;

5 December 2014      ANGEL     Views 4445    
Category: Fun, Interesting, Take Care



ახალ წლამდე მხოლოდ ოთხი კვირა დარჩა. ყველას გვინდა დღესასწაულზე საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ. დრო ცოტაა, საქმე ბევრი, ხოლო სურვილი იდეალური გარეგნობისა დიდი! გამოსავალი ნაპოვნია!

შეიძლება ამ სტატიის კითხვისას იფიქროთ, რომ მსგავსი პროცედურები თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის და მისი კითხვა მანამ შეწყვიტოთ სანამ უნიკალურ და გრანდიოზულ სიახლეს შეიტყობთ. ახალი წელი ხომ საჩუქრებისა და სიურპრიზების დღესასწაულია!
კლინიკა მედიში ახალი წელი თქვენთვის უკვე დაიწყო! ყველა განყოფილებაში, ყველა პროცედურაზე 50% მდე ფასდაკლება და უპროცენტო განვადება ერთადაა! ეს იმას ნიშნავს, რომ განვადებით უკვე ფასდაკლებულ პროცედურებზეც შიგიძლიათ ისარგებლოთ.

გთავაზობთ სილამაზის ოთხკვირიან გეგმას „მედი“სგან!



I კვირა:

სახე:
ლაზერული პილინგები
სახის პილინგი ერთგვარი „განახლებაა“(refresh) თქვენი კანისათვის. პილინგის დროს ხდება კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლა, რის შედეგადაც დაზიანებული კანის მაგივრად ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ვიღებთ. მედიში წარმოდგენილია ლაზერული პილინგის ორი სახეობა: ფრაქსელი-FRAXEL და დოტი. ეს გახლავთ ფრაქციული ლაზერული პილინგის უახლესი თაობის ტექნოლოგიები , რომელსაც მინიმალური რეაბილიტაცია სჭირდება, რომელიც შეუმჩნევლად მიდის. პროცედურის დასრულებისთანავე შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პილინგი ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხდის მას გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სტრიებს. აჩერებს დაბერების პროცესს.


სილამაზის გეგმა-4 კვირა ახალ წლამდე!
სხეული:
შევარჩიოთ გასახდომი და ანტიცელულიტური ინდივიდუალური პროგრამა:

მსოფლიოში არსებული გასახდომი ტეექნოლოგიების საუკეთესო აპარატები, მთელს ამიერკავკასიაში მხოლოდ მედიშია, სადაც ერთი ვიზიტისას დახარჯული 30 წუთი, სპორტდარბაზში გატარებულ საათებს უდრის.

მანტისი- არის უნიკალური, ინოვაციური სისტემა, სადაც გაერთიანებულია ორი ენერგია : ენდომასაჟი და მაგნიტური ველი. „მანტის“-მა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც პრობლემის არამარტო შედეგს, არამედ მიზეზსაც ებრძვის. ეს არის ეფექტური და უსაფრთხო ლიპოლიზი (ცხიმების დაშლა). მხოლოდ ერთი პროცედურის შემდეგ სამკურნალო ზონა საშუალოდ 2 სმ-ით მცირდება. პროცედურა კვირაში ორჯერ შეიძლება ჩაიტაროთ, რაც იმას ნიშნავს რომ ერთი თვის განმავლობაში გარშემოწერილობას საშუალოდ 16 სმ-ით შეიმცირებთ.


სილამაზის გეგმა-4 კვირა ახალ წლამდე!

ზელტიკი- ეს არის ცხიმების მოშორება და დაშლა მოყინვის მეთოდით. ეს არის ლიპოსაქციის უმტიკვნეულო ალტერნატივა, რომელიც არ საჭიროებს რეაბილიტაციას. რაც მთავარია პროცედურა გრძელდება მხოლოდ ერთი საათი (ერთ ზონაზე) და საშუალოდ ცხიმების საერთო რაოდენობის 30%-ს შლის. პროცედურის დასრულებისთანავე თქვენ შეძლებთ დაუყონებლივ დაუბუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუ ცხიმების მოცულობა ძალიან დიდი არ არის ზელტიკის ერთი პროცედურაც საკმარისია ტანის იდალური კორექციისათვის.

კბილები:
დამეთანხმებით, რომ იდეალური გარეგნობისათვის იდეალური ღიმილი აუცილებელია.

კლინიკა „მედი“-ს უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სტომატოლოგიური განყოფილება, გთავაზობთ კბილების წმენდასა და გათეთრებას. გათეთრების პროცედურისას ლაზერული სხივი ააქტიურებს მათეთრებელ გელს და იწვევს კბილის გათეთრებას. გათეთრების პროცედურა სრულიად უსაფრთხოა პაციენტის ჯანმრთელობისთვის, გათეთრების პროცედურის შედეგად, კბილის ქსოვილი თეთრდება მინიმუმ 5 ტონით. შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კბილის ქსოვილის გამჭვირვალობაზე. გათეთრების საბოლოო შედეგი მიიღწევა 48 საათის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ კბილი დაზიანებული, ან საერთოდ დაკარგული გაქვთ კლინიკა „მედი“ თავის პაციენტებს იმპლანტაციას „გალილეოს“ პროგარამით ჩატარებას სთავაზობს - ეს გახლავთ 3D კომპუტერული ტომოგრაფიის მეთოდით ძვლოვანი ქსოვილის მარაგის შესწავლა და გალილეოს პროგრამით თქვენთვის საუკეთესო იმპლანტის ზომისა და ფორმის შერჩევა, ულტრათანამდეროვე აპარატი“ცერეკ 4“-ის მეშვეობით იმპლანტოლოგიური „შაბლონის“ ანუ „თარგის“ გამოჭრა და ამ თარგის თანახმად იმპლანტაციის ჩატარება, როდესაც თქვენი ძვლოვანი ქსოვილის მარაგი და მომავალი კბილის ღერძი იქნება გათვალისწინებული - ეს კი აბსოლუტურად გამორიცხავს ყველანაირ გართულებასა და უზუსტობას!!!!

