;

12 May 2015      TataNakani     Views 24873    
Category: Make up, Fun, Interesting, Take Care


როგორ გავიკეთოთ პროფესიონალური მაკიაჟი
სახის კონტურირება: Highlighting and Contouring
იდეალური კანის ტონი და ჩრდილებით ნაკვთების ფორმირება


ცნობილი ადამიანების მსგავსად, თქვენი სახის ფერიც ბრწყინვალე და თვალისმომჭრელი რომ იყოს, ამისათვის რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. საუკეთესო მაკიაჟისთვის დრო, ფუნჯები და სწორად შერჩეული ტონალობის კოსმეტიკა დაგჭირდებათ. რჩევების გათვალისწინებით დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

დაგჭირდებათ: 4 ტონალობის სახის ჩრდილები;
foundation & countoring ფუნჯები; "ღრუბელი" ფუნჯი



პროფესიული მაკიაჟის საიდუმლოებები
როგორ წარმოვაჩინოთ სახის ნაკვთები საუკეთესოდ ჩრდილების დახმარებით
ფოტოგენური მაკიაჟი



ქალბატონების მოდური ლუქი სახის ბრწყინვალებიდან იწყება. სახის კანის ფერის მოსაწესრიგებლად და ჯანსაღი იერის მისაღებად დაგჭირდებათ ორო ტონალობის კრემი - მუქი და ღია. ღია და ნათელი ფერის ტონალური უნდა წაისვათ შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე და ნიკაპზე. სახის კონტურების გამოსაკვეთად კი მუქი ტონალური დაგჭირდებათ. სახის ფერის მესაწესრიგებლად სულ რაღაც 3 წუთი დაგჭირდებათ. იხილეთ ვიდეო და მიჰყევით ვიზაჟისტის რჩევებს თქვენი შთამბეჭდავი მაკიაჟისათვის!




კონტურინგის მეთოდს გადაღებების დროს (კამერასთან მუშაობისას) გრიმიორები იყენებენ ნებისმიერ ადამიანთან მუშაობისას, იქნება ეს ბავშვი თუ კაცი: მიზანი ფოტოგენური იერის შექმნაა. სახის კონტურირება საუკეთესო საშუალება იქნება თუ კი გეგმავთ ფოტოსესიის მოწყობას ან საღამოს წვეულებაზე გამოჩენას, სადაც მრავალი ფოტოგრაფი იქნება.

ამ მეთოდით მაკიაჟის გაკეთება ვარსკვლავების საიდუმლოა. პაპარაცების წინ ისინი თავისუფლად პოზირებენ. მათი თავდაჯერებულობის პირველი მიზეზი საუკეთესო მაკიაჟია. პროფესიონალურ მაკიაჟს შეუძლია შეცვალოს ადამიანის ბუნებრივი მონაცემები, შეცვალოს და იგი და ფოტოგენურობა შემატოს.





ეს მეთოდი კიმ კარდაშიანმა სოციალური ქსელში გამოაშკარავა. მისი მაკიაჟი ამ მეთოდის გარეშე წარმოუდგენელია. ერთი შეხედვით ბუნებრივი და ჯანსაღი იერი მარტივად გასაკეთებელი მოგეჩვენებათ. თუმცა ვიდეოდან ვიხილეთ, რომ ნებისმიერ მაკიაჟს დრო და დამუშავება სჭირდება.



კიმ კარდაშიანმა Contouring-ის მაკიაჟის საიდუმლოებებზე არაერთ ინტერვიუში ისაუბრა:

"უპირველეს ყოვლისა, ვატენიანებ სახის კანს. შემდეგ ვიყენებ პუდრს მთელ სახეზე, კორექტორს კვერცხის ფორმის ფუნჯით ვანაწილებ. ამის შემდეგ ვზრუნავ სახის კონტურებზე- ლოყებზე, ნიკაბის ქვემოთ და შუბლზე წვრილად გამოვყოფ კონტურებს."

როგორც კიმის ვიზაჟისტი Joyce Bonelli ამბობს, აუცილებელია ყურადღება წარბებზეც გამახვილდეს. კიმის მაკიაჟისთვის მისაკრობ წამწამებსაც იყენებს. თუ ხელოვნური წამწამების გარეშე გსურთ გრძელი და ლამაზი წამწამები, მაშინ გამოიყენეთ სხვადასხვა ტუში. კიმის ვიზაჟისტი Lancome-ისა და MAC-ის ტუშებს გირჩევთ.



რაც შეეხება, თვალის ჩრდილებს, რაიმეს წასმამდე თვალებზე პუდრი უნდა წაისვათ. ამის შემდეგ თვალის ჩრდილის ფერიც კარგად გამოჩნდება და მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებს მდგრადობას.

კიმ კარდაშიანის მაკიაჟის გამოყენებისათვის, იხილეთ დეტალური ვიდეოები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებენ თუ როგორ უნდა მიიღოთ იგივე შედეგი. სახეზე სხვადასხვა ფერის ტონალური-კორექტორი თითების ან ფუნჯის დახმარებით დაიტანება, მათი სწორად გადანაწილების შემდეგ ხდება მათი 'შეზელვა' - ერთმანეთში არევა და მსუბუქი გადასვლების გაკეთება, რაც ასეთ სრულყოფილ შედეგამდე მიგიყვანთ. არსებობს მცირე ხრიკები, რომლებიც სახის კონტურს ცვლის, მაგალითად მუქი და ღია ჩრდილების სწორად გადანაწილებით : ცხვირის დათხელება, ყვრიმალების გამოყოფა, სავსე ლოყების ეფექტის მოშლა, შუბლის და წარბების არის აწევა, ტუჩის კონტურის გამოკვეთა და სხვა ოპტიკური-კორექტივები, რომლებიც ჩრდილის ეფექტზე თამაშობენ. შესაძლოა ეს თავიდან რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა თუ ერთხელ დაუკვირდებით ჩრდილების გადანაწილებას და დაიჭერთ იმ ხედვას, რასაც მხატვრები ფლობენ - ვიზაჟის გაკეთება ბევრად გაგიადვილდებათ.














ცხვირის ფორმის მოდელირებისთვის დაგჭირდებათ პირველ ფოტოზე ნაჩვენები სქემის მიხედვით დაფერვა.






რჩევა: სახის ასეთი მკაფიო დაფერვის შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ წარბების კორექტირება-დაფერვა, ტუჩის კონტურის გამოყოფა და წამაწამების ატუშვა ბუნებრივი ეფექტის მისაღებად. ასევე გირჩევთ, მოიძიოთ ტუჩების კონტურირების გაკვეთილები, რომელსაც ჩრდილების და შემდგომ ტუჩის კონტურის დახმარებით საოცარი ეფექტის მოხდება შეუძლია.





ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Make up, Fun, Interesting, Take Care
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top