25 March 2015      • Angel M •     Views 16 480    
Category: Make up / Take Care



როგორ გავიკეთოთ ნატურალური მაკიაჟი?
5 მარტივი ხერხი
სახე, ლოყები, წამწამები, წარბები, ტუჩები

ამ სეზონზე ყველაზე პოპულარული უმაკიაჟო ლუქი იყო. პოდიუმზე იხილავდით მოდელებს, რომლებსაც სადა მაკიაჟი ესვათ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია Marc Jacobs-ის საგაზაფხულო შოუ, რომელზეც მოდელები თითქმის უამკიაჟოდ იყვნენ. თუ თქვენც გსურთ ნატურალური სახე, მაგრამ არა სრულიად უამკიაჟო, მაშინ მიყევით ამ რჩევებს. რა თქმა უნდა, მოგიწევთ მაკიაჟის გაკეთება, მაგრამ ხაზი გასმული იქნება თქვენს ბუნებრივ სილამაზეზე და დავფარავთ მცირედ ნაკლოვანებებს. გთავაზობთ 5 მარტივ ხერხს ნატურალური მაკიაჟის გასაკეთებლად.



1. სახე



გამოიყენეთ ღია ფერის პუდრი ან კრემი და წაისვით მთელ სახეზე. მთავარია ზუსტად შეარჩიოთ ფერი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენი კანის ფერს.





2. ლოყები



ლოყაზე წაისვით მოვარდისფრო პუდრი ან კრემი, რომელიც აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს თქვენი კანის ფერს. მიყევით თქვენი ლოყის ძვალს. თუ ღია ფერის კანი გაქვთ, მაშინ ვარდისფერი ან მოწითალო გამოგადგებათ და თუ მუქი ფერის კანი გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ პუდრი, რომელსაც ნარინჯისფერი დაკრავს.



როგორ გავიკეთოთ ნატურალური მაკიაჟი

3. წამწამები



აიპრიხეთ წამწამები, რათა უფრო მხნედ გამოჩნდეთ. თუ გსურთ, რომ წამწამები უფრო გრძელი გამოგიჩნდეთ, მაშინ გამოიყენეთ ტუში. შეეცადეთ ისეთი ტუში გამოიყენოთ, რომელიც თქვენი წამწამების ფერს უფრო მიესადაგება. მაგალითად, ქერებმა და წითურებმა გამოიყენეთ ღია ყავისფერი, ხოლო შავგვრემნებმა - მუქი ყავისფერი ან შავი.





4. წარბები



თავდაპირველად დარწმუნდით, რომ თქვენი წარბები მოვლილია და წესრიგშია. შემდეგ გამოიყენეთ სპეციალური ფუნჯი, თუ გსურთ, რომ წარბებს უფრო სავსე შესახედაობა ჰქონდეს. სურვილისამებრ წაისვით სპეციალური წარბის ფანქარი, რაც უფრო მსხვილ იერს მისცემს მას. შეეცადეთ წაბები ნატურალურ ფორმაზე დაიტოვოთ და ზედმეტი კუთხეები მოაშოროთ. უკეთესია მომრგვალებულ ფორმას მიანიჭოთ უპირატესობა, რომელიც წარბის ხაზს გაყვება თან.





5. ტუჩები



აირჩიეთ ისეთი ტუჩსაცხი, რომლის ფერი მიახლოვებული იქნება თქვენი ტუჩის ფერთან. თუნდაც ორი ტონით მუქი ან ღია. მეტი ეფექტისთვის კი შეგიძლიათ ტუჩის ბალზამი დაიმატოთ.



Category: Make up / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top