ცერეკ 4 კი ის სტომატოლოგიური რობოტია რომელიც პროტეზირების ულტრათანამედროვე მეთოდით უზრუნველყოფს უმეტალო კერამიკის გვირგვინებს, ჩანართებსა და ვინირებს და აღგიდგენთ ნებისმიერი სახის დაზიანებულ კბილს მხოლოდ ერთ ვიზიტში!!!!


II კვირა:

სახე:
PRP (platelet rich plasma) პლაზმოთერაპია არის ქსოვილების აღსადგენი უნიკალური მეთოდი. იგი გულისხმობს ადამიანის სისხლისაგან მიღებული თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანში. ამ პროცედურის შედეგად ხდება კანის დაბერების პროცესის შეჩერება, მისი მეშვეობით კანს უბრუნდება ახალგაზრდული იერი. მედიში დანერგილია პლაზმოთერაპიის რამოდენიმე სახეობა:

პლაზმოლიფტინგი- როდესაც ხდება მხოლოდ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის კანქვეზ შეყვანა. პლაზმოლიფტინგი იდეალურია ასევე თმის ცვენის შესაჩერებლად.
„რეჯენ -მატრიქსი“ - ინექციური თერაპიის რევოლუციური გადატრიალება; მას საფუძვლად უდევს ჰიალურონის მჟავითა და თრომბოციდებით მაქსიმალურად გაჯერებული პლაზმით კანის უჯრედულ დონეზე განახლება.
REGENLAB- სხვადასხვა სახის ავტოგელითა და პლაზმით ახდენს სახის მოდელირებას.ეს არის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდი, ორგანიზმის რესურსების გამოყენებით. რეჯენლაბი მრავალ პროცედურას აერთიანებს (პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია). პროცედურა აჩერებს დაბერების პროცესს.

სილამაზის გეგმა-4 კვირა ახალ წლამდე!
სხეული:
მანტისისა და ზელტიკის პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხიმების დაშლის ინექციური მეთოდი. ეს აკვალექსია. პრეპარატი შლის ცხიმებს და აქვს ანტიცელულიტური ეფექტი. დამუშავებული ზონები დროთა განმავლობაში ინარჩუნებს თავის ეფექტს და ხელს უშლის ახალი ცელულიტის წარმოქმნას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აკვალექსის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ დამუშავებულ ზონებზე კანი უფრო მკვრივი და ელასტიური ხდება.
პროცედურა არის უმტკივნეულო და ტარდება გაუტკივარების გარეშე.
ხანგრძლივობა 30-40წთ.


III კვირა:

თქვენ უკვე დაიკელით წონაში, გაახალგაზრდავდით, გაქვთ შეუდარებელი „ჰოლივუდის ღიმილი“. ეხლა დროა მიმიკურ და არამიმიკურ ნაოჭებს მივხედოთ. მედიში ამ პრობლემის გადაჭრაში ბოტულოტოქსინითა და ჰიალურინის მჟავაზე დამზადებული ბუნებრივი შემავსებლებით დაგეხმარებიან, რომლებზეც ისევე როგორც ყველაფერზე გრანდიოზული ფასდაკლებაა.
ასევე შეგიძლიათ გაიკეთოთ კონტურული მაკიაჟი, რადგან უფრო კარგად გამოკვეთოთ თქვენი ნაკვთები. თვალები, ტუჩები, წარბები და ახალგაღვიძებული და უმაკიაჟოც კი იდეალურად გამოიყურებოდეთ.

IV კვირა:

თქვენ უკვე იდეალურად გამოიყურებით თუმცა არ შეგვიძლია გვერდია ავუაროთ და არ შემოგთავაზოთ ჩვენი სიამაყე: თერმაჟი. ეს არის სახის გადაჭიმვის უოპერაციო ალტერნატივა, რომელსაც რეალურად შეუძლია ათი წლით უკან დაგაბრუნოთ. არ გჯერათ? ჰკითხეთ ეს თქვენს საყვარელ ჰოლივუდის ვარკვლავებს. გვინეტ პელტროუს, ოპრა უინფრის, ჯორჯ კლუნისა და სხვებს.

სილამაზის გეგმა-4 კვირა ახალ წლამდე!
ასე, რომ შეხვდით ახალ წელს ლამაზები და ბედნიერები!
კლინიკა მედი წარმატებულ 2015 წელს გისურვებთ.


www.medi.ge
facebook.com/mediEST
2 91 00 00




Category: Fun, Interesting, Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top