;
19 მაი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1649-ჯერ
The Jetset Diaries x REVOLVE
ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა მოდურმა ბრენდმა The Jetset Diaries და REVOLVE კოლაბორაციის სახით აწარმოეს ექსკლუზიური კოლექცია 2016 წლის ზაფხულის სეზონისთვის. კოლექცია ორივე ბრენდის საუკეთესო თვისებებს იღებს და რაღა თქმა უნდა ბოჰო-სტილშია გადაწყვეტილი.
Collaboration spring 2016

Tags:
19 მაი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2211-ჯერ
ონლაინ-კატალოგ MORE is LOVE-ს #42 გამოცემა გაზაფხული 2016 წლის მოდურ ლუქებს წარმოგვიდგენს. მოდელებმა Anna October, Awake, Jealousy და J. Kim-ის კაბები, Eshvi for 7II ქუდები და Khoshtrik, Uncommon Matters, George Keburia-ის სამკაულები მოირგეს.

"AT HOME"
სტილისტი: ნინა ბოჭორიშვილი
ფოტოგრაფი: თორნიკე ავაზაშვილი
მოდელები: ლიკა რიგვავა & ანა-მარია

Tags:
16 მაი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 1932-ჯერ
ამბობენ, რომ ყველა ქალი ოცნებობს საქორწილო კაბასა და ფატაზე. Planet Blue წარმოადგენს კოლექციას პატარძლებისთვის, რომელთაც იციან, რომ საოცნებო ცხოვრება თაფლობის თვიდან იწყება. მოდელი Cami Morrone Planet Blue -ს ბოჰო-პატარძალია და წარმოადგენს 2016 წლის საზაფხულო კოლექციას: თეთრ საცურაო კოსტუმებსა და მინი-კაბებს, განა მეტი რა არის საჭირო?

Tags:
15 მაი 2016      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 2435-ჯერ
მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეული Vogue.com-ზე!
წარმოგიდგენთ ამერიკული "ვოგის" არჩეულ ქართველ დიზაინერებს, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს საერთაშორისო პრესისა და მოწვეული სტუმრებისგან. მათთვის, ვისაც აინტერესებთ ქართველი დიზაინერების 2016 წლის სრული შემოდგომა/ზამთრის კოლექციები , წარმოგიდგენთ ჩვენებების მეორე ნაწილს:
Tamuna Ingorokva; Matériel by Tiko Paksashvili; Atelier Kikala
Tags:
14 მაი 2016      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 2224-ჯერ
მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ქართული მოდის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია წარმატებისკენ. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ქართველი დიზაინერები, მოდელები, It გოგონები და რაც, მთავარია საქართველოში შექმნილი კოლექციები მოხვდნენ. ამერიკული "ვოგის" გვერდებზე თბილისს არაერთხელ შეხვდებით სხვადასხვა ასპექტით. ამჯერად კი "ვოგის" მიერი არჩეულ ქართველ დიზაინერებს წარმოგიდგენთ, რომელთა სრული კოლექციები მოდის სფეროს ყველაზე გავლენიან ონლაინ გამოცემაში მოხვდა და მისი ხილვის საშუალება მთელ მსოფლიოს აქვს. აღსანიშნავია, რომ მოდის კვირეულის კომპეტენტურ სტუმრებს ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ძალიან მოეწონათ და დღევანდელი ქართული მოდის ეტაპი დადებითად შეაფასეს. მათთვის, ვინც ვერ შეძლო დასწრებოდა 2016 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს, წარმოგიდგენთ ქართველი დიზაინერების კოლექციებს. პირველ ნაწილში იხილეთ : AVTANDIL; Eloshi; George Pantsulaia
Tags:
12 მაი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 5316-ჯერ

დასრულდა მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეული
სადაც ქართველმა დიზაინერებმა 2016-17 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს. კვირეულის ფარგლებში, რომელიც 5-9 მაისის ჩათვლით გაიმართა ვიხილეთ ავთანდილის, ატელიე კიკალა, აკა ნანიტაშვილი, თამუნა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი, ატელიე 10'ა, GOLA DAMIAN, ELOSHI, დიანა ქვარიანი, გიორგი ქებურია, MATERIEL, LALO და 711-ს დამოუკიდებელი კოლექციები, რუსეთში მოღვაწე დიზაინერის ალექსანდრ არუტუნოვის და ბესარიონის ჩვენებები, ქეთევან მაისაიას ფეხსაცმელების კოლექცია, სოფია გონგლიაშვილი და ვასკას შოუ-გამოფენები. კვირეული აქტიურად გააშუქეს უცხოურ მედიაში. ყურადღების ქვეშ მოექცნენ ქართველი მოდელები და IT girl-ები, განსაკუთრებით გამოირჩეოდა VOGUE-ს საიტის მიმოხილვები. ენჯელ.ჯი- კი წარმოგიდგენთ სტუმრების ჩაცმულობას.

