;


26 წლის წარმოშობით ბულგარელი მსახიობი ნინა დობრევი წითელ ხალიჩაზე ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურება. როგორც ყოველდღიური ჩაცმის სტილი ასევე წითელ ხალიჩაზე მისი ლუქები სინაზით და უბრალოებით გამოირჩევა. ნინას საყვარელი ფერი შავია, თუმცა მის ლუქებში ნახავთ ფერად სამოსსაც. უამრავჯერ დასახელებულა საღამოს ყველაზე გემოვნებიანად შემოსილ ქალბატონად შანელის, მაიკლ კორსის, ზუჰაირ მურადის, ვერსაჩის,კელვინ კლეინის და ელი საბის კაბებით.

Tags:



წვერ-ულვაში მუდამ აქტუალური და ტენდენციური იყო ქართველ მამაკაცებში; თუმცა მან მნიშვნელოვნად იცვალა სახე ამ ბოლო პერიოდში. ჩვენს აპოქაში - მილენიალების თაობას მკაფიოდ გამოარჩევს დახვეწილი თავის მოვლის კულტურა, რაც წვერ-ულვაშისა და თმის ვარცხნილობის უხეში იმიჯით, თუმცა ამავდროულად კონტრასტულად მოვლილი იერით გამოიხატება. რამდენად რთულია მოირგოს მამაკაცმა ასეთი სტილი?

THE GENTLEMAN'S GUIDE TO GROWING A BEARD
სტილისტი შაკო საჯაია ერთერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც მამაკაცის თმისა და წვერის სთაილინგზე დაიწყო ზრუნვა #Man Grooming. შაკომ გაგვიმხილა თუ როგორ უნდა იპოვოს მამაკაცმა მისი სტილი, როგორ წამოზარდოს წვერი და გაუწიოს ყოველდღიური სთაილინგი სახლის პირობებში. წვერების მთავარი პრობლემა ჰიგიენის დაცვაა, რომელმაც შესაძლოა სახის კანის ფორების დაბინძურება გამოიწვიოს; უშუალოდ წვერის მოვლის პრობლემა კი გაყოფილი ბოლოები და დატეხილი ღეროებია, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ..


Tags:


ბრენდ Stone Cold Fox 2015 წლის Holiday კოლექცია მდიდრულ და დახვეწილ ნოტებშია შესრულებული. ბრენდს ახასიათებს ბოჰემური რეტრო სტილი, ახალი კოლექცია კი მოგვაგონებს დოლჩე გაბანას იტალიელ ქალს, royally gorgeous - ასე აღწერენ Stone Cold Fox-ის ლუქბუქს.

Stone Cold Fox Holiday 2015
www.thestonecoldfox.com
Tags:


მოდას არ აქვს დრო, ის მუდმივად აქტუალურია. ყოველი წელი სავსეა სიახლეებითა და გამორჩეული ელემენტებით, თუმცა მოდის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული წლებიც არსებობს. ხშირად გსმენიათ რომ მოდა დაბრუნდა და 80-90-იანი წლების მოდა ისევ აქტუალურია. მოდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული წლები 80-იანებია. რამდენიმე ელემენტი, რომელთა დახმარებით ქალბატონების სტილი თვალისმომჭრელი იყო, დღეს მოდური ქალბატონისთვის ისევ აქტუალურია. იხილეთ რა გავლენა აქვს მოდის ისტორიაზე 1980-იან წლებს. დღეს მოდური ქალბატონის გარდერობში ამ წლების სტილის შემადგენელ ნაწილებს აუცილებლად შეხვდებით. წარმოგიდგენთ 9 ძირითად სამოსს, რომლებიც ჩვენი მოდური მკითხველების გარდერობში აუცილებლად უნდა მოხვდეს.
Tags:

EMILY RATAJKOWSKI IS A DRESS DESIGNER NOW
8 დეკემბერს ლოს ანჯელესში ემილი რატაჯკოვსკის დებიუტი შედგა-ცნობილმა მოდელმა ამჯერად საკუთარი კაბების ხაზი წარუდგინა მომხმარებელს,რომელიც დიზაინერთად კრისი დაუნთან კოლაბორაციისას შექმნა: "როცა მესამე კლასში ვიყავი ჩემი მასწავლებელი დაქორწინდა, მე მისთვის საქორწინო კაბის სკეტჩი შევქმენი ,რომელიც მთლიანად ვარდებით იყო მორთული, იმ დღიდან მოყოლებული ყველას ეგონა რომ დიზაინერი გავხდებოდი და ოცდებაც ამიხდა, ამ კოლექციით მე მესამეკლასელ ემილის დავუბრუნდი"-განაცხადა ემილიმ.

