;

8 September 2017      DKatsarava     Views 4024    
Category: Fashion, Georgians, for ANGEL.ge



ენჯელ.ჯი-ს ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთსა და მილანში მოღვაწე დამწყებ დიზაინერ სესილი კემულარიასთან. წარმოშობით ქართველი გოგონა, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივესიტეტის პოლიტიკის ფაკულტეტიდან მილანის მარანგონის მოდის სკოლაში მოხვდა. ბრენდი Cécile-ს დამკვიდრებას ის თბილისიდან დაიწყებს, მოდის კვირეული და ბუტიკი თბილისში მშვენიერი სტარტია.

ჟურნალისტი: თათა დოლიძე
ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე
www.angel.ge-სთვის





Angel: მოგვიყევი შენს შესახებ, მოგვიყევი რაიმე შენი საქმიანობის შესახებ

სესილი: დავიბადე და გავიზარდე მოსკოვში, საქართველოში არასდროს მიცხოვრია. შესაბამისად საშუალო და უმაღლესი განათლება მიღბული მაქვს მოსკოვში. დავამთავრე მოსკოვის სახელმწიფო უნივესიტეტი მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტი. ამ პერიოდში მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, ცოდნა, გავიცანი უამრავი ადამიანი და ეს ოთხი წელი ჩემს ცხოვრებში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ასევე დღემდე ვარ მოსკოვში შოლოხოვის უნივერსიტეტის სტუდენტი visual-art-ის ფაკულტეტზე. ხოლო რაც შეეხება fashion-ს ჩემი პირველი სამსახური იყო რუსულ ინტერნეტ ჟურნალში elysee magazine, სადაც ვიყავი fashion journalist და ასევე ვწერდი ესე რომ ვთქვათ შეჯამებას იმ ივენთებისა, რომელიც იმართებოდა მოსკოვში. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა კომპანიაში Mercury სადაც ვიყავი visual merchandiser ისეთი ბრენდებისა, როგორიცა Bottega Veneta, Ralph Lauren, Dolce & Gabbana, Valentino და Saint Laurent. ყოველი ახალი კოლექციის ჩამოსვლისას trunk show-სთვის და fashion show-სთვის ვაკეთებდი სთაილინგს. რაც ძალიან რთული იყო, ღამეებიც კი ვმუშაობდით თუმცა ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.




ცხოვრების რომელ ეტაპზე მიხვედი აზრამდე, რომ სამოსი უნდა შეგექმნა და დიზაინერი გამხდარიყავი. როდის იყო გადამწყვეტი ეტაპი და რამ განაპირობა შენი გადაწყვეტილება

ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ამ კუთხით რაღაცას აუცილებლად გავაკეთებდი, თუმცა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვიყავი. ჩემი გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას კომპანია mercury-ში მუშაობამაც განაპირობა. იქ მუშაობისას მივხვდი, რომ შემიძლია ჩემი შევქმნა და მქონდა საამისო პოტენციალი, თუმცა ის რომ დახატო ესკიზი, გადასცე მკერავს და შეკერონ ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს არავისთის, თუ ოდნავ ფანქრის დაჭერა შეგიძლია (იცინის) , ამიტომ რახან Art-ში უკვე მქონდა გამოცდილება მინდოდა fashion-ის კუთხით სრულფასოვანი განათლება მიმეღო და შემდეგ უკვე განმეხორციელებინა ჩემი გეგმები.





მოგვიყევი შენს განათლებასა და გამოცდილებაზე მოდის სფეროში, გაგვიზიარე სირთულეები რომელიც გამოიარე აქამდე

ვერასდროს წარმომედგინა, რომ სხვა ქვეყანაში შევძლებდი ცხოვრებას მეგობრებისგან და რაც მთავარია დედასგან შორს, თუმცა თავიდანვე ვიცოდი, რომ რუსეთში ამ კუთხით ისეთ განათლებას, როგორიც მე მინდოდა ვერ მივიღებდი. ბევრი არ მიფიქრია გადაწყვეტილებაზე, Marangoni-ს ყველაზე ძველი სკოლა არის მილანში და სწორედ იქ მინდოდა სწავლა, თანაც იტალიაში რთულია არ იყო ინსპირირებული, რადგანაც ამ ქვეყანაში თითოეული დეტალი შთაგონების წყაროა. ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება თუმცა ვიცოდი, რომ ჩემთვის ასე აჯობებდა, გავაგზავნე ჩემი მინი დოსიე, რაც შეადგენდა მცირე რაოდენობით ესკიზებს, ინგლისურის დონის განმსაზღვრელ სერტიფიკატს და სამოტივაციო წერილს თუ რატომ უნდა ავერჩიეთ მე, ერთ კვირაში კი დადებითი პასუხი მომივიდა.


instagram: @ssesilya
"art school taught me that my greatest tool is myself"

