9 February 2014      mkesho     Views 2 841    
Category: Fun, Interesting

Casual vacancy / შემთხვევითი ვაკანსია


მოგეხსენებათ რომ ყველასთვის ცნობილმა ჯოანა როულინგმა დაასრულა თავისი ყველაზე ცნობილი წიგნების სერია ჯადოქარ ბიჭუნაზე (ჰარი პოტერი), ამჯერად მან გადაწყვიტა შემოეთავაზებინა ისტორია ზრდასრულებისთვის - "შემთხვევითი ვაკანსია" (Casual vacancy)

Casual vacancy / შემთხვევითი ვაკანსია



Casual vacancy / შემთხვევითი ვაკანსია
წიგნის სიუჟეტი ლონდონის პა­ტა­რა ქალაქ პეგფორდში ვითარდება, ბარრი ფაიარვეზერი 40 წლის ასაკში მოულოდნელად იღუპება, მოსახლეობა შოკში ვარდება, გარედან ქალაქი იდეალურია მაგრამ რა იმალება ამ ფარდის უკან?

ქალაქში ომი იწყება - მდიდრებსა და ღარიბებს შორის, თინეიჯერებსა და მათ მშობლებს შორის, ქმრებსა და ცოლებს შორის, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. ეს ქალაქი არ არის ისეთი როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ბარრის მიერ დატოვებულ ადგილზე ვაკანსია ცხადდება, სწორედ აქედან იწყება ხალხში ერთმანეთის მიმართ შური, ბოღმა, ანტიპატია და სხვა საძაგლობები.

გამოსვლის პირველივი კვირაში წიგნის 550,000 მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
ასევე როულინგმა მიიღო შეთავაზება BBC ONE ისგან რომ გადაეღოთ ფილმი.

როულინგის კომენტარი: "იცით მე პირადად ვფიქრობ რომ ეს წიგნი არ არის განკუთვნილი გადაღებისთვის, ეს ერთერთი მიზეზია რატომაც მომწონს ეს წიგნი, ეს არის ნოველა და თქვენ უნდა გაიგოთ თუ რა ხდება ადამიანის თავში, აქ არის ბევრი რამ პირად ცხოვრებაზე, ცხოვრებისეულ წვრილმანებზე და აუცილებელი არ არის ამ ყველაფრის ფილმით წარმოჩენა "

თუმცა მაინც, ფილმი ეკრანებზე 2014 წელს გამოვა, ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია პერსონაჟებზე და ფილმის გამოსვლის თარიღზე.

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top