16 April 2016      Tatia_M.     Views 19 969    
Category: Make up / Georgians / for ANGEL.ge

სასარგებლო რჩევები სალი ბააზოვისგან
სასარგებლო რჩევები სალი ბააზოვისგან

ქართველი ბლოგერი
სალი ბააზოვი გამორჩეული სტილითა და გემოვნებით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სხვადასხვა სოციალური ქსელის დახმარებით ის ხშირად გვაძლევს რჩევებსა და მითითებებს სახის კანისა და თმის მოვლასთან დაკავშირებით.
ამ და სხვა საინტერესო თემებზე თავად სალი ბააზოვი გვესაუბრება.


რა შეგიძლია გვითხრა სახის კანის მოვლაზე, და თუ სჭირდება მას ზაფხულში განსაკუთრებული მოვლა?

ჩემი აზრით სახის კანს ნებისმიერ სეზონზე უნდა მოვლა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ზაფხული იქნება თუ ზამთარი. ორივე სეზონში ძალიან ზიანდება მოუვლელი,დაუცველი კანი.შესაბამისი მეთოდებითა და კოსმეტიკით შესაძლებელია გამოკვება და დატენიანება. მაგრამ მხოლოდ ზედაპირული მოვლა არაა საკმარისი, თუ ორგანიზმი შიგნიდან არ გამოიკვება შესაბამისი ვიტამინებით. გაზაფხულზე ჯანსაღად კვებისა და ვიტამინების მიღების მრავალფეროვანი არჩევანია ხილისა და ბოსტნეულის სახით.ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია, იმის მიხედვით თუ ვის რა პრობლემა აქვს, კონკრეტული სახეობის ვიტამინი უნდა მიიღოს.

სასარგებლო რჩევები სალი ბააზოვისგან


თავად როგორ უვლი სახის კანს?

იქედან გამომდინარე რომ ცხიამიანი კანი მაქვს, რამდენიმე წელია ჩემი კვების რაციონიდან ამოღებული მაქვს ცხიმიანი და ზეთიანი საკვები. პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის და ასევე კანისთვის ყურადღებას ვამახვილებ იმ ბოსტნეულსა და ხილზე,რომელიც კონკრეტულად სჭირდება ჩემს ორგანიზმს.დღეში მინიმუმ 2-3 ლიტრ წყალს ვსვამ და სოზონურად ვიტამინებსაც ვიღებ კანისთვის, თმისა და ფრჩხილებისათვის.ჩემი ბოლო აღმოჩენაა ვიადერმი,რომელსაც ამჟამად ვსვავ. აუცილებელი პირობაა ძილის რეჟიმი. თუნდაც ერთი საათის ნაკლებობა ძალიან აისახება ჩემს სახეზე.ჩემს მაგალითზე გეტყვით,რომ რამდენიმე თვის წინ გავიკეთე ბრენდ HYALUAL_ის რედერვალიზაცია, რომელმაც აბსოლიტურად შეცვალა სახის კანი. და ვურჩევ ყველას,რომ გაიკეთონ ეს საოცარი პროცედურა.

მიმაჩნია,რომ კანზე და ზოგადად ადამიანის გარეგნობაზე ყველაზე კარგად აისახება შინაგანი განწყობა,სიმშვიდე,რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში და გაუზიაროს ირგვლივ მყოფებს.


სასარგებლო რჩევები სალი ბააზოვისგან


როგორია შემი თმის მოვლის პროცედურები?

თმას რაც შეეხება ჩემი უცვლელი და უსაყვარლესი პროდუქტია selective_ის თმის ლამინირება,რომელიც თმის გარსს ეკვრის და იცავს მზისგან, მტვრისგან. ასევე კვებავს მას ვიტამინებით. თვეში ერთხელ აუცილებელია ამ პროცედურის გამეორება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა არ ვიყენებ თმის საშრობს. აუცილებელია ასევე ბოლოების შეჭრა რამდენიმე თვეში ერთხელ. ასევე ძალიან ხშირად ვიკეთებ სახლში ჩემით, ბუნებრივი კომპონენტების დახმარებით გაკეთებულ ნიღბებს. ესეთი ნიღბები ჩემი ფავორიტია თმის მოვლაში. შემიძლია შემოგთავაზოთ თმის სწრაფი გაზრდისათვის საჭირო ნიღაბი.

გათქვეფილი კვერცხის გულს დაუმატეთ 1ს/კ ზეითუნის ზეთი,ათი წვეთი ვიტამინი ა და 50 გრამი სპირტი ან არაყი. მიღებული მასა, თმის ძირებში შეიზილეთ და დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი, გაიჩერეთ 1 საათი და ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში ერთხელ კეთდება.

სასარგებლო რჩევები სალი ბააზოვისგან

რამდენად ხშირად იყენებ მაკიაჟს ?

მაკიაჟს ვიყენებ მაშინ როცა აუცილებელია. გადაღებების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში. ყოველდღიურ ცხოვრებაში დავდივარ აბსოლიტურად უმაკიაჟო. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ დონეზე მაქვს შესწავლილი არ მიყვარს როცა Makeup_ით ვარ. ვიკეთებ ძალიან მალე და მარტივად. კონტურული მაკიაჟი კი ჩემი სიყვარულია.

სასარგებლო რჩევები სალი ბააზოვისგან

და ბოლოს, სილამაზე მოითხოვს.... ??

სილამაზე არ მოითხოვს მსხვერპლს და არც ძალიან დიდ ფინანსებს, რასაც ძალიან ხშირად ამბობენ. მთავარია მონდომება და სურვილი იყო კარგ ფორმაში. ჩემი აზრით, ბუნებრივი გზები და ნატურალური პროდუქტები არის ყველაზე მარტივი გზა იმისკენ,რომ იყო ლამაზი და ჯანმრთელი.

ყველას არ აქვს საშუალება იაროს სპორტ დარბაზში, თუმცა ყველას შეუძლია დილით ირბინოს და სახლში ივარჯიშოს YouTube _ის ვიდეოებით. ბოლოს კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ყველაზე მთავარი მაინც მონდომება და სურვილია.


სასარგებლო რჩევები სალი ბააზოვისგან

Category: Make up / Georgians / for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments
Back to Top