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI
Guest Style for www.angel.ge

photographer: Anna Batsikadze

Tags:
12 მაი 2016      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 2305-ჯერ


ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. ანუკი არეშიძის, ანუკა ქებურიას, თამუნა ინგოროყვას, ლელა ელოშვილისა და ქეთევან მაისაიას ნამუშევრები Vogue-მა ერთ სტატიაში გააერთიანა და მათზე თამამად და თავდაჯერებულად ისაუბრა. თქვენთვის ნაცნობი დიზაინერების გვერდით ქეთევან მაისაიაც მოხვდა, რომლის შესახებ საქართველომ უფრო მეტი უნდა იცოდეს. მისი ტყავის, ელვით გაწყობილი ფეხსაცმელები უკვე ძალიან პოპულარული და აქტუალურია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. 2016 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის შემდეგ მან კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება, გაიგეთ მეტი ქართველი დიზაინერის შესახებ, რომლის წარმატებაც გასცდა საქართველოს ფარგლებს.

Tags:
12 მაი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 7183-ჯერ

11 მაისს რიგით 69-ე კანის კინო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება. ავსტრალიელი რეჟისორი ჯორჯ მილერი წლის კონკურსის ჟიურის პრეზიდენტი იქნება. ფრანგი მსახიობი Laurent Lafitte ცერემონიალის ყველა საღამოს გაუძღვება. ფესტივალი 11 მაისს ვუდი ალენის ფილმის პრემიერით Café Society გაიხსნა, იხილეთ ფილმის პრემიერის გლამურული წითელი ხალიჩა და გამორჩეული ფილმები, რომლებიც ნაჩვენები იქნება ფესტივალის ფარგლებში.
Tags:
4 მაი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 9467-ჯერ

წლევანდელი Met Gala საინტერესო იყო მისი თემატიკიდან გამომდინარე, შესაბამისად მრავალი განსხვავებული, კრეატიული და ორიგინალური ლუქი ვიხილეთ. 2016 წლის Met Gala-ს თემას “Manus x Machina: მოდა ტექნოლოგიების ასაკში" რამდენიმე ვარსკვლავმა "ვოგის" აზრით, უკეთესად გაართვა თავი და სრულად წარმოადგინა თემატური კოსტუმი. დასამახსოვრებელი იყო წყვილების ლუქები, რომლებშიც "ვოგის" გადაწყვეტილებით ყველაზე გამორჩეულები KIM KARDASHIAN WEST & KANYE WEST გახდნენ. მათთვის , ვისაც აინტერესებს უფრო მეტი დეტალი წვეულებიდან იხილეთ:
Met Gala 2016-ის დეტალები:
* გამორჩეული წყვილები;
* ტრენდები წითელი ხალიჩიდან;
* საუკეთესო ვარცხნილობა & მაკიაჟი;
* Vogue-ს საუკეთესო ლუქების სია
Tags:
4 მაი 2016      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 5446-ჯერ

ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმში წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოსტუმირებული საღამო გაიმართა. Met Gala - Costume Institute Gala 1995 წლიდან ანა ვინტური ხელმძღვანელობს. საღამოს თემისა და დამსწრე სტუმრების არჩევა "ვოგის" რედაქტორის პრეროგატივაა. ყოველწლიურად წვეულება მეტროპოლიტენის მუზეუმისთვის ფონდების მოსაძიებლად ტარდება, რეკორდულ შემოსავალს - 12 მილიონს 2015 წელს მიაღწია. 1946 წლის შემდეგ ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული წვეულება საინტერესოა, როგორც ვარსკვლავებისთვის, ასევე მოდის მოყვარულთათვის. კონკრეტული თემის მიღმა მოწვეული სტუმრები სხვადასხვა არჩევანს აკეთებენ და წითელი ხალიჩაც მრავალფეროვანია. შარშანდელი ჩინური კულტურის თემის შემდეგ, 2016 წლის Met Gala-ს თემაა “Manus x Machina: მოდა ტექნოლოგიების ასაკში", რაც რამდენიმე სტუმრის ლუქზე განსაკუთრებულად წარმოჩინდა. იხილეთ Met Gala 2016-ის წითელი ხალიჩის სრული სია.

