;


მაღაზია "სამოსი" მრავალი ქართველი სელებრითის საყვარელი მაღაზია გახდა და ტელეეკრანებზეც ხშირად იხილავთ მათ კაბებში, განსაკუთრებით კი Alaïa-ს და Hervé Léger-ის bodycon კაბაში გამოწყობილ ქალბატონებს. მაღაზია, თამარაშვილის 19-ში ამ ეტაპისთვის საბანკეტო კაბების გრანდიოზულ კოლექციას გვთავაზობს. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია casual-wear სტილის სამოსი და აქსეუარები: ჩანთები და ფეხსაცმელი. შემოგთავაზებთ მათ ფოტოებს ინსტაგრამის გვერდიდან: @samosishop

Tags:

აფხაზი გოგოების სტილი ინსტაგრამიდან და
სოხუმის ერთ-ერთი სკოლის ბოლო ზარის ჩაცმულობა

Tags:

საუკეთესო ლუქები 2014 წლის კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან

RED CARPET LOOKS FROM CANNES
Tags:

სელებრითები 2014 amfAR Gala-ზე, კანში


22 მაისს, კანის 67-ე კინოფესტივალმა საქველმოქმედო საღამოს amfAR Gala-ს უმასპინძლა, სადაც თავი მოიყარეს ცნობილმა ჰოლივუდელმა სელებრითებმა, საერთაშორისო დონის ვარსკვლავებმა, რათა თავიანთი სახსრებითა და ბიუჯეტით დახმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს. საღამოს ცნობილმა სასტუმრომ Cap-Eden-Roc-მა უმასპინძლა. ვარსკვლავებმა წითელი ხალიჩიდან დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც სუპერპოპულარული მოდელების ირინა შეიკის, ალესანდრა ამბროსიოს და სხვების მონაწილეობით გაიმართა ჩვენება, რომელიც ორგანიზებული იყო ვოგის ყოფილი რედაქტორის კარინ როიტფელდის მიერ. შემდგომ ეტაპზე გაიმართა საქველმოქმედო ვახშამი, სადაც თქვენ იხილავდით ლეონარდო დიკაპრიოს მარიონ კოტიარდთან ერთად, აიშვარია რაის და სხვა ცნობილებს. საღამოზე დაუვიწყარი პერფორმანსი შეასრულა მომღერალმა ლენა დელ რეიმ. მიწვეულ სტუმართა შორის იხილავდით წლევანდელი ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული ავსტიელი კონჩიტა ვურსტსაც.

სელებრითები 2014 amfAR Gala-ზე, კანში
Tags:

Met Ball 2014Met Ball 2014
Met Ball 2014


5 მაისს, ნიუ-იორკში, Met Gala 2014 გაიმართა, რომელიც 1971 წლიდან ტარდება, მისგან შემოსული თანხა კი ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმსა და კოსტიუმების ინსტიტუტს ხმარდება. წითელ ხალიჩაზე, როგორც ყოველთვის, უამრავმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი, წლევანდელი საღამოს დრეს-კოდს კი ამერიკის პირველ კუტიურად წოდებული დიზაინერის, ჩარლზ ჯეიმსისა და მისი შემოქმედების საპატივცემულოდ, Beyond Fashion, ანუ "მოდის მიღმა" ეწოდა. გთავაზობთ წითელი ხალიჩის ამსახველ კადრებს.

Met Ball 2014
Tags:

MET Gala 2014MET Gala 2014

❆ MET Gala 2014 ❆ 5 მაისს, ნიუ-იორკში გაიმართა MET Gala 2014, სადაც უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი. მსახიობები, მომღერლები, მოდელები და დიზაინერები თამამად პოზიორობდნენ წითელ ხალიჩაზე პაპარაცების წინაშე და თავიანთ სამოსს პრომოუშენს უკეთებდნენ. Met Gala-ს იგივე Costume Institute Gala-ს ისტორია 1971 წლიდან იწყება და ესაა უდიდესი და ყველაზე პომპეზური პრემიერა მოდური ინდუსტრიისა.

MET Gala 2014
Tags:

საქორწილო სეზონი ახლოვდება. სწორედ ამ პერიოდს დაამთხვიეს
ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში, საქორწილო კაბების გამოფენა.

Wedding Dresses 1775-2014
- ეს არის ახალი გამოფენის სახელწოდება, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას, საქორწილო კაბების შესახებ. გამოფენა გაიხსნება ამ უქმეებზე. ეს გრანდიოზული გამოფენა მოიცავს თითქმის 250 წლის ისტორიას, რაც მას უფრო მომხიბვლელს ხდის.

