;
12 მაი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 5256-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge



დასრულდა მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეული
სადაც ქართველმა დიზაინერებმა 2016-17 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს. კვირეულის ფარგლებში, რომელიც 5-9 მაისის ჩათვლით გაიმართა ვიხილეთ ავთანდილის, ატელიე კიკალა, აკა ნანიტაშვილი, თამუნა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი, ატელიე 10'ა, GOLA DAMIAN, ELOSHI, დიანა ქვარიანი, გიორგი ქებურია, MATERIEL, LALO და 711-ს დამოუკიდებელი კოლექციები, რუსეთში მოღვაწე დიზაინერის ალექსანდრ არუტუნოვის და ბესარიონის ჩვენებები, ქეთევან მაისაიას ფეხსაცმელების კოლექცია, სოფია გონგლიაშვილი და ვასკას შოუ-გამოფენები.

Mercedes-Benz FW TBILISI guest style

კვირეული აქტიურად გააშუქეს უცხოურ მედიაში. ყურადღების ქვეშ მოექცნენ ქართველი მოდელები და IT girl-ები, განსაკუთრებით გამოირჩეოდა VOGUE-ს საიტის მიმოხილვები. აღნიშნეს ქართველი დედა-შვილების სტილი; სახლში ეწვივნენ ნინი ნებიერიძეს , სადაც მოდელმა VOGUE-ს მისი გარდერობი აჩვენა, რომელიც ცნობილი ბრენდებისა და მეორად-მაღაზიებში ნაპოვნი სამოსის მიქსს წარმოადგენს.

განიხილეს კვირეულის გამორჩეული Top 5 Georgian Models, რომელთა შორისაც ჟურნალისტმა დაასახელა: ელენე მახარაშვილი, ლიკა რიგვავა, მარიამ სანოგო, მარიშა ურუშაძე და თათია ახალაია. ასევე აღნიშნეს, რომ თბილისი მოდური It Girl-ების თაობით გამოირჩევა.

მოდის კვირეულს მიღმა, VOGUE-ს გადამღები ჯგუფი მშრალ ხიდს ეწვია ნიუ იორკში მოღვაწე სტილისტ ქეთევან გვარამაძესთან ერთად. ასევე განიხილეს წარმოშობით ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ლეიბლის Vetements-ის გავლენა სხვა ქართველ დიზაინერებზე და რა თქმა უნდა VOGUE-მაც დააფიქსირა კვირეულზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა.




Mercedes-Benz Fashion Week TBILISI
Guest Style for www.angel.ge

photographer: Anna Batsikadze
[www.facebook.com/annabatsikadze]

მეტი ფოტოები იხილეთ ენჯელის ფეისბუქის ფეიჯის ალბომში:
Mercedes-Benz Fashion Week TBILISI May 5-9 2016





















კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge
Tags:

0





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top