12 December 2012      Ann_J     Views 5 308    
Category: Fun, Interesting

ვებრძოლოთ სტრესს მუსიკალური თერაპიის დახმარებით!

ადამიანი ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც ვარდება სტრესულ მდგომარეობაში, რასაც ჩვეულებრივ თან ახლავს სხეულში მიმდინარე პრიმიტიული ცვლილებები, რომლებიც ასე თუ ისე საფრთხეს გვიქმნიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი სახის მოვლენებს სტრესსორებს უწოდებენ. როდესაც ჩდნდებიან სტრესსორები, ორგანიზმი მთელი თავისი ძალების კონცენტრირებას ახდენს საფრთხესთან ბრძოლაში. სტრესულ რეაქციას ემოციურ დონეზე შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა უარყოფითი ემოციები, რომლებიც თავს იჩენენ გარკვეული დროის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, თუნდაც მცირე პრობლემა შეიძლება გახდეს საბაბი, მწვავე სახის სტრესის აღმოცენებისა. ეს ყოველივე არღვევს იმუნურ სისტემას და აძლიერებს ქრონიკულ დაავადებებს. იმისათვის რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს და შეძლოს თავდაცვა არასასურველი გრძნობებისგან, თერაპევტებმა შეიმუშავეს რამოდენიმე ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ სტრესის მართვაში
ვებრძოლოთ სტრესს მუსიკალური თერაპიის დახმარებით!

[როგორ მივუდგეთ სტრესს]
ალბათ იცით, რომ სტრესის მავნე ზემოქმედების ნეიტრალიზება შესაძლბელია. ამისათვის საჭიროა სწორად მიუდგე სტრესულ სიტუაციასა და მის მართვას. გაითვალისწინეთ, რომ როგრც წესი, როდესაც სტრესორები ხვდებიან ორგანიზმში ისინი იწვევენ დამცავ რეაქციებს. სტრესის დროს ადამიანს ყოველთვის ჰგონია თავისი თავი დაუცველისა და მსხვერპლის ამპლუაში, სწორედ ამიტომ ისინი თავის დაცვას სკანდალებისა და ისტერიკების გზით ცდილობენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია საკუთარი თავის კონტროლი რთულ სიტუაციაში. შეხედეთ სხვა მხრიდან თქვენს თავს მსგავს სიტუაციაში. შეეცადე წარმოიდგინო საკუთარი თავი უცხო კონფლიკტთან მიმართებაში. ამგვარი პოზიცია საშუალებას გაძლევთ თავი დაიცვათ ინსტიქტური შიშისგან.
რაც არ უნდა იყოს, სტრესი არსებით და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობაზე. ამიტომ საჭიროა დაფიქრება : ღირს ყველაფრისთვის სერიოზული ყურადღების გამახვილება რაც ჩვენს ირგვლივ ხდება? არ არის უკეთესი ვიზრუნოთ საკუთარ თავსა და გარეგნობაზე? ყურადღება გავამახვილოთ სახეზე, თმებსა და ფორმებზე.
ვებრძოლოთ სტრესს მუსიკალური თერაპიის დახმარებით!

მუსიკალური თერაპია გვეხმარება ემოციების სწორად მართვაში
ხელოვნებასა და არტს პირდაპირი და უშუალო დამოკიდებულება აქვს ადამიანთან. მუსიკა, როგორც ხელოვნების სახეობა მუდმივად ანვითარებდა ცივილიზაციას. დღეს დღეობით მუსიკა არის ის, რისი დანახვაც ჩვენ გვსურს. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ის, გავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებზე. მუსიკა საზღვრავს ჩვენს ემოციებს, განსაკუთრებით კი ეს ეხება მოზარდებს. ახალგაზრდები უფრო ემოციური ფონის მატარებლები არიან. ამიტომ მას მოზარდების გრძნობების გაკონტროლება და გაძლიერება შეუძლია. ამ ყოველივეს დახმარებით მუსიკალური ფსიქოლოგია მნიშვნელოვნად ვითარდება

კვლევები ადასტურებს, რომ ახალგაზრდები 15-25 წლის ასაკში განიცდიან ინტენსიური ემოციების მოჭარბებას. მათი კონტროლი ემოციების მიმართ არ არის სრულყოფილი. ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფს აქვს უმაღლესი რისკი ფსიქიკური ჯანრთელობის პრობლემის და თვითმკველობის განხორციელების. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მუსიკას შეუძლია ურთიერთქმედებების შემსუბუქება. როგორც გვამცნობს Medical Xpress, ფსიქოლოგი დოქტორ ჟენევიევა დიანგლი იყენებს მუსიკალურ თერაპიას თავის ჯგუფში პრობლემატურ მოზარდებთან. "მათ შეუძლიათ კლასის ნებისმიერ წერტილში ყოფნა, მობილური ტელეფონის გამოყენება და [i]MP3-ში მუსიკის მოსმენა. ვფიქრობ რომ მუსიკა მათთვის არის გზა ცხოვრების უკეთ შეცნობაში. [/i] ამბობს თერაპევტი დიანგლი
ვებრძოლოთ სტრესს მუსიკალური თერაპიის დახმარებით!

კვირაში ერთხელ მუსიკალუღი თერაპიის გამოყენებით , მან დააფიქსირა რომ ახალგარდზები ნებაყოფლობით და აქტიურად პასუხობდნენ მუსიკის თემებს. ისინი იყენებდნენ რეპს, დასარტამ ინსტრუმენტსა და სხვა მუსიკალურ ჩანახატებს.
" მე შევიმუშავე ფსიოლოგიური ტრენინგის მეთოდი, რომელშიც გამოიყენება ორგანზომილებიანი გრძნობების მოდელი და სამი ემოციური სტიმულაცია მუსიკის მოსმენის მეშვეობით, როგორც გზა აკონტროლოთ ემოციები. მისი მეთოდის ეფექტურობა უახლოვდება 98%-ს.
ეს გვაძლევს იმედს, რომ მუსიკალური თერაპია გვთავაზობს ეფექტურ სტრატეგიებს რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ემოციების კონტროლი. ეს ხელს შეუწყობს ბევრი სოციალური პრობლემის გადაწყვეტას, როგორიცაა ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სუიციდი.

ვებრძოლოთ სტრესს მუსიკალური თერაპიის დახმარებით!


Category: Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top