;

5 March 2015      • Angel M •     Views 3303    
Category: Make up, Fun, Interesting

1930-იანი წლების მაკიაჟი:
ჰოლივუდურ სტილში

1930-იან წლებში ქალები შთაგონებულები იყვნენ ჰოლივუდური ფილმების ვარსკვლავებით.
ამ შემთხვევაში, შთაგონებას მაკიაჟსა და ზოგადად სილამაზეზე იღებდნენ. იმ დროს, მსახიობებმა,
როგორებიც არიან: გრეტა გარბო, ჯოან კროუფორდი და კეროლ ლომბარდი, დიდი გავლენა იქონიეს
მაკიაჟის ტრენდების ჩამოყალიბებაში.
ლუქი ძირითადად 20-იან წლებს მოგაგონებთ, მაგრამ ამ
შემთხვევააში, აქცენტი გაკეთებული იყო თვალებზე და ზოგადად ლუქიც უფრო მშვიდი და
ჰარმონიული იყო. ამას ემატებოდა ხვეული თმა, რაც უფრო ქალურს ხდიდა ქალბატონს.



მოვარდისფრო ღაწვები


ფერმკრთალი კანი იდეალურ ლუქად ითვლებოდა 30-იან წლებში.

სპილოს ძვლისფერი პუდრები ძალიან პოპულარული იყო.
კრემები ან პუდრები ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა.
ისინი ფარავდნენ ლოყის დიდ ნაწილს, მაგრამ წინა წლებთან
შედარებით უფრო მცირე დოზით გამოიყენებოდა.



ტუჩები

ბანტის ფორმის ტუჩები ისევ მოდაში იყო, უბრალოდ ის
ტუჩის ხაზს უფრო ახლოს მისდევდა. წაგრძელებული ბანტის
ფორმის ტუჩი 'უკმაყოფილო' გამომეტყველებას მატებდა ქალს.

ზედა ტუჩი უფრო დიდდებოდა და ბოლოებში მრგვალდებოდა.
მუქი წითელი და წაბლისფერი ამ დროს ყველაზე პოპულარულ ფერებად მიიჩნეოდა.




თვალები და წარბები

30-იანებში თვალებზე პოპულარული იყო ნატურალური მაკიაჟი.
ჩრდილები ნაცრისფრად ან ყავისფრად კეთდებოდა.
წამწამები იყო ხშირი და ''ტუშით" გაჯერებული.
ეს ყველაფერი დრო და დრო უფრო და უფრო პოპულარული გახდა.
წარბები კი მაქსიმალურად წვრილი იყო. ამბობდნენ, რომ ეკრანზე,
წვრილი წარბებით უფრო ადვილი იყო ემოციის გადმოცემა.




ფრჩხილები

ისევე როგორც წინა დეკადაში, ამ წლებშიც პოპულარული იყო ფრჩხილის
ცენტრალური ნაწილის შეღებვა. (ეს შესაძლებელს ხდიდა, რომ საღებავს
უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაეძლო). ზოგიერთი ქალი შეუღებავად
იტოვებდა ნამგალა მთვარის ფორმას ფრჩხილის ბოლოში.

პოპულარული ფერები იყო: ვარდისფერი, წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი.



Category: Make up, Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top