;

30 November 2014      Ancho.     Views 9852    
Category: Fun, Interesting

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე

..Books Area
წიგნები, წიგნები წიგნები..

წიგნების ფესტივალი 2014 წელს უკვე მეორეჯერ გაიმართა.
წიგნების მაღაზიებმა ამ ჯერზე არნახული ფასდაკლებები შემოგვთავაზეს.
Expo Georgia-ს პავილიონი წიგნის მყიდველთა მსურველებს ვეღარ იტევდა.
4 დღის განმავლობაში წიგნების ბაზრობა საფონდო ბირჟას დაემსგავსა.
ერთ სივრცეში უამრავი ადამიანი საქმიანად რომ ირევა, ყველას რომ ეჩქარება,
ყველას თვალი წიგნების თაროებისკენ რომ უჭირავს და ყველა საკუთარ თანხას რომ ზომავს.

ალბათ, ყველას მშვენივრად ახსოვს პირველი წიგნი ან პირველი შთაბეჭდილებები პირველ წიგნზე. არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს სახურავზე მცხოვრები პროპელერიანი კაცუნა თუ გრძელი ჭრელწინდებიანი თავმომწონე გოგონა. იყო ასაკი, როდესაც შევაბიჯეთ წიგნების სამყაროში და მას შემდეგ ძალით თუ ნებით ვეცნობოდით კლასიკურ ლიტერატურას. იყო პერიოდები, როცა თავად ვეტანებოდით კონკრეტული ჟანრის ლიტერატურას ცნობისმოყვარეობითა და ხალისით, და იყო პერიოდები, როცა უბრალოდ „უნდა“ წაგვეკითხა.


Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე

ჩვენი ლიტერატურული წარსული ცოტა ხნით თაროზე შემოვაწყოთ,
აი იქ ყველას რეალურად ან გონებაში რომ გვაქვს სადღაც,
სარწეველა სკამი, მშვიდი გარემო და წიგნის თაროები.
თავი ამოვყოთ თანამედროვე სამყაროს არეულ ბიბლიოთეკაში და
დაგროვილი გამოცდილებით ბოლო დროს ქართულ და
ქართულად ნათარგმნ წიგნთა ასორტიმენტს გადავხედოთ.

ამინდიც ხომ ხშირად მოქმედებს ადამიანის ხასიათსა და სურვილებზე.
სიცივესა და თეთრი ღრუბლებით დაფარულ ცის ფონზე,
ხშირად გვინდება ცხელი სასმლით გემრიელად მოკალათება
და ახალი წიგნებისა თუ ქინდლის ეკრანის "ფურცვლა."

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე

არ ვიცი გსმენიათ თუ არა, წიგნის მაღაზიებში შეგინიშნავთ,
ავტორს იცნობთ ან პრეზენტაციაზეც კი ყოფილხართ, მაგრამ
სიმბოლურად წიგნების არეალის შექმნას ქართველი ახალგაზრდა
ნიჭიერი მწერლის წიგნით დავიწყებ,
რომელსაც არც მეტი არც ნაკლები სახელწოდებაც გონებამახვილური აქვს.
საქმე გვაქვს „ბესტსელერთან“.

თითქოს ავტორმა თავიდანვე განუსაზღვრა ბედი საკუთარ პირველ წიგნს.
მან გადაწყვიტა მკითხველი დაეტკბო იმით,
თუ როგორ იტანჯებიან მწერლები ჯოჯოხეთში,
რამეთუ მათ ამყოფეს ჯოჯოხეთში საკუთარი მკითხველები.
წიგნში შეხვდებით ცნობილ მწერლებს და ბევრ გონებამახვილურ ფრაზას.
წიგნი მოგცემთ საშუალებას განიტვირთოთ სერიოზული ნაწარმოებებისგან და
იხალისოთ სხვადასხვა მწერლებსა თუ ნაწარმოებებზე.

