;

20 November 2014      ANGEL     Views 10800    
Category: Fun, Interesting, Man, Georgians, for ANGEL.ge, Stars



It Boy : ბაჩანა ჭანტურია

ბაჩანა ჭანტურია სუხიშვილები ახალი თაობის ერთერთ ყველაზე გამორჩეულ მოცეკვავედ მოიხსენიება, ის ცოტა ხნის წინ შეუართდა ამ ლეგენდარულ დასს და ამ ინტერვიუში ის გვესაუბრა სუხიშვილები/რამიშვილების დასზე. ბაჩანა თანდაყოლილ ნიჭთან და მათალ პროფესიონალიზმთან ერთად გამოირჩევა ტრადიციული ქართული ვიზუალით და "ნაციონალური სამოსის სახლთან" ერთად ჩართულია ქართული ნაციონალური კოსტუმების თანამედროვე ცხოვრებაში შემოსვის პროპაგანდაში.

მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ფოტო-რეპორტაჟი: ელენე გოგელია






ბაჩანა, დღეისათვის მოგიხსენიებენ, სუხიშვილების ახალი თაობის გამორჩეულ მოცეკვავედ
გამორჩეულია უკვე ის, ვინც სუხიშვილებში ცეკვავს.


თუ იყო თქვენს ოჯახში ცეკვის ტრადიცია?
პროფესინალური დონით და განვითარებით არა.

თავიდანვე თუ გქონდათ ამბიცია გამხდარიყავით პროფესიონალი მოცეკვავე?
ამას ამბიციას ვერ დავარქმევ, ეს უფრო ნატვრა და ოცნება იყო,
რომელიც ღმერთის შეწევნით და დიდი შრომით მივაღწიე.



რა სირთულეებთანაა დაკავშირებული მოცეკვავის პროფესია, მითუმეტეს, რომ დასის წარმომადგენლის

მე პროფესიით ვერ მოვიხსენიებ ჩემს ხელოვნებას, რომელსაც გრძნობის გარეშე და თავგაუწირავად ვერ შექმნი. პროფესიას ირჩევ და სწავლობ, ხოლო ხელოვნებას ვერ ირჩევ, ის თვითონ გირჩევს და გიხორცებს. შენი თავი უნდა მიუძღვნა მას, როგორც შენ სამშობლოს, ამაში მდგომარეობას სირთულე.

რას მოიცავს თქვენი დღის გრაფიკი რეპეტიციების გარდა

გარდა რეპეტიციისა, რომელიც დილის 11-დან იწყება და გრძელდება 4 ან 6 საათამდე,
ჩართული ვარ ქართული ნაციონალური კოსტუმების თანამედროვე ცხოვრებაში მოხმარების პროპაგანდაში.




facebook: "ნაციონალური სამოსის სახლი"


არ გაგიჭირდათ რადიკალურად განსხვავებული ტრადიციული ქართული ცეკვიდან რამიშვილებში გადასვლა?

დასის წევრები ყოველთვის მზად არიან ხელმძღვანელის მიერ შემოთავაზებული მოძრაობა თუ იდეა განახორციელონ და რაც მთავარია, თავისი ინდივიდუალური შტრიხები შეიტანონ, რის საშუალებასაც გვაძლევს ხელმძღვანელი (ილიკო სუხიშვილი) და მინდა მას ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, ველოდებოდი ამ შანსს და მომეცა კიდეც. ეს ჩემი პირველი ინტერვიუა რაც დასში მივედი და ვერ მომეცა ამის თქმის საშუალება. ვიცოდი თუ რა სირთულეებს შევეჭიდებოდი პროექტ რამიშვილებში, მაგრამ არ მიყოყმანია, რადგან მიყვარს განვითარება და ამასთან ერთად გვერდით მყვანან პროფესიონალი მოცეკვავეები, რომლებიც დღეს ქართული ქორეოგრაფიის განვითარების ისტორიას ქმნიან. მე ვამაყობ, რომ მომიწია მათთან ერთად ბრძოლა წინსვლისა და გამარჯვებისთვის.

თქვენი რჩევა, რა უნდა გააკეთოს რიგითმა მოცეკვავემ, იმისთვის, რომ მოხვდეს სუხიშვილების დასში?

ჯექსონს დაუსვეს იგივე შეკითხვა და მან უპასუხა: შრომა, შრომა და შრომა.




ატელიესთან დაკავშირებით თავად რომ გვითხრათ, რა კავშირში ხართ მასთან და საიდან გაჩნდა მისი დაფუძნების იდეა, თავად თუ ქმნით ესკიზებს და იღებთ მონაწილეობას კოსტუმების შექმნაში?

