;

18 October 2014      liliana     Views 6003    
Category: Fun, Interesting

უცნობი ფაქტები რომის შესახებ

რომი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 753 წელს მეფე რომულუსმა დააარსა.ლეგენდის მიხედვით მას ჰყავდა ტყუპი ძმა რემუსი.ტყუპი ძმები იმ ტერიტორიაზე სადაც ამჟამად ქალაქი მდებარეობს მარტო დატოვებულები მგლებმა მიაგნეს და აღზარდეს. რომულუსმა რემუსი მოკლა და თვითონ გახდა რომის პირველი მმართველი.

სიტყვა “Rome” ეტრუსკების დამწერლობიდან მომდინარეობს და სიძლიერეს ან მდინარეს ნიშნავს.

რომის პირველი უნივერსიტეტი La Sapienza , რომელიც 1303 წელს დაარსდა ევროპაში სიდიდით პირველი,ხოლო მსოფლიოში მეორეა.

რომის მერის განცხადებით ტრევის შადრევანში წელიწადში 70 000 ევროს მონეტები იყრება,რომელსაც მერია Caritas ურიცხავს ქველმოქმედების მიზნით.

ვატიკანში მდებარე წმ. პეტრეს ბაზილიკა მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკლესიაა.

ახალი წელთაღრიცხვით 117 წლამდე რომის იმპერია მთელს იტალიას, ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის ნაწილს, ინგლისს, უელსს და შოტლანდიასაც მოიცავდა.

რომის იმპერიას ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავდა მსოფლიოში,რომელსაც დღეში 40 კილომეტრით გადაადგილება შეეძლო.

გლადიატორების სისხლს რომაელი ექიმები ეპილეფსიის და უშვილობის სამკურნალოდ იყენებდნენ,თუმცა უცნობია როგორ.

იისფერი მოსასხამი ყველაზე საპატივცემულო სამოსი გახლდათ ძველ რომში, მსგავსი ტანსაცმელი მხოლოდ სენატორებს და იმპერატორებს ეცვათ.

რომში მდებარე კოლიზეუმის შენობას 80-მდე შესასვლელი და შეუძლია 50 000 ადამიანის დატევა.

ისტორიკოსთა ცნობით მხოლოდ კოლიზეუმის არენაზე მიმდინარე ბრძოლებმა 500 000-მდე ადამიანის და მილიონზე მეტი ცხოველის სიცოცხლე შეიწირა.

უკანასკნელი გლადიატორების ბრძოლა ახალი წელთაღრიცხვით 435 წელს გაიმართა.

კოლიზეუმი 9 წელიწადში აშენდა 60 000 ებრაელი მონის მიერ.

რომში მდებარეობს ცნობილი “ იტალიური პასტის „ მუზეუმი,სადაც ნაწარმი 11 ოთახს და ორ სართულზეა განლაგებული.

ცაციებს რომში უიღბლოებს და დაწყევლილებს ეძახდნენ .ინგლისური სიტყვა “sinister” მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან ”sinistra”/”sinistrum” და ძველ ლათინურში ითარგმნება როგორც ბოროტი.

უცნობი ფაქტები რომის შესახებ

ძველ რომში ყველაზე მაღალი პოზიცია იმპერატორების შემდეგ ეჭირათ კონსულებს. რომის იმპერიას ჰყავდა 2 კონსული,რათა რომელიმეს ერთპიროვნულად არ ემართათ ქვეყანა.

იმპრატორი კალიგულა რომის მოსახლეობის წინაშე ხშირად გამოდიოდა ქალის კაბაში ჩაცმული.

ვატიკანის მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე დიდია და 1000- მდე გალერეას აერთიანებს.

რომაელების აზრით ძველი ქრისტიანები კანიბალები იყვნენ, რადგან ისინი მიირთმევდნენ პურს როგორც ქრისტეს ხორცს და ღვინოს როგორც სისხლს.

ძველ რომში ქალები ყველაზე ხშირად ქერად და წითლად იღებავდენე ტმებს.სასურველი ფერის მისაღებად ისინი თხის ქონს, ნაცარს,ინს, ზაფრანას და მათეთრებლებს იყენებდნენ.

რომში მდებარეობს ვატიკანი, სუვერენული შტატი, რომელსაც რომის პაპი ხელმძღვანელობს.

რომის სიმბოლო კოლიზეუმი თანამედროვე მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთია.

რომში მდებარეობს 2800 შადრევანი.

იმპერატორად არჩევის შემდეგ იულიუს კეისარმა საკუთარ თავს დიქტატორი უწოდა,რომელიც რომის იმპერიას სიცოხლის ბოლოდე მართავდა,თუმცა 1 წელიწადში მოკლეს.

ძველი რომაელები საუბროდნენ ლათინურად და ბერძნულად.

პირველი სავაჭრო ცენტრი მსოფლიოში იმპერეტორმა ტრაჯანმა რომში ააგო.ცენტრი 150-მდე ტანსაცმლის და საკვები პროდუქტების მაღაზიებს აერთიანებდა.

იმპერატორების სიკვდილის შემდეგ რომაელები ცაში არწივს -იუპიტერის სიმბოლოს უშვებდნენ , რათა იმპერატორის სულს ზეცამდე მიეღწია.

ისტორიკოსების ცნობით რომის იმპერატორი ნერონი თავს ანტიქრისტედ მიიჩნევდა და ციფრი 666 მან მისი სახელის კოდად ჩაწერა.მან მოკლა დედამისი აგრაფინა და მეუღლე ოქტავია. მისი უკანასკნელი სიტყვები გახლდათ : „ღმერთო რა მსახიობი ვკვდები.“

მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების 60% რომშია განთავსებული.

ლათინური აბრევიატურა SPQR რომელიც უამრავ შემობას, ქანდაკებას და მონუმენტს ამშვენებს რომში, იშიფრება როგორც “senatus populusque romanus.„რომის სენატი და ხალხი.“


უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ
უცნობი ფაქტები რომის შესახებ


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top