13 November 2014      liliana     Views 1 992    
Category: Fun, Interesting

რობერტო ბოლანო

რობერტო ბოლანო ავალოსი გახლავთ ჩილეელი ნოველისტი,პოეტი,მწერალი და ესეისტი,რომელიც დაიბადა 1953 წლის 28 აპრილს სანტიაგოში ,ჩილეში და გარდაიცვალა 2003 წლის 15 ივლისს ბარსელონაში, ესპანეთში. 1999 წელს რობერტომ აიღო Rómulo Gallegos Prize ნოველების კრებულისათვის Los detectives salvajes (The Savage Detectives), 2008 წელს ,სიკვდილის შემდეგ აიღო National Book Critics Circle Award მისი ცნობილი სათავგადასავლო წიგნისათვის 2666, რომელიც კონკურსის ჟიურის წევრმა მარცელა ვალდესმა შეაფასა როგორც: „ბრწყინვალე ნამუშევრად,რომელიც მკითხველებს წლების განმავლობაში მიიზიდავს.“ New York Times -მა ბოლანო დაახასიათა , როგორც „საუკეთესო ლათინო ამერიკელი მისი თაობიდან.“ პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ რობერტო ბოლანოს ბიოგრაფიას.

რობერტო ბოლანო

რობერტო ბოლანო ავალოსი გახლავთ ჩილეელი ნოველისტი,პოეტი,მწერალი და ესეისტი,რომელიც დაიბადა 1953 წლის 28 აპრილს სანტიაგოში ,ჩილეში და გარდაიცვალა 2003 წლის 15 ივლისს ბარსელონაში, ესპანეთში. მამა მძღოლი , მასწავლებელი და ამავდროულად მოკრივეც გახლდათ. რობერტომ მთელი ბავშვობა დასთან ერთად სამხრეთ ჩილეს სანაპიროებზე გაატარა. მისი თქმით იგი საშინლად გამხდარი , ახლომხედველი, წიგნის ჭია,დისლექსიური,მოსაწყენი ბავშვი გახლდათ,ხშირად ჩხუბობდა სკოლაში,რის გამოც ყოველთვის მარტო იყო. 10 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა- Quilpué-Valparaiso-ს სადგურში ბილეთებს ყიდდა.
1968 წელს მან სკოლაში სიარულს თავი დაანება და საცხოვრებლად მეხიკოში გადავიდა,სადაც ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა.რობერტო საკმაოდ აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი მემარცხენე იდეოლოგიის გამო. 1973 წელს მან დატოვა მექსიკა და სამშობლოში დაბრუნდა ,სადაც მალე ტერორიზმის ბრალდებით დაიჭირეს
და მალევე გამოუშვეს.მწერალი მიხვდა რომ ჩილეში მიმდინარე რევოლუიის გამო ქვეყანაში დიდხანს ვეღარ დარჩებოდა და უკან მექსიკაში დაბრუნდა.

რობერტო ბოლანო

1970 წელს ბოლანო გახდა ათეისტი და ტროცკისტი,1975 წელს ჩამოაყალიბა პოეტური მიმდინარეობა infrarrealismo,რომლის შესახებაც ფართოდ საუბრობს წიგნში The Savage Detectives.
1977 წელს რობერტო საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა , სადაც ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე,ბარსელონასთან ახლოს დასახლდა და იქორწინა კიდეც.იგი მუშაობდა ნაგვის შემგროვებლად და ღამე წერდა. 1981 წლიდან მოყოლებული სიკვდილამდე იგი პატარა ქალაქ კატალანში ცხოვრობდა.
ბოლანო ძირითადად ნოველებს და ესეებს წერდა, თუმცა მას შემდეგ რაც იგი 40-ს გადაცდა მის შემოქმედებას ლექსებიც და პოემებიც შეემატა.
2003 წელს რობერტო ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა.სიკვდილამდე 6 კვირით ადრე იგი ლათინო ამერიკელმა მწერლებმა სევილიაში გამართულ კონფერენციაზე“ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად დაასახელეს.“
ბოლანოს ჰყავდა მეუღლე და 2 შვილი.
რობერტოს კალამს ეკუთვნის შემდეგი ნოველები და ნაწარმოებები: The Skating Rink,
Nazi Literature in the Americas, Distant Star, The Savage Detectives, Amulet,
By Night in Chile, Antwerp, 2666, The Third Reich, Woes of the True Policeman,
Last Evenings on Earth, The Insufferable Gaucho, The Secret of Evil, The Romantic Dogs, The Unknown University.


რობერტო ბოლანო
რობერტო ბოლანო
რობერტო ბოლანო
რობერტო ბოლანო
რობერტო ბოლანო
რობერტო ბოლანო
რობერტო ბოლანო
რობერტო ბოლანო
რობერტო ბოლანო
რობერტო ბოლანო
რობერტო ბოლანო

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top