უახლესი კოლექციის ლუქბუქის პრეზენტაცია ინტერნეტ სივრცეში კაბების გაყიდვაში გაშვებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა,რომელიც თავად ემილიმ წარადგინა. "მას იდეალური სხეული, ქალური ფორმები და ლამაზი სახე აქვს ,რაც იდეალურად წარმოაჩენს კაბებს"-განაცხადა კრისიმ.გარდა დიზაინერობისა ემილი სამოდელო კუთხითაც არ წყვეტს აქტიურობას, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში LOVE-ს კალენდრის ვიდეო რგოლი გამოვიდა,რომელშიც რატაჯკოვსკი გამომწვევად და სექსუალურად ცეკვავს საცვლებში.
EMILY RATAJKOWSKI IS A DRESS DESIGNER NOW
Tags:

Massimo Dutti და J.Crew წარმოგვიდგენენ,
თუ როგორ უნდა შეიმოსოს მამაკაცი 2015 წლის ზამთრის სეზონისთვის

ჯოფრი ჯონკჰირმა Massimo Dutti-ს შემოდგომა-ზამთრის ლუქბუქისთვის მოირგო მუქი ლურჯი ტონალობის პერანგები და სვიტერები, მოდელმა სოლიდური და საქმიანი, ამავდროულად ახალგაზრდული და ენერგიული სტილი შექმნა; ხოლო J.Crew გადმოსცემს სადღესასწაულო წვეულებისთვის განკუთვნილ კოსტუმებსა და ზამთრის არდადაგებისთვის პიჯაკებისა და კუბოკრული მატერიის საინტერესო მიქსს.

Tags:

Van De Vort-ის 2015 წლის სადღესასწაულო კოლექციას “House of Tricks”
სარეკლამო ფოტოსესიით წარმოადგენს ცნობილი ინსტა-გოგონა როკი ბერნსი და ჯინა ვაია, მოდელებმა მეტალის ეფექტისა და ვილვეტის, მოქარგული და ყვავილებით მოხარული სამოსი მოირგეს მაღალყელიან ჩექმებთან ერთად და ლუქბუს შემატეს თავიანთი ხასიათის ნაწილის - free spirit...

Van De Vort
Holiday 2015 – House of Tricks


Tags:

THINGS WE FANCY...[PART 32]


☀ Christmas is Coming ☀

THINGS WE FANCY...[PART 32]
Tags:

DOUTZEN KROES & KATY PERRY – H&M HOLIDAYDOUTZEN KROES & KATY PERRY – H&M HOLIDAY

დოუცენ კრუზი ამ წელსაც წარმოადგენს H&M-ის საახალწლო კამპანიას.
30 წლის ჰოლანდიელი მოდელი წითელ საცვლებში გამოწყობილი გვიქმნის საახალწლო განწყობას.
H&M-ის მეორე ამბასადორი კი კეიტი პერი გახლავთ, რომელიც სარეკლამო ვიდეო რგოლში ფერიას სახით უძღვება წინა-საახალწლო მზადების პროცესს The Makers of Happy & Merry! კამპანიისთვის.

Tags:


ოლივია პალერმო მოდის სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა მუდმივად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას ინდივიდუალური სტილით. რამდენიმე წელია ის დიზაინერის ამპლუაშიც გვევლინება. ოლივიამ უკვე სამკაულების რიგით მეორე კოლექციაზე BaubleBar-თან ერთად იმუშავა. საყურეები, ყელსამაბი და ბეჭდები, რომლებიც ოლივიას საყვარელი აქსესუარებია, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ოლივიამ იზრუნა თავისი სტილის მოყვარულებზე და საშუალება მისცა მათ შეუხამონ მოდურ ლუქებს მის მიერ შექმნილი სამკაულები. ოლივიამ, ასევე, რიგით მეორე კოლექციაზე იმუშავა Westward Leaning-თან ერთად. 8 უახლესი სათვალე ოლივიას ხელწერას ატარებს.

"რობერტ დენინგმა და მე ერთად ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ჩვენ ორივეს გვაინტერესებს ხარისხი, როგორ ერგება სათვალეების დიზაინი სახეს. გვინდა რომ დამთავრებული პროდუქტის მიღმა მნიშვნელოვანი ნივთი იყოს. მეორე კოლაბორაცია ჩემი პერსონალური სტილის შთაგონებით შეიქმნა- მიყვარს მიქსი, ფერებისა და პრინტების შეხამება. ოქროსფერი შუშეები ძალიან მოუხდა მოზაიკურ ქვებს."- ოლივია პალერმო.

