Beautiful Couture Dresses of Fall 2015
პარიზში მაღალი მოდის კვირეული დასრულდა,სადაც უამრავმა ცნობილმა დიზაინერმა 2015 წლის შემოდგომის სეზონის კოლექციები წარადგინა. ვერსაჩეს,დიორის,არმანის ,შანელის და კიდევ უამრავი ცნობილი დიზაინერის მიერ პოდიუმზე გამოტანილი კაბები თავს ზღაპრულ გარემოში გვაგრძნობინებდა.

წარმოგიდგენთ საუკეთესო კაბებს პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან

Tags:

Valentino-ს ჩვენება რომში
რომი Valentino-ს გულის ცემაა. ქალაქი, სადაც ვალენტინო გარავანიმ 1960 წელს მოდის სახლი დაარსა. ბოლო 7 წელია მოდის სახლის სათავეში Maria Grazia Chiuri და Pierpaolo Piccioli ჩადგნენ. 2015 წლის საშემოდგომო კოლექციის მთავარი შთაგონების წყაროც იტალიური სულია. კოლექციაში ჭარბობდა შავი ფერის სამოსი, თუმცა მოდის სახლის კოლექცია წარმოუდგენელია მკვეთრი წითელი ფერის გარეშე. სადა და ელეგანტური კაბები გაწყობილია ოქროს დეტალებით: სატყლებით, ყელსაბამებით, სამაჯურებითა და თავის აქსესუარებით.იხილეთ Valentino-ს სრული კოლექცია და დეტალები.
Tags:

Elie Saab პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე.
2015 წლის საშემოდგომო კოლექციის ძირითადი ფერი ოქროსფერია. ბრწყინვალე და ელეგანტურ კოლექციაში უმეტესწილად ღია ვარდისფერი და ლურჯი საღამოს კაბები იყო წარმოდგენილი. დიზაინერის შთაგონების წყარო 1990-იანი წლების თავისივე ნამუშევრებია. კოლექციის სიახლე კი ვიწრო კომბინიზონები, მოსასხამები და კოჭებამდე სიგრძის კაბებია. ძირითადი ქსოვილი კი ოქროს ყვავილებიანი ნაზი და მდიდრული ნაჭრები.
იხილეთ Elie Saab-ის სრული კოლექცია.
Tags:

ემზადებით ახალი სეზონისთვის?

ზაფხული ლამაზი, თავისუფალი და თვალისმომჭრელი კაბების გარეშე წარმოუდგენელია!
მათთვის, ვისაც კაბის შეკერვა სურს და არ იცის ამ სეზონზე რა მოდელზე შეაჩეროს არჩევანი.
გთავაზობთ კაბების მოდელებს,
რომლებიც შეგიძლიათ თავად შეაკერინოთ და საზაფხულო გარდერობი ლამაზი კაბებით შეავსოთ.
დაიწყეთ მზადება ცხელი სეზონისთვის!

Tags:

Chanel პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე
კაზინოს ინტერიერში, კარლ ლაგერფილდის მუზებმა და ცნობილმა მოდელებმა მოდის სახლის სამოსი წარმოადგინეს: Kristen Stewart, Geraldine Chaplin, Rinko Kikuchi, Rita Ora, Lara Stone, Vanessa Paradis, Stella Tennant, and, finally, Julianne Moore. ჩვენება Barry White-ის "Love's Theme-ის" ფონზე მიმდინარეობდა. კოლექცია ელეგანტური და განსხვავებული იყო, მოდის სახლისთვის დამახასიათებელი პიჯაკები და ქვედაბოლოები ჭარბობდა. მოდელების მაკიაჟი მძიმე და გამოკვეთილი, ვარცხნილობა კი განსხვავებული იყო. ჩვენება კენდალ ჯენერმა დახურა.
"ყოველთვის ვეუბნები ჩემ თავს რომ უკეთესი შემიძლია და ზარმაცი ვარ. რასაც ვაკეთებ, აქედან სიამოვნებას ვერ ვღებულობ. უბრალოდ ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს უნდა გაკეთდეს."- კარლ ლაგერფილდი.
იხილეთ 2015 წლის "შანელის" სრული საშემოდგომო კოლექცია და დეტალები.
Tags:


