14 May 2016      TataNakani     Views 2 453    
Category: Fashion


მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ქართული მოდის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია წარმატებისკენ. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ქართველი დიზაინერები, მოდელები, It გოგონები და რაც, მთავარია საქართველოში შექმნილი კოლექციები მოხვდნენ. ამერიკული "ვოგის" გვერდებზე თბილისს არაერთხელ შეხვდებით სხვადასხვა ასპექტით. ამჯერად კი "ვოგის" მიერი არჩეულ ქართველ დიზაინერებს წარმოგიდგენთ, რომელთა სრული კოლექციები მოდის სფეროს ყველაზე გავლენიან ონლაინ გამოცემაში მოხვდა და მისი ხილვის საშუალება მთელ მსოფლიოს აქვს. აღსანიშნავია, რომ მოდის კვირეულის კომპეტენტურ სტუმრებს ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ძალიან მოეწონათ და დღევანდელი ქართული მოდის ეტაპი დადებითად შეაფასეს. მათთვის, ვინც ვერ შეძლო დასწრებოდა 2016 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს, წარმოგიდგენთ ქართველი დიზაინერების კოლექციებს. პირველ ნაწილში იხილეთ : AVTANDIL; Eloshi; George Pantsulaia

I ნაწილი
Vogue
Photo - Aitor Rosas / Indigital.tv

AVTANDIL
ავთანდილ ცქვიტინიძე
2000 წლიდან
ვირტუალური სივრცე და ვიდეო თამაშები 2016 წლის საშემოდგომო კოლექციის შთაგონების წყაროა. პიქსელებიანი პრინტებითა და ნაქარგებიანი ნაჭრებით შექმნილი კოლექცია ჭრელია და მასში მრავალფეროვანი მასალები ჭარბობს.
































Eloshi
ლელა ელოშვილი
2012 წლიდან
2016 წლის შემოდგომის კოლექციის შთაგონების წყარო ხატვის შემოქმედებითი პროცესია, დაუმთავრებელი ესკიზები, ჩანახატები და უბრალო ფორმები. კოლექციაში დომინირებს შავი, ლურჯი, ვერცხლისფერი და ჩალისფერი ტონები.































George Pantsulaia
2005 წლიდან
2016 წლის შემოდგომის კოლექციის შთაგონების წყარო თამაში პოლო- ცხენბურთია. ამ თამაშის მოყვარული ქალბატონები კი კოლექციის მთავარი მუზები არიან. დომინირებს მუქი ფერები: შავი და ლურჯი.



























ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top