როგორც ზემოთ ავღნიშნე ვარ ჩართული ამ საქმიანობაში. მე და ჩემმა მეგობარმა - ეკატერინე ჯავახიშვილმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა ნაციონალური კოსტიუმის, როგორც თქვენ ბრძანეთ - ატელიე, დღეს უკვე ცნობილი, როგორც "ნაციონალური სამოსის სახლი", რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო საზოგადოებისთვის. მე მქონდა სიტუაცია, როცა ძალიან მინდოდა, ნუ სულ მინდოდა მქონოდა ჩოხა და მისი განუყრელი მეგობრები (ქამარ-ხანჯალი, ახალუხები, ქილები და აზიურები), მაგრამ ვერ ვახერხებდი შეძენას მატერიალური მდგომარეობის გამო და აქიდან დაიბადა ეს იდეა, რაც მთავარია ეროვნული საქმე კეთდება. დიახ ვიღებ მონაწილეობას კოსტიუმის დიზაინის შექმნისას, მაგრამ ეკატერინე ქმრის შედევრებს, სამუზეუმო ექსპონატებს და თუ თვითონ არა მკითხავს მე არ ვერევი.





თავად თუ ფლობთ ნაციონალურ ქართულ კოსტუმს, არასაცეკვაო ანსამბლს. და რა ვითარებაში იმოსებით?

უკვე ხომ არსებობს "ნაციონალური სამოსის სახლი", სადაც შევძელი და შევიძინე:) მერგო პატივი და დიდი მოწიწებით ვუვლი. თითქმის ყველა დღესასწაულზე, თუ რა თქმა უნდა საქართველოში ვიქენი.

It Boy: ბაჩანა ჭანტურია

თქვენი იმიჯი, დაგვეთანხმებით მრავალი აღნიშნავს თქვენს ვიზუალს, რომელიც ესოდენ უხდება ჩვენს ნაციონალურ ცეკვებს. ინტერნეტში წავაწყდით რამდენიმე ფოტოს, სადაც გასული საუკუნის წარმომადგენლებს საოცრად გამსგავსებენ. არასასცენოდაც კი გამოწყობილი ხართ ისე, როგორც "ქართველი", როგორ ინარჩუნებთ ამ იმიჯს სცენის მიღმა - რეალურ ცხოვრებაში?

ყველაზე მეტად ვგავარ თავად დადეშქელიანს, მისი ფოტოს დანახვისას მე თვითონ შევცბი. დიახ, ვგავარ და ეს ორმაგად მმატებს პასუხისმგებლობას ერის, მართლმადიდებლობის, წინაპრების, მშობლების მიმართ და რა თქმა უნდა სუხიშვილების მიმართ. ერთი ფაქტი მინდა ავღნიშნო, რაც მე და ჩემმა მეგობარმა ულვაში დავიმშვენეთ და ანსამბლში მივაღწიეთ სრულუფლებიანობას, მას შემდეგ ბევრ თვითმოქმედ ანსამბლში და პროფესიონალურშიც კი მოგვბაძეს და ულვაშები მოუშვეს, კადნიერებაში არ ჩამომართვათ. ახალ თაობაზე მაქვს საუბარი და მათ მინდა დიდი სიტყვები ვუთხრა, ულვაშს უპირველესად მიტომ სცემდნენ პატივს, რომ შენთან ერთად იღებს ზიარებას, ამას მიხვდებით, თუ ხშირად ეზიარებით.

თავისუფალ დროს რა სტილის მუსიკას უსმენთ?

ხშირად მშვიდ მუსიკას, კლასიკას. ისე როკი, შანსონი:))
ქალაქურები მიყვარს. თითქმის ყველა ჟანრს ხასიათიდან გამომდინარე ვუსმენ.

რა წარმოადგენს თქვენს ინტერესებს ან საერთოდ თუ გრჩებათ დრო სხვა აქტივობებისთვის.

ინტერესი მაქვს სიძველეების მიმართ და თავისუფალ დროს, ნუ თუ დამრჩა
ეკასთან ერთად მშრალ ხიდზე ან სადაც ძველ და ანტიკვარულ ნივთებს ვნახავ.




David Chanishvili and Bachana Chanturia






ადევნეთ თვალი ენჯელ.ჯი-ს ინსტაგრამზე: @wwwangelge
სიახლეებისთვის და ჩვენი ექსკლუზიური პროექტების backstage-მასალებისთვის




facebook: "ნაციონალური სამოსის სახლი"
ცეკვის აკადემია "სუხიშვილები"
რამიშვილები/Ramishvilebi
"ჩვენ გვიყვარს რამიშვილები"
მე მიყვარს ქართული ფოლკლორი
"Sukhishvilebi"
.....


Category: Fun, Interesting, Man, Georgians, for ANGEL.ge, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top