;

30 May 2016      ANGEL     Views 2620    
Category: Fashion



RESORT 2017
Louis Vuitton

დიზაინერმა Nicolas Ghesquière რიოში Niterói-ს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარმოადგინა Louis Vuitton-სთვის მის მიერ შექმნილი რიგით მე-3 Resort კოლექცია. გასაოცარმა ლოკაციამ 500-მდე სტუმარს უმასპინძლა, კოლექცია კი რიოში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების თემასს ეძღვნებოდა. დიზაინერი კოსტუმებით ოლიმპიურ-დისკუსიებშიც ჩაება და ჭადრაკის შავ-თეთრი დაფით გამოხატა მისი მხარდაჭერა 2020 წლის თამაშებისთვის ჭადრაკი აღიარონ ოლიმპიურ სპორტად. სტუმრები ვერტმფრენებით დაეშვნენ და შოუს დაწყებამდე ესტუმრნენ რიოს ღირსშესანიშნაობებს: კორვოკადოს მთას, კოპაკაბანასა და იპანემას სანაპიროებს. ჩვენების დასრულების შემდგომ წვეულებაზე კი რა თქმა უნდა ბრაზილიური ცეცხლოვანი ცეკვებით გაართეს სტუმრები. ჩვენებას სოციალურ ქსელში არნახული აქტივობა მოყვა.




კოლექციამ აღფრთოვანება გამოიწვია ახალგაზრდებში, ეს გამოძახილი იყო ბოლო დროის სპორტული და გრანჟ ტრენდისა, Louis Vuitton-მა გაამყარა ამ მიმდინარეობის გავლენა მოდის სფეროში. ქოლორ-ბლოქ კაბები სკუბა-დაივინგის კოსტუმების სტილში, საწვიმარები და პარკა მოსახურები დეკონსტრუირებული დეტალებით, აქსესუარები კი LV-ს ფერადი მონოგრამული პრინტით და NASCAR-ის გრაფიკით თავს დაიმკვიდრებს მომავალი წლის resort კოლექციისთვის. ნიკოლასი ამბობს, რომ მას ესმის თანამედროვე ქალების, რომელთაც სურთ მეტი სპორტული-შიკი შემატონ გარდერობს.: “I think what defines our time is that women want to look sophisticated and they want casual sports clothes—those are the two big obsessions.”





შოუს მთავარი მოდელი გახლდათ Mica Arganaraz, ბუნებრივად ხუჭუჭა თმითა და bad-girl განწყობით მიკამ თამამად გახსნა ჩვენება. თითქოსდა ვიზაჟისტთა გუნდი საერთოდ არ ზრუნავდა მოდელების მაკიაჟზე, Paul Hanlon-მა კი ვირტუოზულად ხელშეუხებლად დატოვა დიფუზორი-თმის საშრობის ეფექტი "beauty on vacation".




























საგამოფენო სივრცე პოდიუმად სრულიად მარტივად გადაკეთდა, სტუმრებისთვის დასაჯდომად ყუთები და პროდუქტების სათავსოების სტილის სკამები გამოიყენეს.



სტუმრები Niterói-ს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში









Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top