8 December 2014      Ancho.     Views 6 272    
Category: Fun, Interesting / Stars

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი მთავარი სასიყვარულო ისტორია
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი
რომანი ეპიკური მასშტაბის სიყვარულზე

თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ თანამედროვე ჰოლივუდის მთავარი სასიყვარულო ისტორია
პიტსა და ჯოლის შეემთხვათ? მაშინ თქვენ ცდებით. "ბრანჯელინას" სამსახურეობრივი რომანი, რომელიც
ფანტასტიკურ პიარ დადგმაში გადაიზარდა, განსხვავდება ვნებითა და გულახდილობით ამ ძველი
ჰოლივუდის გავლენის მქონე ისტორიასთან, რომელსაც "სახელგანთქმულ სიყვარულის ისტორიას"-აც კი უწოდებენ.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

სტატიის ორივე მთავარი გმირი ერთსა და იმავე დღეს, 25 სექტემბერს დაიბადნენ, თუმცა 25 წლიანი სხვაობით.
ჰოლივუდური დინასტიის ცნობილი წარმომადგენელი და ორგზის ოსკაროვანი მაიკლ დუგლასი საბედისწერო
შემთხვევისას განიცდიდა ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რაც დაკავშირებული იყო კარიერულ გადაღლასთან,
სიმდიდრესთან და 23 წლიან ქორწინებასთან. და მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში ისევე როგორც კინოში,
ის იყო გენიალური გმირი-საყვარელი. მისი ეკრანის პარტნიორიც კი, შერონ სტოუნიმთავარი ინსტიქტიდან
მისი მომხიბვლეობის მსხვერპლი ხდებოდა.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსიმაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

მოკლედ, ის იყო 56 წლის, კეტრინი კი 30-ის... ბრიტანელი ლამაზმანი მაიკლთან შეხვდრამდე ჯერ კიდევ
არ ითვლებოდა არც სერიოზულ მსახიობად და არც პოპულარულ ვარსკვლავად. მშვიდად მიდიოდა მიზნისაკენ,
რადგან ბავშვობიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული გამხდარიყო ვარსკვლავი. ის უკვე ისეთ ასაკში იყო,
როცა იმედები უკვე ძირს ვარდნას იწყებდა და მსახიობის პერსპექტივა მთლიანად დაკავშირებული იყო
ფილმ "ზოროს" პრემიერასთან. დადიოდა ჭორები, რომ მომხიბვლელ ლამაზმანს ანტონიო ბანდერასთან
რომანი უნდა გაბმოდა, მაგრამ ესპანელი მაჩოს ცოლმა მელანი გრიფიტმა ინტრიგა ძირშივე აღმოფხვრა.
კეტრინს ცხოვრების ისეთი პერიოდი ედგა, რომ შესაძლებელი იყო ანგარებაში დაედანაშაულებინათ და
სწორედ ამ დროს გულთამპყრობელმა დუგლასმა თავი დაკარგა მის შემხედვარე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე.




ამბობენ, რომ ასეთი სასაცილო და მოუხერხებელი ის ჯერ არავის ენახა. ენამახვილი და ქარიზმატული დუგლასი
გამუდმებით ხუმრობდა. არავის არ ჯეროდა რომ მას სერიოზულად შეუყვარდა- თვით მასაც. მაგრამ გრძნობამ ის
ახლიდან დაბადა.შეპყრობილმა ვნებამ იმდენად განაცვიფრა მსახიობი, რომ არც კი უფიქრია შეეთავაზებინა კეტრინისთვის
მისი საყვარელი ქალის როლი ან დაემალა საზოგადოებისგან საკუთარი ემოციები, მის მთავარ მიზანს მხოლოდ და მხოლოდ
მისი მოპოვება წარმოადგენდა
. ის ზრუნავდა ლამაზად, ძველმოდურად და გულწრფელად-არანაირი პაპარაცები
არ ხვდებოდნენ "შემთხვევით" შეხვედრის ადგილას იმ სიურპრიზების სახით, რასაც ის მას უმზადებდა.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

რა თქმა უნდა, ის არაფერს უმალავდა საკუთარ ცოლს. დაიწყო გრძელი, მტანჯველი დავა, რის დროსაც მაიკლი
არაფერს ნანობდა-ის მზად იყო დაეკარგა მილიონები, იმისათვის, რომ ჰქონოდა ოფიციალური უფლება წამოეწყო
ახალი ურთიერთობა. პიარის მეშვეობით მიეღოთ სარგებელი ამ სასიყვარულო ისტორიისგან-ორივეს შებილწვად
მიაჩნდა. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, აგორებულმა ალიაქოთმა მაინც შეუქმნა კეტრინს საერთაშორისო მასშტაბის პიარი.

