;

13 April 2016      ANGEL     Views 2334    
Category: Fashion, Georgians



Integral“ სამოსისა და ფეხსაცმლის ახლად დაარსებული ქართული ბრენდია . ბრენდის დამაარსებლები არიან სოფიო სოროზნიშვილი და ნუცა ხიზანიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამხავრო აკადემიის კურსდამთავრებულები. დაახლოებით ერთი წელია, რაც ბრენდი არსებობს და ამ ხნის განმავლობაში "Integral"-მა შექმნა პროექტი, რომლის პრეზენტაციას თიბისი ბანკის გალერეამ უმასპინძლა.





პროექტი მოიცავს საერთო კონცეფციაზე დაყრდნობით შექმნილ ფილმს, ფოტოსესიას, ვიდეო-არტსა და პერფორმანსს.
ფილმზე იმუშავეს რეჟისორებმა: კატალინა ბაქრაძემ, ანნა სარუხანოვამ და ოპერატორმა - ლევან მაისურაძემ. "Integral"-ის კოლექციის ფოტოსესიაზე იმუშავა გოგლიკო ფიფიამ, ხოლო ვიდეო-არტის ავტორი გახლდათ მედია არტისტი თინა მაყაშვილი.




"Integral"-ი აფასებს სივრცის საჭიროებას სამოსსა და სხეულს შორის, სწორედ ამიტომ წარმოდგენილი კოლექცია უნისექსის ტიპისაა. სამოსის ყოველი ნაწილი შექმნილია ქსოვილის საგულდაგულო შერჩევითა და თარგის ზედმიწევნითი სიზუსტით.

ბრენდის მიზანია - ახალი სიტყვა სამოსის ხელოვნებაში, ქსოვილზე მანიპულირებისა და განსხვავებული კონსტრუქციების მეშვეობით სწორი ზედაპირიდან რელიეფური ფორმის მიღება. "Integral"-ის სამოსი ადამიანის სოციალური სხეულის ანალოგია, რომლის მეშვეობითაც ვიღებთ ვიზუალურ მესიჯს პიროვნების განსხვავებული, ინდივიდუალური თვისებების შესახებ. ეს ახალი ქართული პროდუქტი შექმნილია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც მასისგან დამოუკიდებლად არსებობენ.




25 მარტს შარდენის ქ. # 19-ში გაიხსნა ბრენდ "Integral"-ის პირველი კოლექციის "შოურუმი", რომელსაც მასპინძლობს სამხატვრო აკადემიასთან არსებული გობელენის მუზეუმი. ექსპოზიცია წარმოდგენს სრულ კოლექციასა და ვიდეო არტს ინსტალაციის სახით. "Integral"-ი გვაჩვენებს სამოსის ხელოვნებას, რომელიც გამოირჩევა როგორც შემოქმედებითი, ასევე ვიზუალური კუთხით. აღსანიშნავია, რომ ბრენდი ორიენტირებულია, შექმნას ხარისხიანი და განსხვავებული პროდუქტი. კოლექციაში შესული კოსტიუმებისთვის დამახასიათებელია ნატურალური ქსოვილები, ფერის მდიდარი არჩევანი და საინტერესო სილუეტები. კოლექციაში წარმოდგენილია 20-მდე კოსტიუმი და ფეხსაცმელი. კოსტიუმების ავტორები და შემსრულებლები არიან თავად დიზაინერები. ფეხსაცმელების დიზაიანი ეკუთვნის "Integral"-ს და წარმოებულია საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ქუთაისის ერთ-ერთ ფაბრიკაში. ფეხსაცმელები დამზადებულია ნატურალური ტყავით და გამოირჩევა მაღალი ხარისხით, აყვანილია რბილ ძირზე და აქვს სუპინატორი, რაც მომხმარებელს კომფორტს ანიჭებს.



www.integral.ge
www.facebook.com/integraltowear
www.instagram.com @integralofficial










„Integral“-ისთვის შექმნილი ანიმაციური პრომო რგოლი, თინა მაყაშვილის მიერ შესრულებული. მუსიკა ეკუთვნის ბექა კუნდალინს, კომპოზიცია- „ერთად“ (ინსტრუმენტალური ვერსია).




„Integral“-ის კოლექცია ათმა არტისტმა ორიგინალური პერფორმანსის სახით წარმოადგინა, რომელიც კარისა და კიბის კონსტრუქციასა და ქანდაკებებს მოიცავდა. კონსტრუქცია და ქანდაკებები პროექტის კონცეფციის სიმბოლო არის, რაც ადამიანის პიროვნული თვისებების პერიოდულ სახეცვლილებაზე მიანიშნებს.








შოურუმი ამჯერადაც მოქმედია შარდენის ქ. # 19-ში. 12:00 სთ-დან 22:00 საათამდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მივიდეს მითითებულ მისამართზე, მოირგოს და შეიძინოს სასურველი პროდუქტი, რომელსაც ბრენდი სთავაზობს. ბრენდის სამოსი ხელმისაწვდომი და გათვლილია საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის."






Category: Fashion, Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top