;

15 August 2015      TataNakani     Views 4935    
Category: Fashion » Make up


Shiseido უძველესი იაპონური კოსმეტიკური ბრენდი- მალე საქართველოში!

1872 წელს Arinobu Fukuhara-მ Shiseido-ს აფთიაქი დაარსა, დღეს Shiseido მეოთხე მსხვილი კოსმეტიკური ბრენდია მსოფლიოში. ხარისხით განთქმული ბრენდის კოსმეტიკა ყველაზე მოთხოვნადია მოდის კვირეულებზე. ბრენდი, რომლის თმისა და სახის კოსმეტიკური საშუალებები საუკეთესო შედეგის მომცემია. Shiseido ქართველი ერთგული მომხმარებლებისთვის
საცალო გაყიდვებით ვაჭრობის შემდეგ, საქართველოში ოფიციალურად შემოვა. ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს სასურველ კოსმეტიკურ პროდუქტს შესთავაზებს და პარფიუმერულ ქსელებში წარმოდგენილ ბრენდებს ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს.

საქართველოში Shiseido-ს წარმომადგენლობა ოფიციალურად 3 ოქტომბერს გაიხსნება.

სახელწოდება Shiseido შეიძლება ითარგმნოს, როგორც
"დიდება დედამიწის სათნოებას, რომელიც კვებავს ახალ ცხოვრებას".

უძველესი იაპონური კოსმეტიკური ბრენდის ქართველი სახე მარკეტერი და ტრენერი
- ლინდა კიკოლაშვილი გახდა.

"დამიკავშირდნენ Shiseido-ს წარმომადგენლები, რომლებიც ეძებდნენ ქართველ გოგონას, მაგრამ ნაკლებად ქართული გარეგნობით. ფოტოების შერჩევის შემდეგ მივიღე შემოთავაზება. რას ნიშნავს ვიყო Shiseido-ს სახე? დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც წარმოადგენ ასეთ მსხვილ და წარმატებულ კომპანიას. მითუმეტეს ჩემი ძირითადი საქმიანობა არ გახლავთ გადაღებებში მონაწილეობა. მარკეტერი და ტრენერი ვარ, საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი."- ლინდა კიკოლაშვილი.


ფოტოგრაფი : ნიკოლოზ მამეიშვილი

სამოსი : კაბარტი

Shiseido მომხმარებელს ხარისხიან კოსმეტიკას შესთავაზებს, ხარისხი ბრენდის მთავარი სავიზიტო ბარათია. პროდუქციის ფასები ევროპულ ბაზარზე არსებული ღირებულების მსგავსი იქნება. Shiseido არის ბრენდი, რომელიც დიდი ხანია გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესოა კოსმეტიკურ ბაზარზე. საქართველოში კოსმეტიკის მოყვარულთათვის უფრო დიდი არჩევანი იქნება.
შემოდგომიდან Shiseido- სრული ასორტიმენტით დაიპყრობს პარფიუმერულ ინდუსტრიას.






ავტორი:ტატა ნაკანი


Category: Fashion » Make up
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top