მსოფლიო ეჭვობდა, რომ კეტრინს ანგარიშიანობა და გარკვეული გათვლები ამოძრავებდა, ხოლო დუგლასის დამაბრმავებელ
სიყვარულზე კი მხოლოდ ამბობდნენ, რომ "ნეკნის ნაწილმა" ის ჭკუის შეშლამდე მიიყვანა. 25 წლიანი აკაობრივი სხვაობა
და კოლოსალური განსხვავება სტატუსში გახდა ტაბლოიდების უმთავრესი გარჩევის თემა. ინტერესი გაცხარდა და
გაყრის პროცესშიც გრანდიოზული სკანდალი აგორდა. მაიკლის ცოლი გაყრაზე თანხმობას იქამდე არ აწერდა ხელს,
სანამ მოღალატე ქმარი მას 60 მილიონ $-ს არ გაუხდიდა. (მისი ქონება სულ 225 მილიონ $ად აღირიცხებოდა).

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: სიკვდილამდე სურდა კეტრინთან დაქორწინება, ამიტომაც გასწია გიგანტური ხარჯები.
შემდეგ უფრო მეტი. დუგლასმა პატარძალს 10 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, რომელიც კიდევ 28 ბრილიანტით
იყო გარშემორტყმული. მსოფლიო უკვე ფიქრობდა, რომ ის ჭკუიდან შეცდა და ამ დროს მან შეადგინა საქორწინო კონტრაქტი,
რის მიხედვითაც კეტრინი დაავალდებულა გაყრის შემთხვევაში გადაეხადა ყოველ ერთად გატარებულ წელზე 3.2 მილიონი $.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

2000 წლის 18 ნოემბერს ქორწილი შედგა. ყველაზე მდიდრული და მშვენიერი, მათ შორის რაც კი ჰოლივუდს აქამდე ენახა.
დუგლასს არც აქ უძუნწია. კეტრინს სურდა კლასიკური ფუფუნება-და მან აჩუქა მას მრავალმილიონიანი ზღაპარი.
ქორწილის ანტურაჟი ნიუ-იორკის არტ-პლაზა გახდა. ჟურნალმა ОК-მა გადაღების უფლება 1,6 მილიონ $ად მოიპოვა.
დაპატიჯებულთა სიაში მთელი ჰოლივუდის ბრწყინვალე დასი მოხვდა დაწყებული ჯეკ ნიკოლსონიდან, ენტონი ჰოპკინსიდან,
შონ კონერიდან შერონ სტოუნამდე, ბრედ პიტამდე და სტივენ სპისბერგამდე.
პატარძალს ემოსა კილომეტრობით შიფონი
და კრუჟაო კრისტიან ლაკრუასაგან, მორთული ნამდვილი ბრილიანტებით.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

როგორც მოსალოდნელი იყო, კეტრინ ზეტა-ჯონსმა თავისი სტატუსით მიიღო მთელი რიგი შეთავაზებები
სხვადასხვა დონის პროექტებისგან. მსახიობი აღწევდა იმ რეალიზაციას, რაზეც ოცნებობდა. მის თაროზე
ოსკარიც კი აღმოჩნდა, როლისათვის ფილმში "ჩიკაგო".




დუგლასი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავა სიყვარულმა. მიუხედავად იმ ეიფორიისა რომელსაც სიძე განიცდიდა,
ყველა მაინც ისტორიის დასასრულს ელოდა, მაგრამ ქორწინებას უკვე 14 წელი შეუსრულდა და 2 საერთო შვილით
ისინი ითვლებიან ერთ-ერთ ძლიერ ოჯახად ჰოლივუდში. არ ითვლება წინა წლის წინააღმდეგობის შემთხვევა, რადგან
წყვილი მას გაუმკლავდა.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსიმაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

და სწორედაც ოჯახი დაეხმარა მაიკლს გამკლავებოდა საშინელ დაავადებას-კიბოს.
დიაგნოზი არ გახდა მისი განაჩენი. დღეს სკეპტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ეს წყვილი ერთადერთია ჰოლივუდში
ტრადიციული ოჯახური ღირებულებების საილუსტრაციოდ.


მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

Category: Fun, Interesting / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top