანი. სწორედ ეს არის მთავარი. ამ სასიამოვნოდ საყურებელ მელოდრამას, სასიამოვნო
საახალწლო სიმღერაც აქვს დართული.







“Jingle Bell Rock” — Mean Girls
☁☁☁

ლინდსი ლოჰანი, რეიჩელ მაკადამსი, ამანდა სეიფრიდი

შეიძლება "santa baby" მ გაგახსენოთ თავი. კი ეს სექსუალური საშობაო პერფორმანსია.
მაგრამ ჩვენ მას გლამურულად შევხედოთ. სიმღერა არაჩვეულებრივია, გოგონები კარგები
და არ ვიფიქროთ რა ბედი ეწევა ლინდსი ლოჰანს, უბრალოდ ვფოკუსირდეთ გოგონებზე.







"Rockin’ Around The Christmas Tree" -- Home Alone
☁☁☁

კევინ მაკალისტერის დაუვიწყარი როლი. როდესაც 2 ყაჩაღი მი სახლში შეღწევას ლამობს,
ბიჭი ისე აკეთებს ყველაფერს, რომ მოაჩვენოს მათ რომ სახლში მარტო არ არის. გაერთეთ მისი
ყურებით, ya filthy animals





"You’re a Mean One Mr. Grinch" -- How the Grinch Stole Christmas
✴✴✴

მწვანე უცნაური კაცი, რომელიც 2000იანებში ბავშვებისათვის შობის მოპარვას ცდილობდა, არც ისეთი
მოურჯულებელი აღმოჩნდა. თუმცა სახასიათო ტიპაჟად დარჩა. ჯიმ ქერის გახმოვანებამ კი უფრო სასაცილო
ელფერი შემატა.




“All I Want For Christmas” — Love Actually
♥♥♥

ჯოანა
ფილმი Love Actually არ ამოწურულა. ეს არის საშობაო მელოდრამა, რომელსაც მაყურებელი
ყოველ ახალ წელს სიამოვნებით უყურებს. პატარა შეყვარებული ბიჭუნა, რომლის სიყვარულის
ობიექტიც ამ სიმღერას მას უძღვნის, ფინალურ მომენტზე დაყრდნობით.




Category: Fun, Interesting, Films, Movies, Music
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top