18 October 2014      liliana     Views 4 335    
Category: Fun, Interesting

არაბული გამონათქვამები

ცალთვალა ადამიანი ბრმების სამყაროში ჭკვიანია.

შეიძლება სულელ ადამიანს შენი დახმარება უნდოდეს მაგრამ ზიანს მოგაყენებს.

პილპილი ზომით პატარაა, თუმცა ძალიან მწარე.

მოახლეს,რომელსაც 2 უფროსი ჰყავს ყოველთვის ატყუებს ერთ-ერთს.

თაკარა მზე ოაზისსაც უდაბნოდ აქცევს

სიბრიყვე დაავადებაა, რომელისაც არც ერთი წამალი არ შველის.

უფრთხილდი შენ მტრებს ერთგზის ხოლო მეგობრებს- მრავალგზის, რადგანაც მეგობარმა უკეთესად იცის, როგორ მოგაყენოს ზიანი.

„მიეცი შენს მეგობრებს შენი სისხლი და ფული, მაგრამ ნუ განსჯი საკუთარ თავს,რადგან შენი მტრები ამას ვერ გაიგებენ და მეგობრებს არ სჭირდება.“- არაბული გამონათქვამი ალტრუიზმის შესახებ.

ჭამე რაც გინდა , მაგრამ ჩაიცვი როგორც სხვებს აცვიათ.

კარგი რჩევა რელიგიის ნაწილია.

წიგნი ბაღს ჰგავს ,რომელსაც ჯიბით ატარებ.

კოღო პატარაა, მაგრამ შეუძლია ლომის თვალიდან სისხლდენა გამოიწვიოს.

პირი აქებს და ხელები კლავს.

მოერიდე მატყუარების კამპანიას, თუ არ შეგიძლია მაშინ ნუ დაუჯერებ.

თუ საუბარი ვერცხლია, დუმილი ოქროა.

ერთმანეთთი გიყვარდეთ როგორც ძმებს, მაგრამ იმუშავეთ როგორც უცნობებმა.

სიმდიდრე გროვდება კუს ნაბიჯებით და ხელიდან გეცლება ქურციკივით.

სიზმარი არ არის ის რასაც ხედავ ძილის დროს, სიზმარი არის ის რაც შენ არ გაძლევს ძილის საშუალებას.


არაბული გამონათქვამები

არასოდეს დაგავიწყდეს ადამიანები :.რომლებმაც დაგეხმარნენ , რომლებმაც დაგტოვეს მარტო და რომლებმაც შეგიქმნეს პრობლემები.

შენი ენა ცხენს გავს-თუ სწორად გამოიყენებ ისიც სწორად გამოგადგება.თუ ცუდათ მაშინ პასუხიც მტკივნეული აღმოჩნდება.

შენი მეგობარი გადაყლაპავს შენს შეცდომებს,მტერი კი თეფშზე დაგიდებს.

შიძლება დაგავიწყდეს ვისთან ერთად იცინოდი,მაგრამ არ დაგავიწყდება ვისთან ერთად იტირე.

სიბრძნე შედგება 10 ნაწილისაგან: 9 ნაწილიანი დუმილის და 1 ნაწილიანი საუბრისაგან.

როცა მოკვდები შენი დის ცრემლები გაშრება დროსთან ერთად, შენი ქვრივის ცრემლები სხვის მკლავებში გაქრება,დედაშენის თვალებიდან კი არასოდეს შეწყდება ცრემლები სანამ ცოცხალია.

ლამაზი ქალის ჩურჩულს უფრო შორს გაიგონებ ვიდრე ლომის ღრიალს.

სიჩუმის ხე მშვიდობის ნაყოფს ისხამს.

თუ აქლემი ცხვირს შეჰყოფს კარავში მალე ტანიც მიჰყვება.


არაბული გამონათქვამები

ადამიანი ხეს გავს, საკუთარ ჩრდილს ჰფენს არე-მარეს.

სანამ სიტყვა უთქმელია შენ ხარ მისი უფროსი, როცა იტყვი სიტყვა ხდება შენი უფროსი.

როცა კარები არ იღება შენს დაკაკუნებაზე განსაზღვრე შენი რეპუტაცია.

მეცნიერის ერთი შეცდომა ბევრი ადამიანის შეცდენას იწვევს.

ყველაზე დიდი სიღარიბე ტვინის ნაკლებობაა.

ძაღლმა შეიძლება იყეფოს, მაგრამ ქარავანი მაინც გადაგრძობს გზას.

ეძებე განათლება აკვნიდან საფლავამდე.

ადამიანები არ არიან მათი მადლობელი ვინც არ არის ღმერთის მადლობელი.

ჩვენმა მშობლებმა დათესეს და ჩვენ მივირთვით, ჩვენ დავთესავთ და ჩვენი შვილებიც მიირთმევენ.

თუ იყიდი იაფიან ხორცს გექნება იმის სუნი რაც დაზოგე.

თუ გული ცარიელი გაქვს მალე ყველაფერი მიგატოვებს.

ღმერთი ეხმარება მათ ვინც საკუთარ თავს ეხმარება.


არაბული გამონათქვამები
არაბული გამონათქვამები




Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top