Cécile ახალი ხედვა fashion ინდუსტრიაში
პირველი სირთულე ეს იყო როდესაც დედაჩემი წამოვიდა მილანიდან, სულ ერთი კვირით ჩამომყვა რომ მოგვეგვარებინა რაღაც დეტალები და დამხმარებოდა, რომ გავაცილე მივხვდი რომ სულ მარტო დავრჩი. უცხო ხალხი, უცხო გარემო, ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის. თუმცა ორშაბათიც გათენდა, მივედი უნივესიტეტში და მივხვდი, რომ პირადი სტრესისთვის დრო აღარ მქონდა, შეიძლება ითქვას პირველი სემესტრი მახსენდება როგორც ყველაზე რთული და საშინელი. არასდროს არაფერი შემიკერავს და პირველივე დავალება იყო თვენახევარში შემეკერა ხუთი ქვედაბოლო, ხუთი მთლიანი კაბა და ხუთი შარვალი და ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ჩემი კონსტრუქციით და რაც მთავარია ერთმანეთისგან განსხვავებული. ამ ყველაფერმა ზურგის სერიოზული პრობლემები გამიჩინა და ისედაც ბრუციანი კიდევ უფრო დავბრმავდი (იცინის). ყოველი სემესტრის ბოლოს ვაბარებდი კოლექციას, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემ პირველ კოლექციას ერქვა „kakhetian wine„ ეს იყო fall-winter -ის კოლექცია. კოლექცია რა თქმა უნდა არის handmade, მესამე სემესტრის ბოლოსთვის ერთ ლუქს მთლიანად მე ვკერავ. მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ მარანგონმა მომცა სრულიად სხვა ხედვა fashion-ის კუთხით. სიმართლე გითხრათ არ ველოდი, რომ ყველაფერი ესეთი რთული იქნებოდა. ბევრს გონია, რომ ლამაზი სამოსის შექმნა მარტივია, თუმცა არა, ეს არის ძალიაან ძნელი და ძალიან შრომატევადი პროცესი თუ შენ ამას აკეთებ ხარისხიანად. ასევე მომცა ძალიან დიდი პროფესიონალური გამოცდილება, მასწავლიან ისეთი ლექტორები, რომლებიც არიან ARMANI-ს, JIL SANDER -ის თუ სხვა წამყვანი ბრენდების კრეატიულ გუნდში, ესეც ძალიან დიდი გამოცდილებაა და გაძლევს დიდ მოტივაციას, რომ უფრო და უფრო განვითარდე და შენი მაქსიმუმი აჩვენო.




რატომ გადაწყვიტე, რომ სწორედ საქართველოში დაგეწყო შენი მიზნების განხორციელება:

ვთვლი რომ საქართველო ძალიან განვითარდა fashion-ის მხრივ, არა მარტო იმიტომ, რომ არსებობს დემნა, არა. ჩვენ გვყავს მართლაც ძალიან ბევრი ნიჭიერი დიზაინერი, რომლებიც სწორედ საქართველოში მოღვაწეობენ და არა საზღვრებს გარეთ. ასევე ვთვლი, რომ ჩემი სტილი და ხედვაც უფრო შეესაბამება საქართვლოს. მომავალში მოვლენები როგორ განვითარდება არ ვიცი, თუმცა ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ აქ დამეწყო ეს ყველაფერი.

მუშაობის პროცესში რა განიჭებს ყველა დიდ სიამოვნებას, რისგან შედგება შენი ბრენდი.

ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს პროცესი, როდესაც ესკიზებიდან უკვე ვიწყებთ კერვას და ის რასაც დიდხანს ვხატავდი, ვწვალობდი და ა.შ. უკვე რელობად იქცევა და ხელი შემიძლია შევახო ჩემს ნამუშევარს. მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა, ამ დროს ყველანაირი დაღლა მავიწყდება.


რა არის შენი მიზანი მსოფლიო მოდის ასპარეზზე:

მინდა Cécile ოჯახური ბრენდი იყოს, რომელსაც მომავალში ჩემს შვილებს გადავცემ.




როგორი სტილის მქონე ადამიანებზე იქნება გათვლილი: Cécile

ჩემი კლიენტი არის ინდივიდი კრეატიული ხედვით, როგორც ხელოვნებაზე ასევე მოდაზე.
არის ყველა შემდგომი სეზონის ტრენდის კურსში, თუმცა ყოველთვის უკეთებს თავისებურ ტრანსფორმაციას. აქვს urban lifestyle, განტვირთვა მისთვის თეატრი ან წიგნი და country ან jazz ყურსასმენებში. აცვია Cécile რათა გამოხატოს თავისი ავანგარდული შინგანი სამყარო.

მანდილოსნები შენს სამოსში თავს იგრძნობენ:
გამორჩეულად

მოგვიყევი შენს მომავალ გეგმებზე ...
fashion week- ზე უნდა წარვსდგე ჩემი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით, მოდის კვირეულის შემდეგ უკვე ვიფიქრებ მაღაზიის გახსნაზე თბილისში.
ასევე კვირეულის შემდგ დავბრუნდები მოსკოვში და იქაც გავაკეთებ ჩვენებას, თუმცა ვფიქრობ ეს იქნება დახურული ჩვენება და არა Mercedes-ის ფარგლებში, ეს არის უახლესი გეგმები შემდგომ კი ვნახოთ რა იქნება...


blitz interview
მოდა ჩემთვის არის:
- ხელოვნება

არ შემიძლია:

- თავისუფლების გარეშე

ყველაზე მეტად მიყვარს:
- სწავლის პროცესი

არ მიყვარს:

- ორპირი ადამიანები

ვთვლი რომ ჩემი საუკეთესო თვისებაა:

- სამართლიანობა

გამბედაობა არ მყოფნის, რომ:

- დავძლიო წყლის შიში

ვიცხოვრებდი:
- ბალიზე შვილიშვილებთან

ჩემთვის ბედნიერებაა:

- დედაჩემის ბედნიერება




ჟურნალისტი: თათა დოლიძე
ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე
www.angel.ge-სთვის


Category: Fashion, Georgians, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top