Tags:

არსებობს სტილი, რომელსაც არ გააჩნია სეზონი და არ იცვლება ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად. სწორედ ასეთია მასიური სამკაულების სიყვარულიც, რომლითაც მოდური გოგონა ნებისმიერ სამოსს გაალამაზებს და შემატებს ხასიათს ფედორა ქუდითა და ჯინსის შარვლისა და პერანგის ანსამბლით. Bella & Chloe ბრენდის ზამთრის სეზონის ლუქბუქი ამ დამოკიდებულებას შესანიშნავად აღწერს.

Tags:

ტრენდები დროდადრო იცვლება, რა არის ამის მიზეზი?
სეზონი, მოდის მრავალფეროვნება და საზოგადოების მოთხოვნა. პატარა შარფები კლასიკური და მუდმივად აქტუალური არჩევანია, თუმცა რა უნდა ვქნათ ცივ სეზონზე, როდესაც მოდური ლუქი არც თუ ისე გვათბობს, როგორც საჭიროა. თბილი და დიდი შარფები საუკეთესო მოდური არჩევანია. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. რაც უფრო სქელი და გრძელი იქნება შარფი, მით უკეთესი. თქვენი კომფორტისა და მოდური ლუქის გარანტია დიდი შარფია!
Tags:


,,Magnituz"-ი განსხვავებული და დახვეწილი ქალბატონებისთვის!
მოდის მოყვარულთათვის ახალი ქართული ბრენდი შეიქმნა, რომელიც ხარისხზე, მომხმარებლისთვის მისაღებ ფასებსა და გემოვნებიან სამოსზეა ორიენტირებული. Magnituz-ი წარმოგიდგენთ ელეგანტურ სამოსს, რომლის მორგებაც ქალბატონებს, როგორც ყოველდღიურად, ასევე წვეულებებისთვისაც შეეძლებათ.
Magnituz-ი ქმნის ხარისხიან და განსხვავებულ სამოსს გემოვნებიანი და დახვეწილი ქალბატონებისთვის❣
ბრენდის სლოგანი ამართლებს მის მნიშვნელობას. ახალგაზრდებისა და მოდური ქალბატონებისთვის უახლეს კოლექციას ბრენდის დამფუძნებლები ელენე გოგელია და გვანცა ბახუტაშვილი გთავაზობენ. Angel.ge-ს მკითხველს მაგნიტუზის ზედების, ქვედაბოლოებისა და Natuka For Magnituz-ის ქუდების ხილვის საშუალება ეძლევა.
Tags:


ექსპერიმენტების მოყვარულთა რიგს, არც ვარსკვლავები ჩამორჩებიან. ცვლილებების მოყვარულები წელიწადში, თვეებსა თუ კვირებში იცვლიან თმის ვარცხნილობებს. ცვლილება აუცილებელია, მთავარია სწორად იყოს შერჩეული ვარცხნილობის ტიპი, რომელიც თქვენი გარეგნობის უმთავრესი ნაწილია. 2015 წელი სავსე იყო საინტერესო ვარცხნილობებით, ჭარბობდა მკვეთრი ფერები და რადიკალური თმის სიგრძის ცვლილებები. მათთვის, ვისაც გსურთ შეიცვალოთ ვარცხნილობა, ვარსკვლავები თქვენ შთაგონებად იქცევიან. იხილეთ ერთი წლის მიმოხილვა, თუ როგორ იცვლებოდა მათი ვარცხნილობები: Before/ After შედეგები Angel.ge-ს მკითხველისათვის- NAOMI CAMPBELL; KENDALL JENNER; CIARA; KATY PERRY; CARA DELEVINGNE; ROSIE HUNTINGTON-WHITELEY და სხვები.
Tags:


ცივ სეზონზე მოდური ქალბატონებისთვისსასურველი სამოსი, არა მარტო მოდური, არამედ კომფორტული და თბილი უნდა იყოს. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა არა რადიკალური გაგებით! ნებისმიერ სეზონზე უნდა მოიძებნოს გზა თქვენი სასიამოვნო ლუქის შესაქმნელად. არ შეიქმნათ დისკომფორტი და ნუ მოერიდებით თბილ სამოსს. გაამრავალფეროვნეთ თქვენი ყოველდღიური ლუქები განსხვავებული ფერისა და ფორმების შარვლებით, პალტოებითა და აქსესუარებით. წინ შთამაგონებელი ლუქები გელით!
Tags:
  • «
  • 1
  • ...
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • ...
  • 183
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top