4 May 2016      TataNakani     Views 5 874    
Category: Fashion

ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმში წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოსტუმირებული საღამო გაიმართა. Met Gala - Costume Institute Gala 1995 წლიდან ანა ვინტური ხელმძღვანელობს. საღამოს თემისა და დამსწრე სტუმრების არჩევა "ვოგის" რედაქტორის პრეროგატივაა. ყოველწლიურად წვეულება მეტროპოლიტენის მუზეუმისთვის ფონდების მოსაძიებლად ტარდება, რეკორდულ შემოსავალს - 12 მილიონს 2015 წელს მიაღწია. 1946 წლის შემდეგ ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული წვეულება საინტერესოა, როგორც ვარსკვლავებისთვის, ასევე მოდის მოყვარულთათვის. კონკრეტული თემის მიღმა მოწვეული სტუმრები სხვადასხვა არჩევანს აკეთებენ და წითელი ხალიჩაც მრავალფეროვანია. შარშანდელი ჩინური კულტურის თემის შემდეგ, 2016 წლის Met Gala-ს თემაა “Manus x Machina: მოდა ტექნოლოგიების ასაკში", რაც რამდენიმე სტუმრის ლუქზე განსაკუთრებულად წარმოჩინდა. წელს ანა ვინტურის სტუმრების სიაში ბევრი გამორჩეული ვარსკვლავი და მოდელი მოხვდა. იხილეთ Met Gala 2016-ის წითელი ხალიჩის სრული სია.


Met Gala 2016





































































































































ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top