30 September 2014      ANGEL     Views 10 500    
Category: Fun, Interesting / for ANGEL.ge / ART


ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს.

წარმოგიდგენთ გურამ ხეცურიანის შემოქმედებას და ინტერვიუს
ფოტოგრაფი: ერეკლე ნაკუდაიძე, სპეციალურად angel.ge -სთვის.

გურამი ხშირად ასახავს საკუთარ ტილოებში თბილისის დანგრეულ შენობებსა და სოფლის სახლებს, საჰაერო ბურთს და ზამთრის პეიზაჟს, ამბობს, რომ მხატვრობა ბევრი რამის დათმობას გულისხმობს და გვესაუბრა ამ პროფესიის სირთულეებზე და მის ინსპირაციაზე.
„ის რაც მაწუხებს დღეს არ უნდა მაწუხებდეს. ნაკლებად საფიქრალი რომ მქონდეს ბევრ სხვა პრობლემაზე უფრო ღმად ჩავეფლობოდი იმ თემაში რაც მე მაინტერესებს.“



ART angel: გურამ ხეცურიანი
facebook: Art of Guram khetsuriani

ANGEL ◆ რა ასაკიდან დაიწყეთ ხატვა და როგორ ჩამოყალიბდა თქვენი პერსონალური სტილი, რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნებით და თუ გახსენდებათ, რა მოვლენამ თუ არტისტმა მოახდინა თქვენზე ზეგავლენა

ხატვა ბავშვობიდან დავიწყე, არ მინდოდა ხატვაზე სიარული, მაგრამ მშობლები ძალით მატარებდნენ სამხატვრო სკოლაში : )
რაც შეეხება ჩემი სტილის ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ ძიებაში ვარ და ნებისმიერ დროს შესაძლებელია რაღაც ახალი სტილი ჩამომიყალიბდეს. თუმცა ამ წუთას მომწონს ის რასაც ვაკეთებ და რა სტილშიც ვმუშაობ. არ ვთვლი, რომ რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობას მივეკუთვნები, მომწონს ბევრი მხატვრის ნამუშევრები და ბევრს მოუხდენია ჩემზე ზეგავლენა, რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა გამიჭირდება.



ANGEL ◆ რა წარმოადგენს შთაგონების წყაროს, მაგალითად ბოლო ტილოებში ვხედავთ, რომ ასახეთ თბილისური აივნები და სახლები, რა ინსპირაცია იპოვეთ ამ ნანგრევებში?

მე განვიცდი იმ დანგრეულ სახლებს, წარმომიდგენია როგორ ცხოვრობდნენ ამ სახლებში ადამიანები. ამიტომ მომწონს თბილისური და არა მხოლოდ, სოფლის დანგრეული სახლები, ეზოები. მათგან მიღებული ემოცია დიდ გავლენას ახდენს ჩემზე და მსურს ამ ემოციის გადმოცემა ჩეს ნამუშევრებში.

ANGEL ◆ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ხელოვანის ყოველდღიური ცხოვრება?

პირადად ჩემი გამოცდილებით ხელოვანის ცხოვრება ბევრი რამის დათმობას გულისხმობს. მეც მიწევს დათმობა იმისთვის რომ ვხატო, თუმცა მთავარი მაინც ესაა. რთულია იცხოვრო მხოლოდ მხატვობით, მაგრამ მხატვარი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყო.








ANGEL ◆ საინტერესოა, საქართველოში რამდენად არის შესაძლებელი იყო მხატვარი და მხოლოდ ამ პროფესიით იცხოვრო?

საქართველოში ძალიან ძნელია მხოლოდ მხატვრობით იცხოვრო
, რადგან ქართველების უმეტესობას ნაკლებად აინტერესებს ფერწერული ნამუშევრების შეძენა, ამიტომ ჩემი ნახატების უმრავლესობა საზღვარგარეთ გადის.

ANGEL ◆ რა ხელშეწყობას ისურვებდით თქვენი შემოქმედებითი ფანტაზიის სრული გაღვივებისთვის?

ის რაც მაწუხებს დღეს არ უნდა მაწუხებდეს. ნაკლებად საფიქრალი რომ მქონდეს ბევრ სხვა პრობლემაზე უფრო ღმად ჩავეფლობოდი იმ თემაში რაც მე მაინტერესებს, თუმცა მაინც ვახერხებ ჩავეფლო ბოლომდე.



ANGEL ◆ ადვილია თქვენთვის ნახატის გაჩუქება? ანუ, რას ნიშნავს როდესაც ნახატს ჩუქნი ვინმეს, თუ ინტერესდებით შემდგომ რა ვითარებაშია ტილო

ადრე ნახტის გაჩუქება ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო
, ძალიან ადვილად ვიმეტებდი ჩემს ნამუშევრებს, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან მიჭირს ვინმეს ნახატი ვაჩუქო, მაგრამ ხანდახან მაინც მიწევს.

ANGEL ◆ სად არის შესაძლებელი თქვენი ნამუშევრების ხილვა და მათი შეძენა?

ჩემი ნამუშევრების უმეტესობის ხილვა შეიძლება ჩემსავე სახელოსნოში.
აქვე შესაძლებელია შეძენაც. ლესელიძის 49, ART STUDIO




ART angel: გურამ ხეცურიანი


Education

1996-2003 Tbilisi State Art school. Georgia.
2004-2008 Tbilisi State Academy of Art,
faculty of fine arts. Georgia.

Exhibitions

2014 – Gerogian National Museum, Tbilisi Historical Museum. Group exhibition.
2013 - Georgian National Museum. Tbilisi Historical Museum.

2012 – art studio "Leselidze 49" group exhibition
2012 - Georgian National Museum "Qarvasla" Meeting with Firosman
2012 – art studio "Leselidze 49" Solo exhibition
2012 – art studio "Leselidze 49" group exhibition
2012 - Gallery "VERNISSAGE" group exhibition

2011 - Gallery "VERNISSAGE" group exhibition.Namber Van.
2011 - Gallery "VERNISSAGE" group exhibition.

2010 - Gallery "VERNISSAGE" group exhibition. From Generation to Generation.
2010 - Gallery "VERNISSAGE", group exhibition.

2009 - Gallery "VERNISSAGE" Solo exhibition.
2009 - Gallery "VERNISSAGE", group exhibition “Landscape”.

2008 - Gallery "Wiliamston" group exhibition, Michigan, USA.
2008 - Gallery "VERNISSAGE" Solo exhibition

2007 - "Art-bar" group exhibition.
2007 - Academy of Art student exhibition, Chardin Street # 9, Tbilisi, Georgia.
2007 - "ProArt", "Procredit Bank", Academy of Art student exhibition - sale.

2006 - Rustaveli Society, a group exhibition.
2006 - “Gudamakari” - TSSA. Group exhibition.

2005 - TSSA. Student art exhibition, Gallery "Universe", Tbilisi, Georgia.
2005 - Akhalkalaki - TSSA. Group exhibition.
2005 - Mtskhetoba – an outdoor exhibition - sale, Mtskheta, Georgia.








ფოტოგრაფი (ფოტოები სახელოსნოდან) ერეკლე ნაკუდაიძე
სპეციალურად angel.ge -სთვის


გურამ ხეცურიანის შემოქმედება
facebook: Art of Guram khetsuriani




































Category: Fun, Interesting / for ANGEL.ge / ART
Tags:

Share it
Comments
Back to Top