ლონდონის მოდის კვირეულის პოდიუმზე გადაიკვეთა რომანტიზმი და არისტოკრატია. დიზაინერებმა წარმოგვიდგინეს კაბები, რომლებშიც ბრიტანული კოსტუმების ისტორია აისახებოდა. სარა ბარტონის McQueen-სთვის შექმნილი კოსტუმები ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მოგვაგონებდა, Temperley London რომანტიულ ტალღას მისდევდა, Mary Katrantzou-ს ჩვენება კი “Rodeo & Juliet” თემაზე რამდენიმე სხვადასხვა მოტივს აერთიანებდა, Topshop და Preen-მა ფუფუნების ელემენტები ბარხატის მატერიისა და ძვირფასი თვლების მიქსით გადმოსცა. დიზაინერმა Julien Macdonald-მა კი კლასიკური სილუეტი გააერთიანა როკ ენ როლის ჭედურ ტექნიკასთან.

ბრიტანული კლასიკური-არისტოკრატიული ფესვები
ლონდონის მოდის კვირეულის
2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებიდან

Tags:


2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის
მთავარი მოდური ტენდენციების მიმოხილვა

გასული მოდის კვირეულებისა და It girl-ების სტილზე დაკვირვებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ის მოდური ტრენდები, რომლებიც აქტუალური იქნება გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე. და თუ მსგავსი ნივთები ჯერ არ გაქვთ გარდერობში, დროა დაფიქრდეთ თქვენს სტილს რომელი ნივთები შეესაბამება დამდეგი სეზონისთვის.

Tags:

Edge O’Beyond თეთრეულის კოლექცია 2016 წლის ზაფხულის სეზონისთვის მოიცავს აქსესუარებითა და სამკაულებით მორთულ ინტიმურ თეთრეულს, რაც ბრენდის სამარკო ნიშანია. ძვირფასი მატერიები და სექსუალური ჭრილები სექსუალურ განწყობას ქმნის. ბრენდი წარმოადგენს თეთრეულის სრულ კომპლექტაციას და გვირჩევს ინტიმური ლუქის აწყობისას არ გამოვტოვოთ თეთრეულის არცერთი მაცდუნებელი დეტალი.
Tags:

პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი პირველი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. რთულია მოდის ინდუსტრიაში ახალი სიტყვა თქვა და იყო გამორჩეული და განსხვავებული. თუმცა დემნა გვასალიამ მისი უახლესი კოლექციით ეს შეძლო, განსხვავებული სილუეტები და კოლექციის კონცეფცია წარმატების მთავარი ელემენტია.

"ჩვენ გავაანალიზეთ რომ იმედგაცრუებულები ვიყავით, მოდამ დაკარგა მხიარულების შეგრძნება. ჩვენ ვგრძნობთ რომ აუცილებელია შეიქმნას თანამედროვე სამოსი. დღევანდელ დღესთან დიალოგი უნდა გვქონდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ჩვენთვის რეალობაა, ის, რაშიც ქალბატონები თავს ყველაზე კარგად გრძნობენ." - დემნა გვასალია.

იხილეთ პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი მოდის სახლ Balenciaga-ს სრული კოლექცია.
Tags:


9 ვარცხნილობა წვეულებისთვის
გლამურული და დახვეწილი იერის შექმნა ყველაზე მეტად აქსესუარებითა და თმის ვარცხნილობით შეგვიძლია. წარმოგიდგენთ 9 მოდური ვარცხნილობის ტრენდს, რომელთან ერთადაც ნებისმიერი საღამოს კაბა თუ მოკრძალებული ლუქი ჯინსის შარვლის კომპლექტაციით სადღესასწაულო იერს მიიღებს.

Tags:



გაზაფხულდა და ახლოვდება ზაფხულიც, რომელიც ჩვენგან იდეალურ ფორმაში ყოფნას ითხოვს.
უკვე დროა დავიწყოთ ვარჯიში და ფორმის აღდგენა, რომელიც ზამთრის პერიოდში ზარმაცობის შედეგად ავკრიფეთ... ან სულაც იქნებ, პროგრესისკენ მიისწრაფვით და მოდით ვიყოთ უკეთეს ფორმაში! მოდელების, მოდური ბლოგერების და ცნობილი ადამიანების სოციალური ქსელზე დაკვირვებით ვხედავთ, რომ მათი შესანიშნავი ფორმები ხშირ შემთხვევაში ბუნების საჩუქარს სულაც არ წარმოადგენს. საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და სწორი ვარჯიში. მოძებნეთ თუ რა განიჭებთ სტიმულს ვარჯიშისთვის?!

