;

2 September 2016      ANGEL     Views 5275    
Category: Fashion, Georgians



სალი ფანგანი
ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი
კოლექციით: "დესტინო"


ნუკი კოშკელიშვილი, თიკა ჯამბურია, რუსკა მაყაშილი, ნინი ქარსელაძე, ეკო ფანგანი და კიდევ მრავალი ცნობადი სახე უნიჭიერესი ქართველი დიზაინერის სალი ფანგანისამოსის მომხმარებელია. სალი 2014 წელს თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ,,ნიუქამერების" კონკურსში მონაწილეობდა, ის თავიდანვე გამოირჩეოდა, ინდივიდუალიზმითა და დახვეწილობით.

2016 წლისთვის სალიმ ძალიან ლამაზი კოლექცია შესთავაზა მომხმარებლებს. მისი ინსპირაცია, როგორც ყოველთვის სალვადორ დალია, დღეს, თბილისში ამ გენიალური მხატვრის სახელის გაგონებაზე მოდისტებსა და ელიტურ საზოგადოებას მისი ნამუშევრები კი არა, სალი ფანგანი ახსენდება. ამ არაჩვეულებრივმა გოგონამ ბევრი იშრომა, რათა ასეთ წარმატებას მიეღწია, ის ახლა ნიუ-იურკშია და იქიდან ცდილობს არ ჩამორჩეს თბილისურ მოდას.

სალი ახლახან დაქორწინდა და სულ მალე დედა გახდება, ალბათ დამეთანხმებით, რომ ძნელია ერთროულად ყურადღება მიაქციო ოჯახს, ამასთანავე ისწავლო ერთ-ერთ მნიშვნელოვან დიზაინის სკოლაში და თანაც გადაღება დაგეგმო. ნიუ-იორკის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზებზე, ბროდვეისა და თაიმს სქვერზე მოაწყო ფოტოსესია, რომლის მთავარი გმირიც ტელეწამყვანუ ნუკი კოშკელიშვილი იყო.




71 წლის წინ გადაღებული ფილმი სალი ფანგანის კოლექციის ძირითადი ხაზია. დესტინო ასე ჰქვია მის ახალ კოლექციას, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მნახველს, კოლეცია მინიმალისტური და დახვეწილია, სწორედ ამიტომ ის მოთხოვნადია და მოდის ცნობილი კრიტიკოსებიც დადებითად აფასებენ მის ნამუშევრებს. ბალერინები კოლექციის მთავარი შტრიხია, რომელიც სილამაზესა და დახვეწილობას აღნიშნავს. ნატურალური ბარხატი, საკოსტიუმე შალი, ტრიკოტაჟი და ნატურალური ორგანაზა ამ სამოსის შესაქმნელად გამოიყენა დიზაინერმა. კოლექცია ორ ნაწილად იყოფა ძირიდახი ხაზი დაეთმო შავ კაბებს, რომლებიც ძალიან ელეგანტურია და თანაც იდეალურია პაემანზე თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასასვლელად, რადგან ამ სამოსით გამოხატავ შენ სულიერ სილამაზესა და სიძლიერეს. სტრიტ სტაილისთვის და ყოველდღიური მოხმარებისთვის დესტინოს მაისურები საუკეთესოა, რადგან იდეალურად ერგება სხეულს და თანაც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მისი მოდელები შეგიძლიათ შეიძინოთ Co.Mode -სა და Co.Lab-ში.

Sali Pangani SPCS ™
Fashion Designer, Handmade
www.salipangani.com
instagram.com/sali_pangani_clothing/



Salvador Dali by Sali Pangani






































Category: Fashion, Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top