პარიზის მაღალი მოდის კვირეული გაიხსნა!
კვირეულის მეორე დღეს "დიორის" მოდის სახლის ჩვენება გაიმართა. თვალისმომჭრელი, ზღაპრული და მისტიკური გარემო ჩვენებისთვის საუკეთესო იყო. 2015 წლის საშემოდგომო კოლექციის გამორჩეული სამოსი - ულამაზესი მოსასხამებია. იასამნისფერ პოდიუმზე ნათელი ფერებისა და შიფონის სამოსი ჭარბობდა. გლამური მოდის სახლის მუდმივი შთაგონების წყაროა. კოლექცია ელეგანტური და სექსუალური ქალბატონებისთვის, რომელთათვის
აკრძალული ხილი ყველაზე გემრიელია.

Tags:

"კოლექციას ორი სახე აქვს, ჩვენ გვინდოდა "ვერსაჩეს" უფრო ნაზი მხარე წარმოგვეჩინა"
- დონატელა ვერსაჩე.

2015 წლის მოდის სახლის საშემოდგომო კოლექცია შთაგონებულია საფესტივალო განწყობით, რომელიც ამავდროულად ელეგანტური და კლასიკურია. ხელით შექმნილი დეტალები და პასტელური ფერების შიფონის კაბები ცნობილმა მოდელებმა წარმოადგინეს: Joan Smalls, Kendall Jenner, Doutzen Kroes, Karlie Kloss. იხილეთ სრული კოლექცია და დეტალები.
Versace პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე.
Tags:


ცნობილი ქალბატონები ლისის ტბაზე მანანა მანიას ჩვენებაზე შეიკრიბნენ.
M.M-ის ჩვენებაზე 50 კოსტუმი მოდელების ნაცვლად მსახიობებმა წარმოადგინეს. 300 სტუმარს ლისი ლაუნჯმა უმასპინძლა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო საღამოს, საქორწილო და თავისუფალი სტილის სამოსი. ჩვენების კურატორი ლიკა ყაზბეგი, ხოლო წამყვანი ზუზუ ბეჟაშვილი გახლდათ. კოლექცია საზოგადოებისათვის ცნობილმა ადამიანებმა: მაკა შალიკაშვილმა, ეკა ჩხეიძემ, ჯანეტ ქერდიყოშვილმა, ლიკა ყაზბეგმა, ლელო ჩქარეულმა, ეკა ანდრონიკაშვილმა
და სხვა ცნობილმა ქალბატონებმა წარმოადგინეს.
იხილეთ მანანა მანიას 2015 წლის კოლექცია.

Tags:

1 ივნისს ნიუ იორკში გაიმართა 2015 წლის CFDA გრანდიოზული, მოდური დაჯილდოების ცერემონია. სადაც უამრავმა ცნობილმა მსახიობმა, მომღერალმა, მოდელმა თუ სხვა მოიყარა თავი. წარმოგიდგენთ ცნობილი ქალბატონების საუკეთესო საღამოს კაბებს CFDA დაჯილდოების ცერემონიიდან:

Tags:



MET Gala 2015
კაბები


ყოველწლიურად, ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმში კოსტუმირებული წვეულება ეწყობა. ღონისძიება, რომელსაც სულმოუთქმელად ელიან, იმისათვის, რომ წარმოაჩინონ თავიანთი ეფექტურობა, რამდენიმე საათის წინ დასრულდა. ივენთს უძღვება ანა ვინტური და მეტროპოლიტენის მუზეუმი, მოწვეულთა სიაში მოხვედრაზე ისეთი ვარსკვლავებიც კი ოცნებობენ, რომელთათვისაც ღიაა ნებისმიერი წვეულების კარი.

ამ წელს, MET Gala-ს თემა "ჩინეთი: სარკის მიღმა". საღამოს მთავარი თემა კი რიანას კაბა გახდა, რომელიც სამ დამხმარეს მოჰქონდა. წარმოგიდგენთ ვარსკვლავების შთამბეჭდავ კაბებს.

Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 »
Back to Top