მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეული Vogue.com-ზე!
წარმოგიდგენთ ამერიკული "ვოგის" არჩეულ ქართველ დიზაინერებს, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს საერთაშორისო პრესისა და მოწვეული სტუმრებისგან. მათთვის, ვისაც აინტერესებთ ქართველი დიზაინერების 2016 წლის სრული შემოდგომა/ზამთრის კოლექციები, წარმოგიდგენთ ჩვენებების მეორე ნაწილს:
Tamuna Ingorokva; Matériel by Tiko Paksashvili; Atelier Kikala
Tags:

მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ქართული მოდის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია წარმატებისკენ. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ქართველი დიზაინერები, მოდელები, It გოგონები და რაც, მთავარია საქართველოში შექმნილი კოლექციები მოხვდნენ. ამერიკული "ვოგის" გვერდებზე თბილისს არაერთხელ შეხვდებით სხვადასხვა ასპექტით. ამჯერად კი "ვოგის" მიერი არჩეულ ქართველ დიზაინერებს წარმოგიდგენთ, რომელთა სრული კოლექციები მოდის სფეროს ყველაზე გავლენიან ონლაინ გამოცემაში მოხვდა და მისი ხილვის საშუალება მთელ მსოფლიოს აქვს. აღსანიშნავია, რომ მოდის კვირეულის კომპეტენტურ სტუმრებს ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ძალიან მოეწონათ და დღევანდელი ქართული მოდის ეტაპი დადებითად შეაფასეს. მათთვის, ვინც ვერ შეძლო დასწრებოდა 2016 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს, წარმოგიდგენთ ქართველი დიზაინერების კოლექციებს. პირველ ნაწილში იხილეთ : AVTANDIL; Eloshi; George Pantsulaia
Tags:


დასრულდა მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეული
სადაც ქართველმა დიზაინერებმა 2016-17 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს. კვირეულის ფარგლებში, რომელიც 5-9 მაისის ჩათვლით გაიმართა ვიხილეთ ავთანდილის, ატელიე კიკალა, აკა ნანიტაშვილი, თამუნა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი, ატელიე 10'ა, GOLA DAMIAN, ELOSHI, დიანა ქვარიანი, გიორგი ქებურია, MATERIEL, LALO და 711-ს დამოუკიდებელი კოლექციები, რუსეთში მოღვაწე დიზაინერის ალექსანდრ არუტუნოვის და ბესარიონის ჩვენებები, ქეთევან მაისაიას ფეხსაცმელების კოლექცია, სოფია გონგლიაშვილი და ვასკას შოუ-გამოფენები. კვირეული აქტიურად გააშუქეს უცხოურ მედიაში. ყურადღების ქვეშ მოექცნენ ქართველი მოდელები და IT girl-ები, განსაკუთრებით გამოირჩეოდა VOGUE-ს საიტის მიმოხილვები. ენჯელ.ჯი- კი წარმოგიდგენთ სტუმრების ჩაცმულობას.

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI
Guest Style for www.angel.ge

photographer: Anna Batsikadze

Tags:



ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. ანუკი არეშიძის, ანუკა ქებურიას, თამუნა ინგოროყვას, ლელა ელოშვილისა და ქეთევან მაისაიას ნამუშევრები Vogue-მა ერთ სტატიაში გააერთიანა და მათზე თამამად და თავდაჯერებულად ისაუბრა. თქვენთვის ნაცნობი დიზაინერების გვერდით ქეთევან მაისაიაც მოხვდა, რომლის შესახებ საქართველომ უფრო მეტი უნდა იცოდეს. მისი ტყავის, ელვით გაწყობილი ფეხსაცმელები უკვე ძალიან პოპულარული და აქტუალურია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. 2016 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის შემდეგ მან კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება, გაიგეთ მეტი ქართველი დიზაინერის შესახებ, რომლის წარმატებაც გასცდა საქართველოს ფარგლებს.

Tags:


11 მაისს რიგით 69-ე კანის კინო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება. ავსტრალიელი რეჟისორი ჯორჯ მილერი წლის კონკურსის ჟიურის პრეზიდენტი იქნება. ფრანგი მსახიობი Laurent Lafitte ცერემონიალის ყველა საღამოს გაუძღვება. ფესტივალი 11 მაისს ვუდი ალენის ფილმის პრემიერით Café Society გაიხსნა, იხილეთ ფილმის პრემიერის გლამურული წითელი ხალიჩა და გამორჩეული ფილმები, რომლებიც ნაჩვენები იქნება ფესტივალის ფარგლებში.
Tags:


წლევანდელი Met Gala საინტერესო იყო მისი თემატიკიდან გამომდინარე, შესაბამისად მრავალი განსხვავებული, კრეატიული და ორიგინალური ლუქი ვიხილეთ. 2016 წლის Met Gala-ს თემას “Manus x Machina: მოდა ტექნოლოგიების ასაკში" რამდენიმე ვარსკვლავმა "ვოგის" აზრით, უკეთესად გაართვა თავი და სრულად წარმოადგინა თემატური კოსტუმი. დასამახსოვრებელი იყო წყვილების ლუქები, რომლებშიც "ვოგის" გადაწყვეტილებით ყველაზე გამორჩეულები KIM KARDASHIAN WEST & KANYE WEST გახდნენ. მათთვის , ვისაც აინტერესებს უფრო მეტი დეტალი წვეულებიდან იხილეთ:
Met Gala 2016-ის დეტალები:
* გამორჩეული წყვილები;
* ტრენდები წითელი ხალიჩიდან;
* საუკეთესო ვარცხნილობა & მაკიაჟი;
* Vogue-ს საუკეთესო ლუქების სია
Tags:


ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმში წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოსტუმირებული საღამო გაიმართა. Met Gala - Costume Institute Gala 1995 წლიდან ანა ვინტური ხელმძღვანელობს. საღამოს თემისა და დამსწრე სტუმრების არჩევა "ვოგის" რედაქტორის პრეროგატივაა. ყოველწლიურად წვეულება მეტროპოლიტენის მუზეუმისთვის ფონდების მოსაძიებლად ტარდება, რეკორდულ შემოსავალს - 12 მილიონს 2015 წელს მიაღწია. 1946 წლის შემდეგ ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული წვეულება საინტერესოა, როგორც ვარსკვლავებისთვის, ასევე მოდის მოყვარულთათვის. კონკრეტული თემის მიღმა მოწვეული სტუმრები სხვადასხვა არჩევანს აკეთებენ და წითელი ხალიჩაც მრავალფეროვანია. შარშანდელი ჩინური კულტურის თემის შემდეგ, 2016 წლის Met Gala-ს თემაა “Manus x Machina: მოდა ტექნოლოგიების ასაკში", რაც რამდენიმე სტუმრის ლუქზე განსაკუთრებულად წარმოჩინდა. იხილეთ Met Gala 2016-ის წითელი ხალიჩის სრული სია.

Met Gala 2016
Tags:

გაზაფხულის სეზონი მოდური სიახლებით დატვირთული იყო. თბილისის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ დატოვებული შთაბეჭდილებებით ერთ-ერთ გამორჩეულ ჩვენებად More is love შეგვიძლია ჩავთვალოთ. ჩვენება, რომელშიც კომბინირიებული იყო სხვადასხვა დიზაინერების სამოსი და კოლექციების წარმდგენები, რომლებიც არა მოდელები, არამედ გამორჩეული It გოგონები არიან. ჩვენებაზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ რუსკა მაყაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ანი ფხაკაძე, ნინო და ლალო დოლიძეები და სხვა გამორჩეული მოდური გოგონები, რომელთა სტილიც ყოველთვის საინტერესო და გამორჩეულიMore is love-ის სამოსთან ერთად. მოდის კვირეულზე ბრენდმა თავისი მოდური მომხმარებლების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის ლუქები წარადგინა, რომლებიც უკვე ონლაინ გაყიდვაშია.
Tags:

ქართველი ბლოგერი სალი ბააზოვი გამორჩეული სტილითა და გემოვნებით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სხვადასხვა სოციალური ქსელის დახმარებით ის ხშირად გვაძლევს რჩევებსა და მითითებებს სახის კანისა და თმის მოვლასთან დაკავშირებით. ამ და სხვა საინტერესო თემებზე თავად სალი ბააზოვი გვესაუბრება.

,,სილამაზე არ მოითხოვს მსხვერპლს და არც ძალიან დიდ ფინანსებს, რასაც ძალიან ხშირად ამბობენ. მთავარია მონდომება და სურვილი იყო კარგ ფორმაში. ჩემი აზრით, ბუნებრივი გზები და ნატურალური პროდუქტები არის ყველაზე მარტივი გზა იმისკენ,რომ იყო ლამაზი და ჯანმრთელი.''

სასარგებლო რჩევები სალი ბააზოვისგან
Tags:



იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება მოდის სამყაროსადმი ინტერესი, იზრდება ამ სამყაროში მოღვაწე საინტერესო ადამიანთა რიცხვიც. დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი დათა ალექსეევიც მოდის სამყაროში მოღვაწე ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა, კრეატიული და საინტერესო ფიგურაა.

IT BOY: დათა ალექსეევი
საქმიანობა: მოდური ბლოგერი, 18 წლის
მიუხედავად იმისა, რომ დათა ძალიან ახალგაზრდაა, მისი შემოქმედება და მოღვაწეობა საკმაოდ მრავალფეროვანია. ამრიგად, მისი საუბარი საკუთარ ცხოვრებაზე უამრავი საინტერესო ფაქტით არის მდიდარი. ვფიქრობთ, რომ დათა შესანიშნავი მაგალითია დამწყები ბლოგერებისთვის და მოდის სამყაროთი დაინტერესებული არტისტებისთვის.


Tags:
« 1 ... 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 274 »
Back to Top