Met Gala 2016
Tags:
27 აპრილი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 5660-ჯერ
გაზაფხულის სეზონი მოდური სიახლებით დატვირთული იყო. თბილისის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ დატოვებული შთაბეჭდილებებით ერთ-ერთ გამორჩეულ ჩვენებად More is love შეგვიძლია ჩავთვალოთ. ჩვენება, რომელშიც კომბინირიებული იყო სხვადასხვა დიზაინერების სამოსი და კოლექციების წარმდგენები, რომლებიც არა მოდელები, არამედ გამორჩეული It გოგონები არიან. ჩვენებაზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ რუსკა მაყაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ანი ფხაკაძე, ნინო და ლალო დოლიძეები და სხვა გამორჩეული მოდური გოგონები, რომელთა სტილიც ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული More is love-ის სამოსთან ერთად. მოდის კვირეულზე ბრენდმა თავისი მოდური მომხმარებლების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის ლუქები წარადგინა, რომლებიც უკვე ონლაინ გაყიდვაშია.
Tags:
16 აპრილი 2016      Tatia_M.     1 კომენტარი     ნანახია 17140-ჯერ
ქართველი ბლოგერი სალი ბააზოვი გამორჩეული სტილითა და გემოვნებით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სხვადასხვა სოციალური ქსელის დახმარებით ის ხშირად გვაძლევს რჩევებსა და მითითებებს სახის კანისა და თმის მოვლასთან დაკავშირებით. ამ და სხვა საინტერესო თემებზე თავად სალი ბააზოვი გვესაუბრება.

,,სილამაზე არ მოითხოვს მსხვერპლს და არც ძალიან დიდ ფინანსებს, რასაც ძალიან ხშირად ამბობენ. მთავარია მონდომება და სურვილი იყო კარგ ფორმაში. ჩემი აზრით, ბუნებრივი გზები და ნატურალური პროდუქტები არის ყველაზე მარტივი გზა იმისკენ,რომ იყო ლამაზი და ჯანმრთელი.''

სასარგებლო რჩევები სალი ბააზოვისგან
Tags:
16 აპრილი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2865-ჯერ


იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება მოდის სამყაროსადმი ინტერესი, იზრდება ამ სამყაროში მოღვაწე საინტერესო ადამიანთა რიცხვიც. დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი დათა ალექსეევიც მოდის სამყაროში მოღვაწე ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა, კრეატიული და საინტერესო ფიგურაა.

IT BOY: დათა ალექსეევი
საქმიანობა: მოდური ბლოგერი, 18 წლის
მიუხედავად იმისა, რომ დათა ძალიან ახალგაზრდაა, მისი შემოქმედება და მოღვაწეობა საკმაოდ მრავალფეროვანია. ამრიგად, მისი საუბარი საკუთარ ცხოვრებაზე უამრავი საინტერესო ფაქტით არის მდიდარი. ვფიქრობთ, რომ დათა შესანიშნავი მაგალითია დამწყები ბლოგერებისთვის და მოდის სამყაროთი დაინტერესებული არტისტებისთვის.


Tags:
13 აპრილი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2191-ჯერ
Integral “ სამოსისა და ფეხსაცმლის ახლად დაარსებული ქართული ბრენდია . ბრენდის დამაარსებლები არიან სოფიო სოროზნიშვილი და ნუცა ხიზანიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამხავრო აკადემიის კურსდამთავრებულები. დაახლოებით ერთი წელია, რაც ბრენდი არსებობს და ამ ხნის განმავლობაში "Integral"-მა შექმნა პროექტი, რომლის პრეზენტაციას თიბისი ბანკის გალერეამ უმასპინძლა. "Integral"-ი აფასებს სივრცის საჭიროებას სამოსსა და სხეულს შორის, სწორედ ამიტომ წარმოდგენილი კოლექცია უნისექსის ტიპისაა. სამოსის ყოველი ნაწილი შექმნილია ქსოვილის საგულდაგულო შერჩევითა და თარგის ზედმიწევნითი სიზუსტით.

Tags:
12 აპრილი 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 5048-ჯერ
ახალი ქართული მოდური ბრენდი NUDEMOOD სრულიად სპონტანურად შეიქმნა. სახელიც და ბრენდიც შემთხვევით, მეგობრებმა მოიფიქრეს. ყველაფერი დაიწყო სურვილით შეექმნათ ისეთი პროდუქტი რომელიც ტენდენციური და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი იქნებოდა. მომხმარებელს სთავაზობს ტენდენციებზე დაყრდნობით შექმნილ ტანისამოსს, რომელიც გამოირჩევა განსხვავებული დეტალებით, ქართული დეტალები კი პროდუქციას ინდივიდუალიზმს, და ცოტაოდენ იუმორსაც მატებს.

NUDEMOOD – ანუ Free your mind
ამჟამად კოლექცია შედგება „BOMBER“ ანუ სამხედრო ქურთუკებისგან და ე.წ. ბოდიებისგან, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა დასაკრავებით. ყოველი მოდელი არის განსხვავებული და თანდართული აქვს ქართული სტიკერებიც, რომლებიც ბრენდის ერთგვარი სავიზიტო ბარათიც გახდა.

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 183
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top