;
19 სექტემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 11664-ჯერ
For Love & Lemons გვიანი შემოდგომის ცივი დღეებისთვის ნაქსოვი სვიტერების კოლექციას წარმოგვიდგენს "DAYDREAM DAYS". მასიურად ნაქსოვ თავისუფალ სვიტერებს სტილისტი მაღალყელიან წინდებთან, მოკასინებთან და ბერეტთან ერთად ახამებს, რაც ფრანგი-სკოლის მოსწავლე გოგონას იმიჯს ქმნის.

Tags:
15 სექტემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 11971-ჯერ
მოდა და მასაზე გათვლილი კომერციული ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, ამ ცვალებადობის მიუხედავად კი Michael Kors მუდამ ახერხებს და ინარჩუნებს სტილს, ამ მოდის კვირეულმა დაგვარწმუნა, რომ ეს დიდად დასაფასებელია. 2017 წლის RTW გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებას აღფრთოვანება მოყვა პუბლიკაში. მის შთაგონებას ის ძლიერი ქალები წარმოადგენენ, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ, თუმცა არ ივიწყებენ თავიანთ ქალურ მხარეს და თავდაჯერებულად, თამამად და პროვოკაციულად ფლირტაობენ. ჩვენების ფრონტ-როუ VIP სტუმრების სიუხვით გამოირჩეოდა. პოდიუმზეც დიზაინერმა ტრადიციულად ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მოდელები მოიწვია: ჯოან სმოლსი, ტეილორ ჰილი, რომი სტრიჯი, ბელა ჰადიდი, კენდალ ჯენერი, ჯულია ნობისი, მიკა არგანარაზი, ჩვენება კი კაროლინ მერფიმ დახურა.

Tags:
14 სექტემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 10805-ჯერ
ცოტა ხნის წინ წარმოგიდგინეთ For Love & Lemons -ის 2016 წლის შემოდგომის ლუქბუქი, ახლა კი მნიშნვნელოვან დეტალს - ქალის ინტიმური თეთრეულის კოლექციას გავეცნოთ. ამერიკული ბრენდი დიდი ყურადღებით ეპყრობა ამ ხაზის დიზაინს, რომელიც ახალგაზრდა ქალბატონებისთვისაა შექმნილი: რომანტიული და სექსუალური თეთრეული რუშებითა და დახვეწილი დეტალებით.

Tags:
14 სექტემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 6069-ჯერ
დიზაინერი Stuart Vevers გრაფიკული მაისურებისა და ყვავილოვანი მოტივებით მოხატულ კაბებს წარმოგვიდგენს Coach -ის 2017 წლის ზაფხულის კოლექციისთვის. ქვედაბოლოები ყვავილებით და გამჭვირვალე დეტალებით, მეტალით და აპლიკაციებით მოჭედილ ტყავის ქურთუკებთან საინტერესო კონტრასტს ქმნის. Coach-ის გოგონას ფეხზე პლატფორმიანი უხეში creeper ფეხსაცმელი მოსავს და თამამად მოაბიჯებს, რა თქმა უნდა ვაკვირდებით Coach-ის ჩანთებსაც.

Tags:
14 სექტემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 11065-ჯერ
For Love & Lemons -ის 20016 წლის შემოდგომისთვისთვის განკუთვნილი კოლექცია "WILDFLOWER", რომელიც ბრენდის ონლაინ მაღაზიასა და სხვადასხვა პლატფორმებზე იყიდება. ამერიკული, ლოს ანჯელესში Gillian Kern და Laura Hall-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლი მთავარ ყურადღებას ქალის ფემინურ მხარესა და სინაზეზე აკეთებს. მათი კაბები გამოირჩევა რომანტიული და სექსუალური შტრიხებით. საშემოდგომო ლუქბუქი ფერმის ტერიტორიაზე გადაიღეს, მოდელი რუშებიანი კაბებით, ჩოკერი-ყელსაბამით და უხეში ფეხსაცმელით იწონებს თავს.

Tags:
14 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2663-ჯერ
მთავარი მანიკურის ტრენდი, რომელიც OHNE TITEL, MARC JACOBS, RODARTE და DAKS ჩვენებებზე დომინირებდა მუქი ფერის ლაქია, რომელიც მოდელებს მოკლე ფრჩხილებზე წაუსვეს. სტილისტები გვიტოვებენ მცირედი ვარირების საშუალებას და მეტალიკის ეფექტით ნეილ-არტის დატანებას მინიმალიზმის შენარჩუნებით.

Tags:
13 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1157-ჯერ
მსახიობების უმა თურმანისა და ეთან ჰოუკის ქალიშვილი მაია ჰოუკი ALLSAINTS -ის სარეკლამო სახე გახდა. 18 წლის გოგონა ვარსკლავური ოჯახიდან მორიგი cool-kid-ია, რომელიც ცნობილი ბრენდის ამბასადორად აირჩიეს, მაია ALLSAINTS-ის 2017 წლის საზაფხულო კამპანიას წარმოადგენს. წუთნახევრიან ვიდეო-რგოლში, რომელიც მაიას მშობლიურ მხარეში - ნიუ იორკის მახლობლად, ვუდსტოკში გადაიღეს ის ALLSAINTS-ის კაბებსა და ბომბერებში გამოწყობილი პოზირებს. ჰოლივუდის შვილი free spirit გოგონას იმიჯს ირგებს, კლიპის სახელია Far From Here და იდეალურად აღწერს კოლექციის არსს, შორს ხმაურიანი ქალაქიდან, ახლოს ბუნებასთან და ბუნებრიობასთან.

