;

30 December 2012      ellen potter...♥ϟ     Views 8409    
Category: Fun, Interesting

შობა ევროპაში ზოგადად ძველის დასასრულს და ახლის და პოზიტიურის დასაწყისის მცებას უკავშირდება. განწყობაც ასეთია ყველა ბედნიერია და რეალურად არც თუ ისე განათებულ ქუჩებში ბუნებრივი სიხარული იგრნობა, თითქოს განათებაც უფრო თბილია და რეალური სიცივის მიუხედავად, პოზიტიური ენერგია გათბობს, ენერგია რაც შობის დღეებში ამ ქუჩებში ტრიალებს. შეგიძლიათ პირდაპირ ადევნოთ თვალი, თუ როგორ ამზადებენ სხვადასხვა ნივთს ადგილობრივი ოსტატები და თბილი გლიტვეინით ხელში გაუყვეთ საშობაოდ მორთულ, სასიამოვნო, სანელებლებით გაჯერებულ ქუჩებს. საშობაოდ მორთული ხიდები და მდინარეში მათი ანარეკლი, ტერასული კაფეები და საგანგებოდ შობისთის მოწყობილი საციგურაო მოედნები... ესყველაფერი შობის დღესასწაულზე ევროპული ქალაქებისთვის განუყოფელია. თან შეგიძლიათ გლიტვეინი მიირთვათ და მხიარული განწყობით იხეტიალოთ ქუჩებში.
ყველაზე მეტად მაცდურად მაინც მაღაზიის ვიტრინები გამოიყურება. საშობაო ტკბილეულით თუ უკიდურესი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული დიზაინერების მიერ დამზადებული სასაჩუქრე ნივთებით დაწყებული, ჩვეულებრივი ტანსაცმლის მაღაზიებით დამთავრებული.
შობა ევროპაში


შობა გერმანიაში

შობა სადღესასწაულო კერძების ცნებისგან განუყოფელია. ეს გერმანელი გურმანების წრეში განსაკუთრებით საგრძნობია. სადღესასწაულო სუფრისთვის ამ პერიოდში უპირატესობას, გოჭის ხორცისგან დამზადებულ კერძებს, დარიჩინიან ბრინჯის პუდინგს, თეთრ სოსისს და მაკარონის სალათს ანიჭებენ. მაგრამ ყველაზე გამორჩეულად და ხშირად მაინც გერმანულ თაფლაკვერს და გლიტვეინს შეხვდებით.
თან, უკლებლივ ყველა ქალაქში ამ პერიოდში სადღესასწაულო ბაზრობები იმართება – ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, ფერადი განათებებით მორთულ საშობაო ქოხებში.
შობა ევროპაში
შობა ევროპაში


შობა ბელგიაში

შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, რომ ბელგიაში ორი სანტა კლაუსი ყავთ! ერთი წმინდა ნიკოლასი, და მეორე – პერ ნოელი. ესეც ორენოვანი ბელგიელებისთვისაა: ვალონურ ენაზე მეტყველ ბელგიელებს ახალ წელს წმინდა ნიკოლასი გამოეცხადება, ხოლო ფრანგულენოვან მოსახლეობას პერ ნოელი. ბრიუსელის, ანტვერპენის, ლიეჟის, ბრიუგეს თუ გენტის საშობაო ქუჩებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მიდიები, საყოველთაოდ ცნობილი ბელგიურად შემწვარი კარტოფილი, რომელიც შეგიძლიათ ათასგვარი სოუსით მორთოთ. უგემრიელესი ბელგიური ვაფლები შოკოლადით და სხვადასხვა მორთულობით თუ ბელგიური შოკოლადი და სახელგანთქმული ლუდი.
შობა ევროპაში
შობა ევროპაში


შობა ნიდერლანდებში

ჰოლანდიაში დღესასწაული ოფიციალურად მაშინ იწყება, როდესაც ამ მხარეში თოვლის ბაბუა – სინტერკლაასი ნავით ესპანეთიდან ჩამოდის. თუმცა, ისე როგორც ყველგან, აქაც საშობაო დღესასწაული ადგილობრივი საშობაო სამზარეულოთი შეიგრძნობა. საშობაო მაგიდაზე, აქ ირმის, ბატის, კურდღლის ან ინდაურის ხორცს შევხვდებით, ბოსტნეულსადა საშობაო პურთან – კერსტბროოდტან ერთად. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ათასგვარი ადგილობრივი ნამცხვარი ერთ ჭიქა ცხელ შოკოლადთან ერთად. ზამთრის დღეებში ჰოლანდიაში უპირატესობას ანიჭებენ, გრიუნკოლის კერძს, განსხვავება მხოლოს ისაა, რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ხორცს ამჯობინებს – ზოგი სტეიკთან, ზოგი შემწვარ სოსისთან თუ ხორცის ბურთულებთან მიიირთმევს მას.
შობა ევროპაში
შობა ევროპაში


შობა ლუქსემბურგში

‘’ Schei Chreschtdeeg’’
– ასე ულოცავენ ერთმანეთს შობას ლუქსემბურგში, რაც ‘’ბედნიერ შობის დღეებს’’ ნიშნავს . აქ წმინდა ნიკოლასს, თოვლის ბაბუას ‘’Kleeschen’’–ს უწოდებენ. ლუქსემბურგის ტიპური საშობაო მენიუ, შავი პუდინგისგან შედგება, მოხარშული კარტოფილით და ვაშლის სოუსით. ასევე აუცილებლად დასაგემოვნებელია შტოლენი – ხილის ნამცხვარი რომით და ნაყინის ნამცხვარი ‘’Buche de Noel’’ – შავი შოკოლადით.
შობა ევროპაში
შობა ევროპაში


Category: Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top