;

5 October 2014      ANGEL     Views 3723    
Category: Fun, Interesting, Take Care, Advertisment



პილინგები: 10 პრობლემის გადაჭრა ერთი პროცედურით

შემოდგომა სწორედ ის დროა, როდესაც უნდა დავფიქრდეთ თუ როგორ აღვადგინოთ და მოვუაროთ მზისა და სიცხისგან დაზიანებულ და გამომშრალ კანს.
თუ სიმშრალესთან ერთად გაწუხებთ აკნე, პიგმენტური ლაქები, ნაწიბურები, ან წვრილი ნაოჭები, შეგიძლიათ ყველა ეს პრობლემა ერთი პროცედურით -პილინგით მოაგვაროთ.

რა არის სახის პილინგი?
სახის პილინგი ერთგვარი „განახლებაა“(refresh) თქვენი კანისათვის. სახელწოდება ინგლისური სიტყვა peel -იდან მოდის რაც აქერცვლას, გაფცქვნას ნიშნავს. პილინგის დროს ხდება კანის მკვდარი უჯრედების ექსფლოცია ანუ აქერცვლა, ხდება რეგენერაციის ბუნებრივი პროცესი რის შედეგადაც დაზიანებული კანის მაგივრად ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ვიღებთ.



პილინგის საშუალებით შეგვიძლია
10 პრობლემის მოგვარება:

1. აკნე
2. პიგმენტური ლაქები
3. ნაწიბურები
4. ფორები
5. სტრიები
6. წვრილი ნაოჭები
7. გამომშრალი კანი
8. დაბერების პროცესი
9. კანის დაკარგული ელასტიურობა
10. კანის არაერთგვაროვანი სტრუქტურა და ფერი.




სახის პილინგის მრავალი სახე არსებობს. ჩვენ მოგითხრობთ ყველაზე თანამედროვე, ეფექტურ და უსაფრთხო პილინგების შესახებ, რომლებიც კლინიკა „მედი“-შია დანერგილი. XXI საუკუნეში პილინგები აღარ არის მტკივნეული და ხანგრძლივი პროცედურა, რთული რეაბილიტაციით. დღეს უკვე შესაძლებელია პილინგის ისეთი ტიპის შერჩევა, რომლის რეაბილიტაციაც შეუმჩნევლად მიდის, ხოლო შედეგი გაგაოცებთ.
პილინგები: 10 პრობლემის გადაჭრა ერთი პროცედურით

„მედი“-ში საქართველოში, პილინგების ყველაზე ფართო სპექტრია წარმოდგენილი. როგორც ლაზერული: ფრაქციული, აბლაციური და არააბლაციური(კანის აქერცვლა), ასევე არააპარატურული პილინგები: ზედაპირული, საშუალო და ღრმა პილინგები.პილინგის სახეობა შეირჩევაა ინდივიდუალურად კანის ტიპისა და პრობლემების შესაბამისად. გამოვყობთ რამოდენიმეს, რომლებზეც კლინიკაში, ტრადიციული, სეზონური ფასდაკლება იწყება:

ლაზერული პილინგები:


დოტ ლაზერი- DOT: ეს არის CO2 ფრაქციული ლაზერი, რომელიც ახდენს კანის აბლაციას, (კანის აქერცვლა ლაზერის მაღალი ენერგიის გამოყენებით.) პროცედურის მიზანია განახლდეს დაზიანებული ან დაბერებული კანი. დოტ ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს დერმატო-ოპტიკური თერმოლიზის ტექნოლოგიას, ქმნის ახალ სტანდარტს კანის გაახალგაზრდავებასა და ლაზერულ პილინგებში. სხვა ტექნოლოგიებისაგან განსხვავებით ლაზერული პილინგის დოტ (DOT) თერაპია არ ახდენს მთლიანი კანის დარღვევას (დამუშავებას). ის ჯანსაღი ქსოვილების „კუნძულების“ირგვლივ ტოვებს, მიკროსკოპულ წერტილებს (DOT’s),
რის შედეგადაც კანი მომენტალურად ახდენს ახალი კოლაგენის სტიმულირებას.





ეს არის უნიკალური ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში ახდენს კანზე არსებული არაერთი პრობლემის მოგვარებას. ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხდის მას გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სტრიებს.
რეაბილიტაცია მიმდინარეობს უმტიკვეულოდ, 3 დან-7 დღემდე.



ფრაქსელი-FRAXEL
არის ფრაქციული ლაზერული პილინგის უახლესი თაობის ტექნოლოგია, რომელსაც არ სჭირდება რეაბილიტაცია და პროცედურის დასრულებისთანავე შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ფრაქსელი ამუშავებს კანს ზედაპირზე, ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხდის მას გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სტრიებს. აჩერებს დაბერების პროცესს, ყოველგვარი აქერცვლის გარეშე.

ზედაპირული და საშუალო პილინგები:
კლინიკა „მედი“ ასევე გვთავაზობს არა აპარატურულ პილინგის რამოდენიმე მეთოდს, რომელიც ეფუძვნება სხვადასხვა ნივთიერებებით მიღებულ თერაპიულ ეფექტს: პოსტ აკნე, პიგმენტაცია, მზით გამოწვეული პიგმენტური ლაქები, წვრილი ნაოჭები, ასევე ნაწიბურები.

პილინგის უპირატესობაა ასევე ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია სახისა და სხეულის ნებისმიერ ზონაზე; არის უსაფრთხო, არ საჭიროებს ანესთეზიას, აქვს უმოკლესი რეაბილიტაციის პერიოდი. წარმატებით მკურნალობენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცებიც.

პილინგის მეთოდი და პროცედურის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და კანის მდგომარეობაზე, რასაც ინდივიდუალურად არჩევს მკურნალი ექიმი.



პილინგის პროცედურის ჩატარებისათვის ყველაზე კარგი პერიოდი ოქტომბრიდან მარტამდეა, რადგან მზის სხივები პილინგების უკუჩვენებაა. სწორედ ამიტომ, კლინიკა „მედი“ იწყებს სპეციალურ აქციას ყველა სახის პილინგზე - 30%-ს. დღეიდან შეგიძლიათ ჩაიტაროთ ზემოთ ნახსენები პროცედურები სულ რაღაც 49 ლარიდან!



კლინიკა „მედი“
კოსტავას ქ. 52 / 2910000
www.medi.ge
www.facebook.com/mediEST


Category: Fun, Interesting, Take Care, Advertisment
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top