27 October 2014      ANGEL     Views 5 848    
Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ილია ბეროშვილი - „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“

BUON VIAGGIO-ს პროექტის მასპინძელია “Assa Hall”. ამჯერად,კრისტის სტუმარი ილია ბეროშვილია -კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს. როგორი სტილი აქვს მას და რას ფიქრობს მოდაზე,ამ და სხვა თემის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა




დიდი მადლობა რომ ხარ BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარი.
ჩვენი საუბრის მთავარი თემა მოდაა. შენ რომელს ირჩევ, მოდას თუ სტილს?

ეს ცნებები ახლოს არის ერთმანეთთან, მაგრამ უფრო სტილს ვემხრობი. ტენდენციებს და მოდას ნაკლებად მივყვები, იმიტომ არა რომ ეს პრინციპია. თუმცა, შეიძლება მე რაც მომწონდეს ის იყოს ტენდენციური.

სხვისი ჩაცმულობის მიმართ კრიტიკული ხარ?

სხვის მიმართ არა.რაღაც მომწონს, რაღაც არა. მაგალითად, ერთი მეგობარი მყავს, რომელიც საკმაოდ შეძლებულია, მაგრამ ვერც კი ვხვდები რატომ აცვია ასე. 70-იან წლებში რომ მოხუც კაცებს ეცვათ ისეთი ფეხსაცმელები აცვია. რთულია ამის ახსნა და აღწერა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიდი აცდენაა მის სტილსა და თავის თავს შორის.



„მშრალ ხიდზე ვიყიდე ძველი საათი, რომელიც მაღაზიაში რამდენიმე ათასი ღირს და იმას ვერ ვიყიდდი.“


შეიძლება ეს მისი სტილი და იმიჯია.შენ როგორი იმიჯი გაქვს?

ბევრნაირი სტილისა და მსოფლმხედველობის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებულები არიან. განწყობაზეა დამოკიდებული,ადამიანი როგორ ხასიათზეც არის ისე იცვამს. კარგია, თუ ადამიანს ამის საშუალება გაქვს. მე, მაგალითად, ხანდახან ჰიპ ჰოპის სტილში ვიცვამ, ხანდახან კონსერვატულად, აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებულად. შეიძლება ეს არ არის კარგი, გამოკვეთილი სტილი აღარ მაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება სტილშიც მრავალფეროვნება მოგწონდეს.

ბავშვობაში თუ ეწინააღმდეგებოდი დედას თუ მორჩილი ბავშვი იყავი?

ერთხელ დედაჩემმა მუშტაიდის პარკში ფეხსაცმელები ჩამაცვა, რომლებზეც ერთი თვე ვამტკიცებდი რომ გოგოსი იყო. ის მიმტკიცებდა რომ არ იყო ასე. მერე 5-6 წლის შემდეგ სულ გოგონებს ეცვათ. პრეტენზიული ვიყავი. ახლა რასაც ვიტყვი, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ. ყველას როგორც უნდა ისე უნდა იყოს. შეიძლება ადამიანს უღირდეს ხელფასის აღებისთანავე იყიდოს რაღაცა და მერე ერთი თვე იშიმშილოს. სამაგიეროდ, რაღაც ნივთი აქვს! არ მესმის ასეთი რაღაცის.

ძალიან კარგია რომ შემოვიდა კარგი მეორეული მაღაზიები, სადაც შეიძლება მართლა ხარისხიანი ბრენდი აღმოაჩინო. ბევრნაირი მაღაზია არსებობს. ძალიან კარგია. 90-იან წლებში 10 მაღაზია იყო და იქ უნდა გეყიდა ან სხვა ქვეყანაში წასულიყავი. ახლა, შედარებით უფრო მრავალფეროვანია არჩევანი. თინეიჯერები ძალიან საინტერესოდ იცვამენ.
მთავარი ჩემთვის ის არ არის, რა ფასიანი და რა ბრენდი გაცვია. მთავარია, გრძნობდეს საკუთარ თავს, ინდივიდუალური იყოს. როგორც შენი ოთახი გაქვს მოწყობილი, ზუსტად ისეთივეა შენი სამყაროც.



„მოდის კვირეულზეც არ ვყოფილვარ.დიზაინერებიდან, რომ ვთქვა რომ მომწონს „თამუნა ჩხარტიშვილი“ ასეთი არავინ არ არის. ვაკიდან მოვდივარ და რომ ჩავიარე ბევრი რაღაც მომეწონა, ვისი იყო არ ვიცი.“


გიყვარს ჩანთები? ატარებ ყოველდღიურად?

კი, ხშირად ვატარებ.

რა ნივთები დევს მუდმივად შენს ჩანთაში?