წარმოგიდგენთ სპორტული ბრენდების მოდური კოლექციების ლუქბუქს
და რამდენიმე რჩევას სპორტდარბაზში მოხდენილად შესამოსად


Tags:

წარმოშობით რუსი სუპერმოდელის, 29 წლის ირინა შეიკის ელეგანტურობით, სითამამით და სექსუალურობით გამორჩეული მოდური ლუქები, რომლებიც ბრუნეტმა მოდელმა გასულ წელს მოიხდინა.

Tags:


ოსკარის 88-ე დაჯილდოება:
ლეონარდო დიკაპრიოს სამადლობელო სიტყვა,
გამარჯვებულთა სრული სია და ფოტოები წითელი ხალიჩიდან


88-ე კინოაკადემიის დაჯილდოებამ დიდი გამოხმაურებით ჩაირა. საზოგადოება მოუთმენლად ელოდა რა შედეგით დასრულდებოდა დაჯილდოება, აიღებდა თუ არა სანატრელ ოსკარს ლეონარდო დიკაპრიო. აწ უკვე ოსკაროსანი მსახიობი კვლავ ყურადღების ცენტრშია, მის გამარჯვებასთან დაკავშირებით მრავალი ფოტო, ციტატა თუ ანიმაციური-ფოტო ჩნდება სოციალურ ქსელში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის სამადლობელ სიტყვას, რომელშიც მან ლაკონიურად ჩამოაყალიბა აზრი და აუდიტორია თავისი მშვიდი და აზრიანი გამოსვლით მოხიბლა. რა ხდებოდა რიგით 88-ე კინოაკადემიის ცერემონიალზე "ლეონარდოს ოსკარის" მიღმა, ვინ არიან სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები და როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე, ამ და სხვა დეტალებისთვის იხილეთ სტატია.

Tags:

დიანა ქვარიანი 2016/2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარმოგვიდგენს,რომელიც ძალიან დახვეწილი,ქალური და ფერადია. მისი ინსპირაცია იყო ცეკვა ფლამენკო. ტანისამოსი გაწყობილია სხვადასხვა ყვავილოვანი პრინტებით.

როგორც თავად დიზაინერი ამბობს,კოლექციას,რომელსაც სულ მალე თბილისის მოდის კვირეულზე წარადგენს,იქნება საფრანგეთის დედოფლის, მარია ანტუანეტას შთაგონებით შექმნილი.მისი ცხოვრება,ხასიათი და სამოსი იქცა დიანა ქვარიანისთვის ინსპირაციის წყაროდ. დიზაინერის თვალით დანახული ქალი იქნება ძალიან რომანტიკული,ძლიერი და ამავე დროს შინაგანად სუსტი.

Diana Kvariani Fall Winter 2016/17
Tags:

ახალი წლის მოახლოებასათან ერთად დროა ვიზრუნოთ საუკეთესო ვარცხნილობაზე. არ არის საჭირო დიდი დროსა და ბიუჯეტის შეწირვა ბუნებრივ ვარცხნილობაზე. მთავარია სწორი არჩევანი გააკეთოთ, რაშიც ჩვენ დაგეხმარებით. ნაწნავებიანი ვარცხნილობა თამამად შეიძლება ვარსკვლავების საყვარელ ვარცხნილობად მივიჩნიოთ. ბუნებრივი და ელეგანტური არჩევანის შეხამება ნებისმიერ სტილზე შეგიძლიათ. ნაწნავების მოყვარულებო, იხილეთ მრავალფეროვანი იდეა თქვენი შთაგონებისათვის. საახალწლო წვეულებისათვის არჩევანი დიდია, გამორჩეულ ლუქს განსხვავებული ვარცხნილობა შეურჩიეთ!
Tags:
« 1 ... 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 274 »
Back to Top