ექსპოზიციას ხსნის XVIII საუკუნის გრანდიოზული, არისტოკრატიული კაბები, მას მოსდევს XIX საუკუნის, უფრო მოკრძალებული კაბები, ხოლო ჩვენი დროის კაბების დიზაინში ჭარბობს ფუფუნება და ლაკონურობა.


Reformation Bridal Collection

Reformation- ბრენდი, რომელიც ეკო-სამოსს აწარმოებს წარმოგვიდგენს მის პირველ საქორწილო კოლექციას, რომელმაც ამერიკულ მედიაში გაოცება გამოიწვია წარმოდგენილი 2 საქორწილო და 6 მეჯვარის კაბის ფასის გამო, საქორწილო კაბის ღირებულება საოცრად დაბალია - $518 და $588, ხოლო მეჯვარის კაბა $198-$368 ღირს. თვითონ კოლექცია კი ძალიან ლამაზი და დახვეწილი, რომანტიულ და ბოჰო-სტილშია.


წარმოგიდგენთ საუკეთესი მოდელის საქორწილო კაბებს წამყვანი დიზაინერების კოლექციებიდან, რომლებიც მომავალი 2015 წლის ზაფხულის სეზონისთვისაა განკუთვნილი.

Tags:

Free People- ბრენდი, რომელიც ონლაინ მაღაზიის საშუალებით წარმოგვიდგენს საკუთარ კოლექციას, ამჟამად გვთავაზობს საქორწილო კოლექციას. კაბები ბრენდის სტილშია შესრულებული: ბოჰემური, რომანტიული და ნაზი - ყვავილებით და მაქმანებით, თავისუფალი და სექსუალური - გამჭვირვალე და ჭრილებით, უხეში და როკ-დეტალებით.

Free People-ის ეს 4 მოდელი: სენდი, ლუ, მიდოუ და ჯინჯერი,
რომლებიც გადაიღო ფოტოგრაფმა Annie Edmonds ერთხელაც იტყვიან “I Do”


წარმოგიდგენთ საუკეთესო მოდელის საქორწილო კაბებს წამყვანი დიზაინერების კოლექციებიდან,
რომლებიც მომავალი 2015 ზაფხულის სეზონისთვის იდეალური, ზღაპრული და ტენდენციური იქნება.

Tags:

ქორწინების ბეჭდების ტრადიცია მრავალ საუკუნეს ითვლის. ზუსტად სად და როდის გამოიყენეს პირველად ბეჭდები ქორწინების სიმბოლოდ ეს უცნობია. დღეისთვის საქორწილო ბეჭდის გაცვლის რიტუალი საერთაშორისო დონეზე გავრცელებული ტრადიციაა. ბეჭედს კათოლიკები და მუსულმანები მარცხენა ხელის მეოთხე თითზე იკეთებენ და ძველ თქმულებას აღიარებენ, რომ ამ თითში არსებული არტერია ყველაზე ახლოსაა გულთან. ხოლო მართლმადიდებლები იკეთებენ მარჯვენა ხელის მეოთხე თითზე. ზოგი მიიჩნევს, რომ მარჯვენა ხელზე ბეჭდის გაკეთება სწორად მოაზროვნესთან ასოცირდება.

ქორწინების ბეჭდის ისტორია

Jesus Peiro Spring 2014

Jesus Peiro-ს ლეიბლი 25 წლის თავს აღნიშნავს საზაფხულო (2014) საქორწილო კოლექციით,
რომელიც დიზაინერმა Merche Segarra ბარსელონის მოდის კვირეულზე წარმოადგინეს.
თითოეულ კაბას შავი დეტალი გასდევს ბაფთის, სარტყელის, ლენტების თუ კორსეტის სახით.
Tags:


Pronovias -მა 2014 წლისათვის შექმნილი საქორწილო კოლექცია ბარსელონაში წარმოადგინა გასული წელს, კოლექცია დიზაინერმა Elie Saab-მა შექმნა Atelier Pronovias-სთვის და მისი სახელია First Love
რომელიც ამ რომანტიულ და ნაზ კოლექციას იდეალურად აღწერს.
Tags:

კაბა, ფეხსაცმელი, ჩანთა, მაკიაჟი, ვარცხნილობა - ყველაფერი გამოსაშვები საღამოსთვის

მთავრდება 12 წლიანი 'ტანჯვა' და გვიახლოვდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დღე - გამოსაშვები საღამო. დღე,როდესაც თითოეული გოგონა უნდა ბრწყინავდეს სილამაზით. ამისთვის კი ბევრი რამეა საჭირო, დაწყებული კაბიდან დამთავრებული პედიკურ-მანიკურით. წინ ბევრი საზრუნავი გვაქვს, ამიტომაც გთავაზობთ მცირე ფოტოკრებულს, რომელიც შთაგაგონებთ საბანკეტო ლუქს.

Everything For Prom ✔
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top