Tags:
13 სექტემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5245-ჯერ
Juicy Couture-ის დამაარსებელი დიზაინერები Pamela Skaist-Levy და Gela Nash-Taylor წარმოგვიდგენენ თავიანთი ახალი ბრენდის Pam & Gela ss2017 კოლექციას ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში. კოლექცია დიზაინერების ცნობილ სპორტული სტილის დუოს და ბომბერებს წარმოგვიდგენს ცხოველური მოტივებითა და სლოგანებით, მოკლედ ყველაფერი ის, რაც ტრენდულია.

Tags:
13 სექტემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4509-ჯერ
ონლაინ ჟურნალმა Highsnobiety მორიგი ედითორიალის სთაილინგი Supreme -ის მიერ წარმოებულ სამოსზე დაყრდნობით ააწყო. გამოყენეს 2004 წლიდან მოყოლებული წარმოებული ნივთები Supreme-ს კოლაბორაციული კოლექციებიდან. 1994 წელს დაარსებული ნიუ იორკელი სკეიტერების საყვარელი ბრენდი დღევანდელ მოდის სფეროზე დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ახალი კოლექციით, არამედ უკვე ვინტაჟად წოდებული ნაწარმით. ბრენდი თანამშრომლობს ცნობილ ხელოვანებთან და უბრალოდ საინტერესო ხალხთან, მათი სუპერ ცნობადობა კი რაღა თქმა უნდა სოციალურ ქსელის დამსახურებაა.

Tags:
13 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1267-ჯერ
TOMMY HILFIGER -მა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ამ სეზონის - შემოდგომა 2016 წლის კოლექცია წარმოადგინა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე უსწრებდა ჯიჯი ჰადიდის მიერ შექმნილი კოლაბორაციული კოლექციის ჩვენება GIGIXTOMMY. ბრენდის ძირითადი კოლექციაც იმეორებს მეზღვაურის თემას, რომელიც სკოლის მოსწავლე გოგონას გრძელ წინდებთან და სპორტული გუნდის ბოქსერებთან ერთადაა მიქსში.

Tags:
13 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1418-ჯერ
დიზაინერმა Felipe Oliveira Baptista ნიუ იორკის მოდის კვირეულზე Lacoste -ს 2017 წლის ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა, Lacoste-ს ქალი ბრენდის საყვარელ ყვითელ, ნარინჯისფერ, ვარდისფერმ მწვანე და ზოლიან სპორტულ-რეტრო სამოსში შემოიმოსება. ასევე წარმოგვიდგინეს მამაკაცის კოლექციაც, რომელიც იდეალურ თანხვედრაშია.

Tags:
13 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2262-ჯერ
Tadashi Shoji ნიუ იორკის მოდის კვირეულზე არტისტ Wu Junyong-ის შემოქმედებით შთაგონებულ საღამოს და კოქტეილის კაბების კოლექციას წარმოგვიდგენს, სპირიტული სიმბოლოები და ბუნების თემა გადმოცემულია ძვირფასი მატერიების დახმარებით.

Tags:
13 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1349-ჯერ
ნიუ იორკის მოდის კვირეულზე დიზაინერებმა Dao–Yi Chow და Maxwell Osborne წარმოადგინეს DKNY 2017 წლის ზაფხულის კოლექცია, რომელიც როგორც თვითონ ამბობენ თავად ფუტურისტული ნიუ იორკისთვის შექმნეს DKNY-ს ფესვებზე დაყრდნობით, ამ ახალ სამყაროს კი “Neo Soho” უწოდეს, აქ ყველაფერი კონტრასტულია - soft and hard, elegance and street, tech and tradition, construction and deconstruction. დიზაინერები სპორტული სამოსის მცირე დეტალებით გამოკვეთენ სხეულის ქალურობას, ურბანული სტილი არ კარგავს სექსუალურობას.

Tags:
9 სექტემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 705-ჯერ
დიზაინერმა Christian Siriano ნიუ იორკის მოდის კვირეულზე მისი 2017 წლის ზაფხულის კოლექციის წარმოსადგენად სხვადასხვა ტიპის სხეულის და ეთნიკურობის მოდელი მოიწვია. დიზაინერს კოლექციის შექმნა კაპრის კუნძულებზე ვიზიტმა შთააგონა, რაც 50-მდე მოდელით წარმოადგინა. კომბინიზონები და გრძელი-პერანგის ტიპის კაბები 60 და 70' წლების ფოტოებს მოგვაგონებს.

Tags:
9 სექტემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 6651-ჯერ
Yeezy Season 4 by Kanye West
კანიე უესტმა, როგორც უკვე წარმატებულმა დიზაინერმა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია წარადგინა.
კოლექციის ჩვენება ღია სივრცეში ნიუ იორკის პარკში შედგა. კოლექცია სრულად შესრულებულია ნეიტრალურ ფერებში: კრემისფერი, თეთრი, გამჭვირვალე პლასტიკი და ხაკი. ჩვენებას კანიეს მეუღლე კიმ კარდაშიანი და მისი დები: კაილი და კენდალ ჯენერებიც Yeezy-ს სამოსში გამოწყობილები დაესწრნენ. წარმოგიდგენთ Yeezy "მე-4 სეზონი" კოლექციის ლუქბუქს.

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 183
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top