6 April 2011      ANGEL     Views 7 101    
Category: Fashion / Georgian Fashion Week

ქართველი დიზაინერის გიორგი ფანცულაიას ჩვენებაზე ვიხილეთ არაპროფესიონალი მოდელები ირინა შენგელია, ნანკა კალატოზიშვილი და ქრისტინე იმედაზე. როგორც გიორგიმ გაგვიმხილა ის კარგა ხანია რაც გეიშას თემაზე ფიქრობდა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი როგორც ჩვენი ასევე დიზაინერის ყურადღება მიიქცია და გადაწყვიტა შეექმნა კოლექცია იაპონურ მოტივებზე. კიმანოებს კაბებისა და პერანგის სახით კრავდა სტილიზირებული ქამარი, რომელშიც ბუმბულის ფენა იყო ჩადგმული ისევე როგორც ფეხსაცმელზე, რომელიც მოდელებს ფერად წინდებთან ერთად ეცვათ. ფერთა პალიტრას მცირე დეტალები ახალისებდა და ქალურობას მატებდა კოლექციას აბრეშუმის ელვარება.

George Pantsulaia - fw 11 - GFW

George Pantsulaia - fall-winter 11-12,
კოლექცია წარმოდგენილი იყო GFW-ზე (საქართველოს მოდის კვირეულის მე-3 დღეს)


გიორგი ფანცულაიას ქალი ამ სეზონზე მკვეთრად ”გაფერადდა” და განაზდა წინა მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის შემდეგ, რომელსაც თუ გავიხსენებთ საკმაოდ მუქ ფერებში იყო.

”ხასიათი: დახვეწილი, ჭკვიანი, სექსუალური;
ნატურალური ქსოვილები, ცოცხალი ფერები.
ჩემი გეიშა არის თანამედროვე ქალი, რომელსაც უყვარს კომფორტული ტანსაცმელი და ცოცხალი ფერის სამოსი, რომლიდან გამომდინარე იქმნება პოზიტიური აურა. იაპონურ კულტურაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პოზიტივს და ნეგატივს. მე გამოვიყენე პოზიტიური ფერები - გვითხრა გიორგიმ, - რაც კარგ განწყობაზე აყენებს ქალს და გარშემომყოფთ. აბრეშუმი კი გამოკვეთს მისი სხეულის სექსუალურობას. ნაციონალური კიმანოდან აღებული ფართე ქამარი კი მიანიჭებს სილუეტს სიმკვეთრეს.”



George Pantsulaia - fw 11 - GFW
George Pantsulaia - fw 11 - GFW
George Pantsulaia - fw 11 - GFW
George Pantsulaia - fw 11 - GFW
George Pantsulaia - fw 11 - GFW
George Pantsulaia - fw 11 - GFW
George Pantsulaia - fw 11 - GFW
George Pantsulaia - fw 11 - GFW
George Pantsulaia - fw 11 - GFW

www.angel.ge © მარი ქაცარავა
ფოტოები: თაკო მაჟალაშვილი

George Pantsulaia - fall11


Category: Fashion / Georgian Fashion Week
Tags:

Share it
Comments
Back to Top