;

12 May 2016      TataNakani     Views 2596    
Category: Fashion


"Gucci, დაიხიე უკან! იტალიელო და ზოგადად, დიზაინერებო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ გსურთ თვალი შეავლოთ უმაგრეს, ოსტატურად შექმნილ ფეხსაცმელებს, რომლებიც საქართველოში მზადდება!"
გაინტერესებთ ვის შესახებ წერს Vogue.com?



ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. ანუკი არეშიძის, ანუკა ქებურიას, თამუნა ინგოროყვას, ლელა ელოშვილისა და ქეთევან მაისაიას ნამუშევრები Vogue-მა ერთ სტატიაში გააერთიანა და მათზე თამამად და თავდაჯერებულად ისაუბრა. თქვენთვის ნაცნობი დიზაინერების გვერდით ქეთევან მაისაიაც მოხვდა, რომლის შესახებ საქართველომ უფრო მეტი უნდა იცოდეს. მისი ტყავის, ელვით გაწყობილი ფეხსაცმელები უკვე ძალიან პოპულარული და აქტუალურია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. 2016 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის შემდეგ მან კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება, გაიგეთ მეტი ქართველი დიზაინერის შესახებ, რომლის წარმატებაც გასცდა საქართველოს ფარგლებს.



Ketevane Maissaia / ქეთევან მაისაია

1985 წელს თბილისში დაიბადა. არქიტექტორი მამისა და მხატვარი დედის ოჯახში მისი ნიჭისა და შესაძლებლობების პროფესიად გადაქცევა ალბათ არავის გაკვირვებია. 2004 წლიდან პარიზში გადავიდა და რამდენიმე მოდის სკოლაში ისწავლა, შედეგად კი პირველ სტაჟირებაზე Hermes-ის აქსესუარებზე იმუშავა, ჩანთები დიზაინერის ამპლუაში კი Martin Margiela-სთან 2011-2012 წლებში. 2010 წლიდან სათვალეების კოლექციებზე მუშაობს, რომლებიც უკვე მსოფლიოს მასშტაბით იყიდება და გამორჩეულია თავისი კონსტუქციით. ქეთევანი პარალელურად ახლა Loewe-ს აქსესუარების ხაზზეც მუშაობს. ქართული კულტურისა და პოსტსაბჭოთა ცხოვრების სტილის გავლენით ქეთევანმა ფეხსაცმელებზე მუშაობაც დაიწყო, რითიც უდიდესი ყურადღება მიიქცია. იტალიური ტყავით საქართველოში დამზადებულ ფეხსაცმელებს მსოფლიო დიდი ინტერესით შეხვდა. მაშინ როდესაც Vogue იტალიას მოუწოდებს უკან დაიხიოს, რადგან ქეთევანისა და სხვა ქართველი დიზაინერების მიერ შემქნილი ფეხსაცმელები ბაზრის თამაშებს იგებს, ეს უკვე დიდი წარმატებაა.


le mocassin zippe presentation
პერფორმანსი თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე



ქეთევან მაისაიამ ონლაინ გამოცემა ZoeMagazine.net-თან ინტერვიუში კარიერასა და შთაგონების წყაროზე ისაუბრა. კითხვაზე როდის გადაწყვიტა გამხდარიყო დიზაინერი, ქეთევანმა 90-იანი წლების თბილისი გაიხსენა, როდესაც დედამ ერთ-ერთ ჩვენებაზე წაიყვანა.

"ვიცოდი, რომ ეს მინდოდა მეც გამეკეთებინა. 13 წლის ასაკში, როდესაც პირველად მქონდა წვდომა ინტერნეტთან, მაშინ აღმოვაჩინე Vivienne Westwood, Jean Paul Gaultier, Yves Saint Laurent და სხვა უდიდესი დიზაინერების ნაშრომები. მას შემდეგ მოდა ჩემი მომნუსხველი ძალა გახდა და დღეს უკვე ჩემი ცხოვრებაა."





მისთვის ყველაზე საყვარელ დიზაინერებად Hussein Chalayan და Martin Margiela მოიხსენია, რომლებთანაც სტაჟიორად მუშაობის სიამოვნება ხვდა წილად. შთაგონების წყარო მისთვის არ არის კონკრეტული, ეს შეიძლება ნებისმიერი რამ აღმოჩნდეს.

"რაღაც საგნის ტექსტურა, გრაფიკა, ფერები, შენობები, ფილმის პერსონაჟები და სხვა. მიყვარს საბჭოთა დიზაინი და ნოსტალგიაც მაწუხებს იმ უბრალო და ცარიელი ესთეტიკის."






კითხვაზე რა მუსიკას შეურჩევდა თავის ნამუშევრებს, Herbie Hancock ‘rock-it’ აღნიშნა. კოლექციის მომზადების წინ ცდილობს ყველაფრისგან გათავისუფლდეს, შემდეგ იწყებს იმის შექმნას რაც არ უნდა რომ შექმნას და საბოლოოდ იმ შედეგამდე მიდის, რისი შექმნაც სურს.

რომ არა დიზაინერი, რა საქმიანობას აირჩევდა, ქეთევანის პასუხი რადიკალური და თავდაჯერებული იყო:
"დიზაინერობის გარდა, მოდის სფეროში არაფრის გაკეთება არ მსურს."





ქეთევან მაისაიას მიერ შექმნილი სათვალეები









ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top