;

23 October 2014      liliana     Views 8019    
Category: Fun, Interesting

ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები

ტროპიკული ხილის სახეობებს აქვთ განსაკუთრებულად გამორჩეული სასარგებლო და სამკურნალო თვისებები, რასაც ტროპიკული ქვეყნების მოსახლეობა დიდი ხანია იცნობს და ფართოდ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტროპიკული ხილი ვიტამინების, მინერალების და ორგანიზმისათვის აუცილებელი მჟავების და ცხიმების დიდ რაოდენობას შეიცავს, რაც ჯანსაღი კვების და ჯანმრთელობის გარანტია. საქართველოში არცთუ დიდი პოპულარობით გამოირჩევა ტროპიკული ხილი , რის მიზეზადაც მისი სასარგებო თვისებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ ტროპიკული ხილის რამდენიმე სახეოაბს და მათ სამკურნალო თვისებებს.

ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები

არსებობს ავოკადოს 500-მდე სახეობა.

ამერიკისა და მექსიკის გარდა ბრაზილია , დომინიკის რესპუბლიკა და კოლუმბია არიან ავოკადოს ყველაზე დიდი იმპორტიორები მსაოფლიოში.

ავოკადო შეიცავს 60 %-ით მეტ კალიუმს ვიდრე ბანანი.

ავოკადო შეიცავს მონო და პოლიუჯერი ცხიმების დიდ რაოდენობას, რაც ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენს ნატურალური ცხიმების საუკეთესო მარაგს და ზედმეტი ცხიმის ბუნებრივ ფორმირებას უშლის ხელს.

ავოკადო შეიცავს 18 ამინომჟავას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სხეულის ზრდასა და განვითარებაში.

ავოკადო შეიცავს 75% წყალს.


ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები

საპოდილა შეიცავს საღეჭი რეზინის და წებოს მსგავს ნივთიერებას, რომელსაც ხშირად ხარშავენ მექსიკის და იუტაკანის მოსახლეობა დიარეის საწინააღმდეგოდ.

საპოდილას ყვავილის და ნაყოფის ნახარში გამოიყენება ფილტვების დაავადების წინააღმდეგ, ყვითელი ფოთლები გამოიყენება ხველების ,დიარეის და გაციების წინააღმდეგ, ხოლო დაბეგვილი მარცვლები ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის ჩივილებს შველის.

საპოდილას ხის ტოტებისაგან,რომელიც მარადმწვანეა მზადდება პეციალური ჩაი დიზენტერიის წინააღმდეგ,ხოლო ხილის რძე გამოიყენება ღრძილების დაავადებების და ჩივილების წინააღმდეგ.


ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები

მოცხარი ამაზონიდან გავრცელდა.იგი საუკეთესო ანტიოქსიდანტია.შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას,კალციუმს,ამინო მჟავებს, C , A, D, E , K ვიტამინებს , დიდი რაოდენობით ცხიმს და გამოირჩევა მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით.

მოცხარის 50% ომეგა 3, 6 და 9 ცხიმებს შეიცავს, 19 ამინომჟავას, წარმოადგენს ენერგიის წყაროს და საუკეთესოა ფრჩხილებისა და კანისათვის.

მოცხარი ალერგიის და იმუნური სისტემის დაქვეითების წინააღმდეგ გამოიყენება, აგრეთვე წარმოადგენს სასიცოცხლო ენერგიის წყაროს, სექსუალურ ფუნქციებს და საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს,

გამოიყენება ათეროსკლეროზის და ალცჰაიმერის დაავადების პრევენციისათვის ,რადგან მოცხარი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

მოცხარი გამოიყენება სწორ კვებაშიც და ხელს უწყობს წონაში კლებას,რადგან მასში დაბალია შაქრის შემცველობა.


ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები

ბანანი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხილია, რომლის სახელი მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ბანან“ რაც თითს ნიშნავს.

არსებობს წითელი , ყვითელი,თეთრი,მწვანე და იისფერი ბანანის ჯიშები და არსებობს ბანანის 1000 მდე სახეობა.

ბანანი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისათვის: ანემია, სისხლის წნევის რეგულირება,მეხსიერების დაქვეითება,გულსისხლძარღვთა დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემა, დეპრესია,ტემპერატურას, წყლულები, მეჭეჭები, მხედველობა, ღვიძლის დაავადებები, ძვლის განვითარება, სიმსივნეები,


ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები

გრანადილა C, A, B3 ვიტამინების, ცილების და ნახშირწყლების ნამდვილი მარაგია,აგრეთვე შეიცავს რკინას,ფოსფორს და კალციუმს.

გრანადილა გამოიყენება კულინარიაშიც, აგრეთვე სურავანდის , ასთმის, თავის ტკივილის, დიარეის, დიზენტერიის, ნეურასთენიის და უძილობის წინააღმდეგ.

გრანადილას ფოთლები საუკეთესოა ღვიძლისათვის.


ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები

პურის ხე გამოირჩევა ნაჯერი ცხიმების,ნატრიუმის, ვიტამინი B1, B6, C, E-ს, კალიუმის, რკინის, მანგანუმის , ფოსფორის დიდი რაოდენობით შემცველობით.

პურის ხე ნაყოფს დარგვიდან 2-3 წლის შემდეგ იძლევა და 3000 წელზე მეტია წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების მოსახლეობის ფართო გამოყენების ხილია.

პურის ხე გამოიყენება დიაბეტის, ასთმის, კბილის ტკივილის, სისხლის მიმოქცევის და გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.



ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები
ბილიმბი-იგივე კიტრის ხე-გავრცელებულია მალაიზიასა და ინდონეზიაში.

ბილინბი შეიცავს დიდი რაოდენობით მჟაუნმჟავას, გამოიყენება ვენერიული დაავადებების სამკურნალოდ.

ბილინბის მოხარშული ფოთლები გამოიყენება სწორი ნაწლავის ანთების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ხველების და შიდასისხლდენის საკონტროლებლად.

ბილინბის ზოგ სახეობას აქვს ტკბილი გემოც, ამიტომ მას კულინარიაშიც გამოიყენებენ და ღვინოსაც ამზადებენ, რომელიც გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისათვის გამოიყენება.

ბილინბის ფოთლები სწორ ნაწლავში სისხლდენის და ცხელების სამკურნალოდაც გამოიყენება.


ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები

ბურმესული ყურძენი გავრცელებულია კამბოჯაში , ინდოეთში, მალაიზიასა და ვიეტნამში.

ბურმესული ყურძენი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას და ბევრი ყურძნის მირთმევა იწვევს დიარეას.

ბურმესული ყურძნის წვენი გამოიყენება სახის კანის გასაწმენდად, ხოლო ფესვები კი სადეზინფექციოდ.
როგორც ყველა ყურძნის ჯიშსაგან, ბურმესული ყურძნისაგანაც მზადდება ღვინო.


ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებები
ყელიანი გოგორის ხე გავრცელებულია სამრეთ ამერიკაში და შეიცავს დიდი რაოდენობით თიამინს, ასკორბინის მჟავას, რკინას,ცილებს, კალუმს, ცხიმებს , კალციუმს.

ყელიანი გოგრის ხის ყვავილები ღამე თავისით იხურებიან.

ორსულ ქალებს ეკრძალებათ მისი მირთმევა .

გოგრა გამოიყენება ხველების, ასთმის და რესპირატორული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე კუჭ-ნაწლავთა დაავადებების, დიზენტერიის , სისხლის მიმოქცევის, ჰემატომების სამკურნალოდ.



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top