ბევრნარი რამე შეიძლება იდოს, თუმცა, როგორც ქალებს ბევრი რაღაც მე არ მჭირდება.
ჩანთაში დევს: სუნამო,ლეპტოპი და რაღაცები რაც მჭირდება.

რომელი სუნამო გიყვარს, ხშირად ცვლი?

სუნამოებში კარგად ვერ ვერკვევი. ძალიან მომწონს „Comme des Garcons“.
ისეთი სუნამოები მიყვარს საკმეველის სურნელის ეფექტი რომ აქვს.


„მე, მაგალითად, ხანდახან ჰიპ ჰოპის სტილში ვიცვამ,
ხანდახან კონსერვატულად, აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებულად.“



ქართველი დიზაინერებიდან ვინმესთან თანამშრომლობ?

არა, მოდის კვირეულზეც არ ვყოფილვარ. დიზაინერებიდან, რომ ვთქვა რომ მომწონს „თამუნა ჩხარტიშვილი“ ასეთი არავინ არ არის. ვაკიდან მოვდივარ და რომ ჩავიარე ბევრი რაღაც მომეწონა, ვისი იყო არ ვიცი.

ცნობილი მოდის სახლებიდან რომელი მოგწონს?

„Yves Saint Laurent“ ; „Vivienne Westwood“. ბევრია ისეთიც, რომელიც მომწონებია, მაგრამ სახელები არ ვიცი. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებულია. „Vivienne Westwood-ს“ გამოკვეთილი აქვს ინდივიდუალიზმი. ძალიან მომწონს. ძალიან მომეწონა ფილმი „The Devil wears Prada”, კარგად ჩანს ეს სფერო.

ყოველდღიურად რა აქსესუარებს ატარებ, რის გარეშე ვერ გამოდიხარ სახლიდან?

ვგიჟდები საათებზე, ახლა არ მიკეთია. დავკარგე. მშრალ ხიდზე ვიყიდე ძველი საათი, რომელიც მაღაზიაში რამდენიმე ათასი ღირს და იმას ვერ ვიყიდდი. გამოწერაც შეიძლება.მიყვარს ძველი საათები.ძველებური ნივთები.




რომელია შენი საყვარელი ფერი?

მწვანე და ლურჯი მიყვარს. შავიც ძალიან მიყვარს, ყოველთვის გიხდება,
ყველას უხდება.ერთი პერიოდი მთელი საქართველო შავებში იყო.

ლონდონელი ფოტოგრაფის ფოტოსესია იყო გაკეთებული, ლონდონელი 60 წელს გადაცილებული ქალები ჰყავდა გადაღებული. ამ ქალებს ბევრ თინეიჯერზე თანამედროვედ ეცვათ. მარტო თანამედროვეობაზე არ არის საუბარი, ასაკთან ადეკვატური უნდა იყოს ყველაფერი. ისინი გრძნობდნენ თავიანთ სტილს. განსხვავებულები იყვნენ. ჩვენთან არ აქცევენ ამას ყურადღებას. ახალგაზრდების სტილი მკვეთრად შეიცვალა ამ ბოლო დროს. ძალიან მომწონს რომ ახალგაზრდები თამამად იცვამენ ნათელ და ფერადი ფერის სამოსს.




ტატუ გაქვს?

არა, არ მაქვს. ვფიქრობ, თუ გაქვს დანიშნულებისამებრ უნდა იყოს.
იმიტომ რომ ტენდენციურია, ამის გამო არ უნდა გაიკეთო.


საყურეს ატარებ?

14 წლის ვიყავი პანკმა ბავშვებმა გამიხვრიტეს. იმის მერე დიდი ხანია არ მკეთებია. ახლა, ორი ვერსიაა თუ რატომ მაქვს გახრეტილი.კაზანტიპზე მეკეთა საყურე და მეკითხებოდნენ: „კაზანტიპის პონტში გაიხვრიტეო?“ , მეორე ვერსიის კითხვაა : „დუტამ რომ გაიხვრიტა მაგ პონტში“? ახლა, იმასაც ამბობენ ჩემზე დუტას შვილიაო.

დიდი მადლობა,ასეთი საინტერესო და ხალისიაანი ინტერვიუსათვის !
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!




„14 წლის ვიყავი პანკმა ბავშვებმა გამიხვრიტეს ყური. იმის მერე დიდი ხანია არ მკეთებია. ახლა, ორი ვერსიაა თუ რატომ მაქვს გახრეტილი.კაზანტიპზე მეკეთა საყურე და მეკითხებოდნენ: „კაზანტიპის პონტში გაიხვრიტეო?“


Buon Viaggio: ილია ბეროშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი
Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio: ნინი ბადურაშვილი
Buon Viaggio: სალომე ჭაჭუა
Buon Viaggio: ლალი ტოტიკაშვილი


Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: BUON VIAGGIO

Share it
Comments
Back to Top