Integral“ სამოსისა და ფეხსაცმლის ახლად დაარსებული ქართული ბრენდია . ბრენდის დამაარსებლები არიან სოფიო სოროზნიშვილი და ნუცა ხიზანიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამხავრო აკადემიის კურსდამთავრებულები. დაახლოებით ერთი წელია, რაც ბრენდი არსებობს და ამ ხნის განმავლობაში "Integral"-მა შექმნა პროექტი, რომლის პრეზენტაციას თიბისი ბანკის გალერეამ უმასპინძლა. "Integral"-ი აფასებს სივრცის საჭიროებას სამოსსა და სხეულს შორის, სწორედ ამიტომ წარმოდგენილი კოლექცია უნისექსის ტიპისაა. სამოსის ყოველი ნაწილი შექმნილია ქსოვილის საგულდაგულო შერჩევითა და თარგის ზედმიწევნითი სიზუსტით.

Tags:

ახალი ქართული მოდური ბრენდი NUDEMOOD სრულიად სპონტანურად შეიქმნა. სახელიც და ბრენდიც შემთხვევით, მეგობრებმა მოიფიქრეს. ყველაფერი დაიწყო სურვილით შეექმნათ ისეთი პროდუქტი რომელიც ტენდენციური და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი იქნებოდა. მომხმარებელს სთავაზობს ტენდენციებზე დაყრდნობით შექმნილ ტანისამოსს, რომელიც გამოირჩევა განსხვავებული დეტალებით, ქართული დეტალები კი პროდუქციას ინდივიდუალიზმს, და ცოტაოდენ იუმორსაც მატებს.

NUDEMOOD – ანუ Free your mind
ამჟამად კოლექცია შედგება „BOMBER“ ანუ სამხედრო ქურთუკებისგან და ე.წ. ბოდიებისგან, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა დასაკრავებით. ყოველი მოდელი არის განსხვავებული და თანდართული აქვს ქართული სტიკერებიც, რომლებიც ბრენდის ერთგვარი სავიზიტო ბარათიც გახდა.

Tags:

GEORGE KEBURIA X DOTS Collection Presentation!
Sunday Brunch at Dots with sweets, drinks and lots of fun and sun!

მოდური საკვირაო ბრანჩი DOTS-ში. ქართული ბრენდული მაღაზია კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე 5 აპრილს გიორგი ქებურიას უახლეს კოლექციას წარმოადგენს, რომელიც დიზაინერმა DOTS-სთვის შექმნა. Concept store კვირა დღეს პრეზენტაციას ბრანჩით უმასპინძლებს და ვიზიტორებს GEORGE KEBURIA X DOTS ძირითად კოლექციაზე -10% ფასდაკლებას შესთავაზებს.

Tags:

თბილისის მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობა სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის ასახეს ჩვენმა ფოტოგრაფებმა, წარმოგიდგენთ ფოტოების მე-2 ნაწილს, რომელიც 31 მარტიდან-3 აპრილის ჩათვლით ქართველი დიზაინერების შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის კოლექციებზე დამსწრე სტუმრებს ასახავს. ჩვენებებს ძირითადად თბილისი რუმსი მასპინძლობდა.

Tbilisi Fashion Week (part 2)
Guest Style for www.angel.ge

photographer: Anna Batsikadze Photography

Tags:


თბილისის მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის კოლექციები 31 მარტიდან-3 აპრილის ჩათვლით წარმოადგინეს ქართველმა დიზაინერმა. ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად თბილისის რუმსის სასტუმროს სივრცე შეირჩა, სტუმრებს კი ბაღში მოწყობილი ბარი მასპინძლობდა. თბილისის მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობა ენჯელ.ჯი-სთვის ასახეს ჩვენმა ფოტოგრაფებმა. ფოტოებს სრულად იხილავთ საიტის ფეისბუქის გვერდზე

Tbilisi Fashion Week (part 1)
Guest Style for www.angel.ge

photographer: Elene Gogelia

Tags:


თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღის ჩვენებები სრულად ენჯელზე!
მეორე დღეს ორი საპრეზენტაციო ჩვენება გაიმართა, რომელთა კოლექციებსაც სრულად წარმოგიდგენთ. სალომე ღვინიაშვილისა და LTFR-ის ჩვენებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. განსხვავებული ჩვენებებითა და ლოკაციებით კვირეულის მეორე დღე გამორჩეული იყო. იხილეთ ქართველი დიზაინერების 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები:
LTFR F/W 2016; Inky Gold F/W 2016; Salome Gviniashvili
Tags:


იხილეთ თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღის ჩვენებების პირველი ნაწილი, რომლებიც უცხოური პრესის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. კვირეულის მეორე დღე საკმაოდ დატვირთული იყო, მოდურ მკითხველებს საშუალება აქვთ ქართველი დიზაინერების 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები დეტალურად ნახონ. TFW-ის მეორე დღის ჩვენებები: Gwen Salakaia F/W 2016; LALO F/W 2016;DA/OOD by Ani Datukishvili
Tags:

ქართველ მოდის მოყვარულებს!
თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი უკვე დასრულდა. "რუმს თბილისმა" დიზაინერების 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს უმასპინძლა, თუმცა ჩვენებები სხვა ლოკაციებშიც ჩატარდა. თბილისის მოდის კვირეულს ევროპიდან და აზიიდან ჩამოსული 40-ზე მეტი “ბაიერი”, მოდის კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ქართული მოდა, რომელსაც გამოხმაურება უცხოურ პრესაში უკვე მოჰყვა.
მოდის მოყვარულებს, რომელთაც აინტერესებთ ქართველი დიზაინერების კოლექციები, თითოეულის ნახვა ენჯელზე შეეძლებათ!

წინ საინტერესო და მრავალფეროვანი კოლექციები გელით.
TFW-ის პირველი დღის ჩვენებები:
LAKO BUKIA F/W 2016; CHUBIKA F/W 2016; DALOOD F/W 2016
Tags:

სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მოყვარულებს რომ ვთხოვოთ შეაფასონ Carrie Bradshaw-ს სტილი, პასუხები მრავალფეროვანი იქნება. პერსონაჟის ქარიზმის, თავდაჯერებულობისა და სითამამის გავლენით, მისი ლუქებიც ასეთივე ელფერს იძენდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა პიჟამოს შეუხამებდა ბეწვეულს თუ ორიგინალური ფეხსაცმელებით მოიწონებდა თავს. დღეს მოდის სფეროში ტრენდების მნიშვნელობის ფონზე, ხშირად ვუბრუნდებით წარსულს და ვეძებთ როდის ჩამოყალიბდა ესა თუ ის ტრენდი. პასუხი მარტივია. მოდას არ აქვს დრო, ამის დასტური კი თუნდაც ზემოხსენებული სერიალია, რომელმაც დაიპყრო 90-იანი წლები. ამ წლების გამორჩეულ მოდელად კი სარა ჯესიკა პარკერიც შეგვიძლია ჩავთვალოთ და თვალი გადავავლოთ მისი ლუქების ისტორიას. იქონია თუ არა გავლენა დღევანდელ აქტუალურ ტრენდებზე ამ წლებმა გავლენა, ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება.
Tags:


მოდური ქალბატონისთვის არა მარტო მრავალფეროვანი გარდერობი, არამედ შთაგონების წყაროც აუცილებელია. უნიკალური სტილისა და მოდური ლუქების შესაქმნელად რჩევები ზედმეტი არასდროს არის. მართალია, საქართველოში საგაზაფხულო სეზონზე ისევ სიცივე გვიტევს, თუმცა წინ კიდევ ორი თვეა. მოდური ქალბატონები მზად უნდა იყვნენ თბილი სეზონისთვის, რომელშიც ისინი სრულიად თავისუფლები არიან. აღარ არის საჭირო ზედმეტი სამოსი, თქვენი გამორჩეული სტილი თამამად უნდა წარმოაჩინოთ. მოდური ვარსკვლავების სტილი მუდმივი შთაგონების წყაროა.
იხილეთ რამდენიმე იდეა თუ როგორი შეიძლება იყოს მოდური საგაზაფხულო ლუქი.
Tags:
« 1 ... 4 5 6 7 8 9 10 11 12 ... 274 »
Back to Top