12 September 2015      liliana     Views 4 944    
Category: Fashion / Make up

ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!

მირანდა ქერთან დაშორების შემდეგ ორლანდო ბლუმს უამრავ ქალბატონთან რომანი მიაწერეს, თუმცა უშედეგოდ. ყვითელი მედია საშუალებები ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობენ ორლანდოსა და ქლო ბარტოლის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ . 12 სექტემბერს წყვილი მალიბუში ერთად გამოიჭირეს ,როცა სუშის რესტორნიდან გამოდიოდნენ, ამან კი მათი ურთიერთობის შესახებ მედიის ყურადღება კიდევ უფრო გაამძაფრა. ქლო ჯარედ ლეტოს ახლო მეგობარია და ხშირად ხედავენ ნიკოლ რიჩის, კადაშიანების და მიშელ როდრიგესის კამპანიაშიც. 2015 წლის აგვისტოში ქლომ ჟურნალისტების ყურადღება არცთუ სასიამოვნო ფაქტიც მიიპყრო. იგი პაპარაცებმა მისი საუკეთესო მეგობრის კორტნი კარდაშიანის მეუღლესთან სკოტ დისკითან გამოიჭირეს როცა წყვილი ზღვის სანაპიროზე ერთობოდა, რის შემდეგაც დაიწყო კორტნისა და სკოტს შორის პრობლემები. ჟურნალ People-ის ინფორმაციით 25 წლის ქლო ორლანდოს ხშირად აკითხავს , მიუხედავად იმისა რომ ორლანდო ამჟამად Pirates Of The Caribbean -ის გადაღებებითაა დაკავებული, ქლოს ტყუპი და მარიელო კი მირანდა ქერის საუკეთესო მეგობარია. ქლომდე ორლანდოს რომანი ჰქონდა სელენა გომესთან,ერიკა პაკერთან ,ქეით ელსვორტთზან და ლუისა მორაესთან.

ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!
ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!
ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!
ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!
ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!
ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!
ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!
ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!
ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!
ორლანდო ბლუმს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!

Category: Fashion / Make up
Tags:

Share it
Comments
Back to Top