19 May 2016      TataNakani     Views 4 891    
Category: Fashion


მერსედეს ბენცის მოდის კვირეული 2016/III

მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ქართული მოდის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია წარმატებისკენ. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ქართველი დიზაინერები, მოდელები, It გოგონები და რაც, მთავარია საქართველოში შექმნილი კოლექციები მოხვდნენ. ამერიკული "ვოგის" გვერდებზე თბილისს არაერთხელ შეხვდებით სხვადასხვა ასპექტით. ამჯერად კი "ვოგის" მიერი არჩეულ ქართველ დიზაინერებს წარმოგიდგენთ, რომელთა სრული კოლექციები მოდის სფეროს ყველაზე გავლენიან ონლაინ გამოცემაში მოხვდა და მისი ხილვის საშუალება მთელ მსოფლიოს აქვს. აღსანიშნავია, რომ მოდის კვირეულის კომპეტენტურ სტუმრებს ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ძალიან მოეწონათ და დღევანდელი ქართული მოდის ეტაპი დადებითად შეაფასეს. მათთვის, ვინც ვერ შეძლო დასწრებოდა 2016 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს, წარმოგიდგენთ ქართველი დიზაინერების კოლექციებს. სტატიების უკვე მესამე ნაწილში იხილეთ: Gvantsa Janashia; Bessarion; George Keburia
Vogue

Photo - Aitor Rosas / Indigital.tv


Gvantsa Janashia
გვანცა ჯანაშია
2013 წლიდან
ცნობილია მინიმალისტური სილუეტებითა და სადა პალიტრებით.
2016 წლის შემოდგომის კოლექციის შთაგონების წყაროა - ძველი ქართული ფილმები, მსახიობები და 1930-იანი წლების მამაკაცთა სამოსის სილუეტები.

































Bessarion Razmadze
ბესარიონ რაზმაძე
2009 წლიდან
ცნობილია დიდი მოცულობის, ქანდაკებების სილუეტებით და ასევე ბომბერ პიჯაკებით.
70-იანი წლების რუსული ფილმები მისი 2016 წლის შემოდგომის კოლექციის შთაგონების წყარო გახდა.
მოდის სახლის სამოსი ეცვა: Ksenia Sobchak


































George Keburia
გიორგი ქებურია
2010 წლიდან
ცნობილია ახალგაზრდული სვიტერებითა და პიჯაკებით. აბსტრაქციული და მულტფილმის პრინტებიანი აქსესუარებით.
2016 წლის შემოდგომის კოლექციის შთაგონების წყაროა: 80-იანი და 90-იანი წლების საქართველო, სპორტული სამოსის გავლენით.

























ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top