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზეBooks Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე

მათ ვისაც ფილმები გიყვართ, ვინც კითხულობთ წიგნებს და შემდეგ
დიდი ინტერესით უყურებთ მათზე შექმნილ ეკრანიზაციებს.
გაინტერესებთ რამდენად ემთხვევა საკუტარი ფანტაზია და რეჟისორის თვალთახედვა.
შემდეგ მსჯელობთ მეგობრებთან წიგნმა უფრო მოგხიბლათ თუ ფილმმა.
ეს პროექტი თქვენთვისაა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გაზაფხულზე
წამოიწყო წიგნთა სერია, რითიც მკითხველებს „კინობიბლიოთეკა“ შეუქმნა.
ეს არის წიგნები, რომელთა ეკრანიზაციამაც დიდ წარმატებას მიაღწია.

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე

"ფორესტ გამპი" - უინსტონ გრუმი
„მორბენალი“ ბიჭუნა, რომლის ცხოვრებაც შოკოლადის ყუთს ჰგავს.
ისტორია, რომელიც გაჯერებულია უბრალოებითა და ადამიანური ღირებულებებით.

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე
http://data2.whicdn.com/images/147239412/large.gif

http://data2.whicdn.com/images/146836812/large.gif


"საუზმე ტიფანისთან" - ტრუმენ კეპოტი
მეოცნებე, მხიარული გოგონა, რომელიც ჩემოდნებზე ცხოვრობს და ჰყავს კატა რომელსაც სახელი არ აქვს.
ერთადერთი ადგილი სადაც თავს გრძნობს როგორც საკუთარ სახლში, ტიფანია.

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე
http://data2.whicdn.com/images/148420970/large.gif

http://data2.whicdn.com/images/146470139/large.gif

http://data2.whicdn.com/images/134389159/large.gif


"ცისფერი მთები" - რეზო ჭეიშვილი
ქართული ლეგენდა გენიოსი კომპოზიტორის მუსიკით გაფორმებული.
ფილმი, რომელიც დროზე მეფობს.

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე

"სოლარისი" - სტანისლავ ლემი
ალბათ, ხშირად გქონიათ სურვილი გაგეგოთ სხვა პლანეტაზე არსებული ცივილიზაციების შესახებ,
დაგემყარებინათ კავშირი მათთან, ან სულაც წარმოგედგინათ, რომ დედამიწას შეულია კონტაქტის
დამყარება სხვა პლანეტაზე არსებულ სივრცესთან.
ნაწარმოები ორი გამოჩენილი რეჟისორის ტარკოვსკისა და სოდერბერგის შთაგონების წაყროდ იქცა.

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე
Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე
Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე

"ფსიქოპათი" - რობერტ ბლოხი
ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს ნერვოზი,
შეერყას ფსიქიკა და დაავადდეს ფსიქიკურადაც კი.
„დედიკოს ბიჭი“, რომელიც ვერ თავისუფლდება დედის ბორკილებისაგან,
ხდება ფსიქოპათი.

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზეBooks Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე

"მოხუცების ადგილი აქ არ არის" - კორმაკ მაკარტი
გხიბლავთ ვესტერნი? ყაჩაღები, მაფიოზთა ბანდა, ძარცვა და გადარჩენისათვის ბრძოლა?
წიგნის მთავარი გმირიც სწორედ ამდაგვარ თავგადასავალში ხვდება.

http://data1.whicdn.com/images/133471959/large.gif

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე



სტივენ კინგი
ამ სახელის გაგონებაზე ზოგს ზაფრავს კიდეც.
მწერალი რომელმაც შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო მატერიალი
ფილმების პროდუსერებისთვის. მისი მაშტაბური წიგნები
ღამეს ათენებინებს მკითხველს და რჩება „ბრენდად“.
ხშირად მწერალს ეხუმრებიან კიდეც საშინელებათა გარდა რამეს თუ წერთო.



ინსომნია -თუ ძილმა მიგატოვათ, იცხოვრებთ კაცით, რომელიც ძილმა მართლაც მიივიწყა.
იქნებ რაღაც დროის შემდეგ თქვენც შენიშნოთ პატარა სკალპელიანი მელოტი კაცუნები, გარშემო რომ ფუსფუსებენ.
წელიწადის დრონი, მისტერ მერსედესი, მიზერი, მაიკლ კოფი და ცხოვრების უკანასკნელი ბილიკი-
მწვანე მილი, საშინელებათა ჟანრის მოთხრობები და უკანასკნელად ნათარგმნი „ბნელი კოშკი“.

