29 September 2014      ANGEL     Views 6 737    
Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნუცა ბუზალაძე

Unique Terrace-ში“ კრისტის სტუმარი ნუცა ბუზალაძეა. BUON VIAGGIO-ს პროექტში ნუცამ თავის სტილზე,საყვარელ ბრენდებსა და აქსესუარებზე ისაუბრა. როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა





ნუცა,შენი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ, მუდამივად გიწევს ფიქრი იმაზე თუ რა ჩაიცვა.შენ თავად ზრუნავ შენს იმიჯზე?

სანამ იურმალაში გავემგზავრებოდი,ამ ყველაფერზე ლელა წურწუმია ზრუნავდა. ლელას ძალიან კარგი გემოვნება აქვს. იურმალაში თავიანთი დიზაინერები ჰყავდათ.გააჩნია როგორი კონცერტია.თუ ძალიან გრანდიოზული კონცერტია აუცილებლად მივდივარ დიზაინერთან.

ვინ შენი საყვარელი დიზაინერი?

რა თქმა უნდა, ავთანდილ ცქვიტინიძე. მასთან ორი კოსტუმი მაქვს შეკერილი.სამომავლოდაც, როცა გრანდიოზული კონცერტი მექნება აუცილებლად მივენდობი სხვას.არ მინდა სადღაც წავიდე,რაღაც კაბა ვიყიდო,მაკიაჟიც მოვიხლაფორთო.მინდა რომ ყველაფერი შერწყმული იყოს,ხალხმა გაიგოს როგორია ჩემი სტილი სცენაზე.



რითი განსხვავდება შენი საკონცერტო და ყოველდღიური სტილი?

ყოველდღიურად მიყვარს განსხვავებული სტილი.თუ ვიღაცაზე დავინახე რაღაც და მომეწონა,იმის მსგავსად არ ჩავიცვამ. მიყვარს განსხვავებული რაღაცები,რომლებიც სხვას არ უკეთია,არ აცვია,სხვაზე არ მინახავს. რაც მოდურია, იმას არ ვიცვამ. ვცდილობ, მუდამ განსხვავებული ვიყო.ხასიათსა და განწყობასაც გააჩნია.

ბავშვობაში როგორ იცვამდი,უჯერებდი დედას თუ გქონდათ წინააღმდეგობები?

კი,ვუჯერებდი.ბავშვობიდან დედა და დეიდა ზრუნავდნენ ჩემს ჩაცმულობაზე.
ყველაფერი რაც მაქვს,მათი შეძენილია. ახლა,მე თვითონ ვიწყებ ჩემი სტილის შერჩევას. ვფიქრობ, უფრო დეიდის ზეგავლენით დამეხვეწა გემოვნება.




იურმალაზე ახსენე რომ თვითონ გაცმევდნენ,რამე რომ არ მოგწონდა ამ შემთხვევაში რა ხდებოდა?

ვამბობდი.მე უკვე გამომუშავებული მაქვს როგორ უნდა ვთქვა ის, რაც არ მომწონს.ხანდახან სახეს დავმანჭავდი,ხან ხასიათი მეცვლებოდა .მერე მეკითხებოდნენ,რა მოგივიდაო.ვპასუხობდი,რომ არ მომწონდა და ვერ ვირგებდი.რაღაც ხასიათს ,სიმღერას და მე თუ არ მომერგო,კომფორტულად ვერ ვიგრძნობ თავს.

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებ მონაწილეობას. ვიცი,რომ რამდენიმე დიზაინერი იქნება ,შენს კოსტუმებზე ვინ იზრუნებს?

მე მოვხვდი „ზენკა & მარისთან“. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეოთხე სეზონის ფინალშიც მათი კაბა მეცვა. შავი კაბა მეცვა, ვარცხნილობაც თვითონ მოიფიქრეს,რომელიც ჩემმა სტილისტმა გამიკეთა.ძალიან მომეწონა კაბა, თავდაჯერებული ვიყავი და გამოვედი სცენაზე. მინდა რომ ყველა LIVE კონცერტის კოსტუმი იყოს ისეთი,რომელშიც მე ვიგრძნობ თავს კომფორტულად.



შენი სტილისტი ახსენე,მოგვიყევი ვინ არის ,ბოლომდე ენდობი მას?

ნინი შერმადინი რომ წავიდა იურმალაზე, მის შემდეგაც ვინც წავიდა ყველას გიორგი უკეთებდა ვარცხნილობებს.გიორგი ამზადებდა,თუმცა იურმალაში არავის გაჰყოლია.მე გამომყვა.ძალიან კარგი ადამიანია და მიხარია,რომ გავიცანი.განსხვავებულ და არაორდინარულ ვარცხნილობებს აკეთებს,რაც ძალიან მომწონს.

