21 December 2014      ANGEL     Views 11 553    
Category: Fun, Interesting

საშობაო ნექტარი - გლინტვეინი
Glühwein
[MULLED WINE]


ზამთრის სასმელი - გლინტვეინი,
ანუ არომატიზირებული ცხელი ღვინო

ეს ცხელი, ალკოჰოლური და არომატული სასმელი
ბევრისთვის ზამთრის სეზონთან და ახალ წელთან ასოცირდება,
მართლაც რომ, სუსხიან ამინდში ცოტაოდენი ალკოჰოლი - შავი ღვინო, მუსკატის, დარიჩინის, ვაშლის, ფორთოხლის და სხვა ციტრუსების ტკბილი საშობაო ნექტარი, რომელიც დასაბამს სკანდინავიიდან იღებს, ნამდვილად გაახარებს თქვენს სტუმრებს, მისი ნახარშის მომზადებისას კი სამზარეულოშიც საოცარი სურნელი დატრიალდება. სასმელის სახელი გერმანულიდან ითარგმნება, როგორც ალმოდებული ღვინო და ღვინის აალებული კოცონი.

საშობაო ნექტარი - გლინტვეინი
წითელი მშრალი ღვინო
ფორთოხალი, ლიმონი, ვაშლი
მიხაკის ბუტონები, მუსკატის კაკალი, დარიჩინის ჩხირები
შავი ჩაი, შაქარი ან თაფლი, ცოტაოდენი რომი


◯ გლინტვეინის დასამზადებლად ნახევარ ჭიქა წყლიან ქვაბში ჩაყარეთ დარიჩინის ჩხირები, 5 ცალი მიხაკი, 1/4 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, 2-3 სუფრის კოვზი შაქარი ან თაფლი 200 გრამი (მიიჩნევენ, რომ თაფლი უფრო რბილ სიტკბოებას ანიჭებს ნაზავს) და 1 ჩაის კოვზი შავი ჩაის ნაყენი, აცალეთ ადუღება და გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ 15 წუთი და გადაწურეთ. ◯ 1 ფორთოხალი და პატარა ლიმონი კანიანად დაჭერით რგოლებად, 1 ვაშლიც დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად. ◯ წამოაცხელეთ 750მლ. წითელი ღვინო ცალკე ქვაბში და ჩაუმატეთ ნახარშს, ◯ ჩაყარეთ ფორთოხლის ნაჭრები და მიიყვანეთ ადუღებამდე. ◯ გადმოდგით ცეცხლიდან, მცირედ გააცივეთ და გადაანაწილეთ ჭიქებში, რომელსაც მორთავთ დარიჩინის ჩხირებითა და ხილის ნაჭრებით.




საშობაო ნექტარი - გლინტვეინი
✗ არ მოათავსოთ ქვაბში ნაფშვენი სანელებლები,
გამოიყენეთ მიხაკის ბუტონი, დარიჩინის ჩხირები და მუსკატის კაკალი.
არ აადუღოთ ნაზავი ღვინოსთან ერთად!
✔ თუ კი შაქრის ნაცვლად გამოიყენებთ თაფლს, მოათავსეთ
ღვინოსთან ერთად დუღების მეორე ეტაპზე.
მთავარი ინგრედიენტი მშრალი წითელი ღვინოა!
● ასევე აუცილებელია დარიჩინის ჩხირები, მუსკატი და ფორთოხალი!
✔ მძაფრი ალკოჰოლური არომატისთვის მცირეოდენ რომსაც უმატებენ ღვინოსთან ერთად.
✔ ნახარშში ხილთან ერთად ხშირად კენკროვან CRANBERRY ანუ клюква-ს უმატებენ
✔ ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილის ჩხირი და star anise









ღვინოსთან ერთად მოათავსეთ ჭიქაში დარიჩინის ჩხირები,
მიხაკის ბუტონი და ალკოჰოლით გაჟღენთლი ხილის ნაჭრები,
რომლებსაც შემდგომ კოვზით მიირთმევთ.






Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top