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზეBooks Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზეBooks Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზეBooks Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე

თუ დაძაბული სიუჟეტისა და ჩახლართული ამბებისგან შორს გინდათ ყოფნა, თუ ყველაფერისგან პრობლემები იქმნება და
საქმის გამოსწორება მუდამ თქვენს მხრებზეა, დაიკიდე ჯივზ! საუკეთესო არჩევანია.
ვუსტერთა გვარის წარმომადგენლებზე ვუდჰაუსს წიგნთა სერია აქვს შემქმნილი.
ეს არის მარტივი იუმორისტული ამბები, რომელიც თავში ადვილად აგიგებთ კომედიურ სცენებს.
ყველაფერი ცუდად არის, მაგრამ სიტუაციები სასაცილო ელფერს იძენს.



თუ ხართ მზად უცანურ ლაბირინთებში გაიხლართოთ, გარდაისახოთ, ან ინტროვერტთა რიგს მიეკუთვნებით,
მაშინ კაფკას უნდა მიაკითხოთ. შეიძლება ითქვას, რომ მისი ნაწარმოებები განსაკუთრებით მარტოსულ ადამიანთა შთამაგონებელია.
მაგრამ მანც, ალბათ იმისათვის, რომ კარგად გაუგო კაფკას, მის შემოქმედებამდე მისი ბიოგრაფია უნდა გაიგო.

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზეBooks Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე

თუ ფანტასტიკის ჟანრი გხიბლავთ და sci –fi სერიალებსა და ფილმებს დიდი გატაცებით უყურებთ,
არ აქვს მნიშვნელობა ბავშვობაში ჰოგვართში სწავლაზე ოცნებობდით თუ გამოგონილ მეგობრებთან ერთად
ძილის წინ სხვა სამყაროში მიემგზავრებოდით, გაიზარდეთ და ფანტასტიკის ჟანრიც შესამჩნევად განვითარდა.



„სატახტოთა თამაში“ ერთ-ერთი შეუდარებელია თანამედროვე მწერლობაში. სამწუხაროდ,
ჯერჯერობით მხოლოდ 2 ტომია ნათარგმნი, მაგრამ ბრწყინვალე.
მარტივი ენით, ზუსტი თარგმანით მომცრო ქვეთავები ადვილად გადაგაგდებთ
გამოგონილ კონტინენტებზე. ჯორჯ მარტინმა მართლაც შეძლო ფენტეზის მაღალ საფეხურზე აყვანა და
მკითხველთა მუდმივი გაოცება, როდესაც მათ არცერთი გვერდი არ აძლევს გონების გაფანტვის საშუალებას.

აქვე, მინდა Time-სის მიერ გამოქვეყნებული 100 საუკეთესო ნოველის სია შემოგთავაზოთ.
ის 2 კრიტიკოსის მიერაა შედგენილი და მის რიგებშიც მოიპოვება ქართულ ენაზე ახლად ნათარგმნი ნაწარმოებები.
entertainment.time.com/2005/10/16/all-time-100-novels/slide/all/

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე


და ბოლოს, თუ თქვენ შემოქმედებითი კრიზისი გაქვთ, პერიოდი როდესაც წიგნის კითხვის ხალისი და სტიმული გეკარგებათ, ან უბრალოდ გაინტერესებთ ადამიანები, მათი ქცევები და დამოკიდებულება, ალბათ იშვიათად გამოჩნდეს კონსულტანტი, რომელიც შესაფერის წიგნს გირჩევთ. ეს არის ადლერის როგორ გავიგოთ ადამიანი. ფსიქოლოგიის კურსი, რომელიც ცნობილმა ფსიქიატრმა ვენის სახალხო უნივერსიტეტში წაიკითხა.


პს. წიგნის მოყვარულნო აუციებლად გაწევრიანდით სოციაურ ქსელ Goodreads-ზე და აქტიურად აწარმოეთ საკუთარი ისტორია, როგორც მკითხველმა.
გაეცანით, ჩაინიშნეთ, შექმენით ვირტუალური თარო, მიეცით ხმა, გამოთქვით აზრი, იკითხეთ და მოძებნეთ ფრაზები წიგნებისა და ნაწარმოებების მიხედვით
.

Books Area - ანუ რა წავიკითხოთ არდადაგებზე


Category: Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top