მაკიაჟს ვის ანდობ,შენ თვითონ იკეთებ?

შოუებში როცა ვარ,რაც მაცვია იმის შესაბამისად ვუხსნი გრიმიორებს როგორი მაკიაჟი მინდა რომ მქონდეს.კონცერტებზეც ასე ვარ.რაღაცებს ინტერნეტშიც ვნახულობ,სურათებს ვიწერ და შემდეგ ვაჩვენებ,რომ მეც ისე გამიკეთონ.

რომელია შენი საყვარელი ბრენდი?

ჩემთვის,ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მომწონს „Stradivarius“ ; „Bershka“ ; „Pull & Bear“ ; „Zara“.
არ მიყვარს „Mango“. გამორჩეული ბრენდების ნივთებიც მაქვს. Marc Jacobs-ის ჩანთა, საფულე. ახლა,ვიყიდე იურმალაში Stella McCartney-ის კაბა,რომელიც მინდა სამახსოვროდ დამრჩეს.ძალიან ლამაზია.




ჩანთები გიყვარს? ჩანთაც აუცილებელია კარგი ხარისხის გქონდეს.
კი, ახლა გამოვიწერე Karl Lagerfeld-ის ზურგჩანთა და მაისური.

აქსესუარები თუ გიყვარს,ატარებ ყოველდღიურად?

ძირითადად, მიყვარს მუსიკალური აქსესუარები. სადმე თუ დავინახავ ნოტს,ვყიდულობ
.ყელზე ვერ ვგუობ ბევრ რაღაცას.ხელზე,თითებზე და ყურებზე მიყვარს ბევრი აქსესუარი.საკონცერტოდ დიდი საყურეები მომწონს.სათვალეებიც მიყვარს.ახლახან ვიყიდე ძალიან განსხვავებული ფორმის სათვალე.




რომელია შენი ყველაზე საყვარელი ფერი?
იასამნისფერი და ლურჯი. ბავშვობიდან დეიდა სულ იასამნისფერ სამოსს მყიდულობდა.

შოპინგი გიყვარს ?
კი,ძალიან ოღონდ მარტო. დედაჩემთან ერთად ვერაფერს ვყიდულობ,ჩემი არჩეული არაფერი მოსწონს.ფიქრობს,რომ გემოვნება არ მაქვს.მე ვეუბნები რომ გემოვნება ჩამომიყალიბდება როცა გავიზრდები.

რომელი სუნამო გიყვარს ყველაზე მეტად?
„DOT MARC JACOBS“ და „Miss Dior” .ტკბილი სუნები მიყვარს.




„ცეკვავენ ვარსკვავებისთვის“ როგორ ემზადები,დიეტაზე ხარ?
კი,მე სულ დიეტაზე ვარ.რომ დაიწყება შეიძლება სამი ტური არ დამეტყოს და შემდეგ ტურებზე ძალიან გავხდები.

რეპეტიციებზე სავარჯიშო სამოსის რომელ ბრენდს ანიჭებ უპირატესობას?
ძალიან მიყვარს „Nike“.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?
„ПЕСНЯ ГОДА-ზე“ დამპატიჟეს. არ ვიცი წელს წავალ თუ მომავალ წელს. რუსული სიმღერა უნდა დაიწეროს და უნდა ვიმღერო. არ ვიცი მოვასწრებ თუ არა.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებების გისურვებთ!






Buon Viaggio: ნუცა ბუზალაძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio: ნანკა კალატოზიშვილი
Buon Viaggio: ირინა ონაშვილი
Buon Viaggio: თეონა კონტრიძე
Buon Viaggio: შოთიკო ბოჭორიშვილი
Buon Viaggio: მარკუს მეტრეველი
Buon Viaggio: სალომე ღვინიაშვილი
Buon Viaggio: ლიკა ევგენიძე
Buon Viaggio: ავთო ცქვიტინიძე
Buon Viaggio: გოჩა ჩერტკოევი
Buon Viaggio: ქეთი ხატიაშვილი
Buon Viaggio: მერსი სულხანიშვილი
Buon Viaggio: გიორგი ნაზღაიძე
Buon Viaggio: ეკა კახიანი
Buon Viaggio: ზურა ყიფშიძე
Buon Viaggio: რუსა მორჩილაძე
Buon Viaggio: ლევან ჩიჩუა (თიელი)
Buon Viaggio: თეონა ელიზბარაშვილი
Buon Viaggio: თეა აგლაძე
Buon Viaggio: ზუზუ ბეჟაშვილი


Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: BUON VIAGGIO ნუცა ბუზალაძე

Share it
Comments
Back to Top