;

16 April 2016      ANGEL     0 Comments     Views 3064    
Category: Fashion, Man, Georgians, for ANGEL.ge



იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება მოდის სამყაროსადმი ინტერესი, იზრდება ამ სამყაროში მოღვაწე საინტერესო ადამიანთა რიცხვიც. დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი დათა ალექსეევიც მოდის სამყაროში მოღვაწე ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა, კრეატიული და საინტერესო ფიგურაა. დათა 13 წლის იყო როცა მოდის სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგა, როგორც თავად ამბობს მის კარიერასა და შემოქმედებით ზრდაზე თბილისის მოდის კვირეულმა და მის გარშემო მყოფმა კარგმა ადამიანებმა იქონიეს ყველაზე დიდი გავლენა. ამ ეტაპზე კი ის რამდენიმე მნიშვნელოვან სტატუსს ითავსებს. როგორც მის ბლოგზე Everyday Is Runway -ზე ვკითხულობთ ის ფოტოს სტილისტი, მოდის ჟურნალისტი და ბლოგერია.

IT Boy: დათა ალექსეევიIT BOY: დათა ალექსეევი
საქმიანობა: მოდის ბლოგერი, 18 წლის

www.everydayisrunway.wordpress.com
myvideo: დათას ვლოგი
Instagram:@dataalekseev
LOOKBOOK: dataalekseev

მიუხედავად იმისა, რომ დათა ძალიან ახალგაზრდაა, მისი შემოქმედება და მოღვაწეობა საკმაოდ მრავალფეროვანია.ამრიგად, მისი საუბარი საკუთარ ცხოვრებაზე უამრავი საინტერესო ფაქტით არის მდიდარი. ვფიქრობთ, რომ დათა შესანიშნავი მაგალითია დამწყები ბლოგერებისთვის და მოდის სამყაროთი დაინტერესებული არტისტებისთვის. რადგან, მან შეძლო და თავის თავი წარმოადგინა არაერთი რაკურსით, მაგალითად: ვიდეო სიუჟეტებით, ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიებით, სამოსის გრაფიკული დიზაინის შექმნით და უდაოდ გემოვნებიანი და საინტერესო იმიჯით.




www.angel.ge-სთვის
ჟურნალისტი: თათია ონიანი
ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე
facebook.: Anna Batsikadze Photography


_ პირველი ნაბიჯები მოდის სამყაროში _

"პირველი ნაბიჯები დაიწყო ღრმა ბავშვობიდან: ზუსტად 2011 წელს გავაკეთე ბლოგი buzznet_ზე, სადაც ვდებდი ინსპირაციულ ფოტოებს. ჩემი ინსპირაცია კი პანკის სტილი იყო და ამ სტილს რაც უკავშირდებოდა ყველაფერი ძალიან მომწონდა ოღონდ, Fეშენში გადმოტანილი. სხვათაშორის წელს არის მსგავსი ტენდენცია: ცოტა პანკი, ვინტაჟი და ქეჟუალი, ეს ყველაგერი თავისუფალ სტილშიც ძალიან კარგად გადმოდის. ამ ინსპირაციულიდან დავიწყე და ნელ–ნელა, ჩემით, ვისწავლე აბსოლიტურად ყველაფერი, დაწყებული საიტის გრაფიკული დიზაინით, დამთავრებული – პოსტებით, სტატიებით და წერის კულტურით. ესე მოვდივარ 2011 წლიდან."

_ თავის დამკვიდრების ეტაპი, როგორ მოხდა, რომ ეს ყველაფერი დაიწყო _

პოსტებით, გაგრძელდა ვიდეო სიუჟეტებით და ამ ეტაპზე OK Magazine_სთვის წერ?_

"აბსოლიტურად ყველაფერი იყო ექსპრომტი, ანუ ამ ნაბიჯებიდან არცერთი არ მქონდა დაგეგმილი. უბრალოდ, ეს იყო ჩემი გატაცება რომელიც მომწონდა. ამ ყველაფერში კი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის TBILISI FASHION WEEK_ს, რომელმაც რეალურად აღმზარდა როგორც ბლოგერი. თბილსის მოდის კვირეულით დაიწყო ყველაფერი მაშინ, როცა პირველად გავიარე აკრედიტაცია. მანამდე რამდნეიმე წლიანი ჩავარდა ქონდა კვირეულს, ანუ არ იმართებოდა და როცა სეზონი გაიხსნა მეც გავიარე აკრედიტაცია, რამაც ძალიან გამახარა. ამავე პირველი კვირეულიდან უკვე გადმოვიღე დიზაინერების ლუქები, მათზე დავწერე სტატია და ნელ–ნელა დავხვეწე ბლოგი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სწორედ TBILISI FASHION WEEK_ს მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი ჩემს კარიერულ წინსვლაში."

_როდის გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად, როდესაც წერ მოდის კვირეულის მიმოხილვას,
როცა სიუჟეტს აკეთებ თუ როცა უბრალოდ სთრით სთაილ ფოტოგრაფებისთვის პოზირებ _


" ზემოთ ჩამოთვლილ ყველა დარგში კომფორტულად ვგრძნობ თავს. განსაკუთრებით კი, მიყვარს საინტერესო ადამიანების აღმოჩენა, ანუ – არა Fეისი ადამიანების აღმოჩენა. ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანია საინტერესო, თუნდაც ფოტოგრაფი, სთრით სთაილერი, ან მხატვარი, ოღონდ ეს ხალხი ჯერ არ ჩანს. ჩემთვის ნედლი მასალა უფრო მნიშვნელოვანია და სხვათაშორის უფრო რეიტინგული და საინტერესოცაა ვიდრე Fეისებზე და სელებრითებზე მუშაობა. მაგრამ Fეისები და სელებრითებიც აუცილებელია და არც მათ ვტოვებ უყურადღებოდ რა თქმა უნდა."




_ ყოფილა თუ არა კონკრეტული მოვლენა ან პერსონა რომელმლისადმი სიყვარულმაც გაიძულა
ამ სამყაროში ჩართვა ან მოდის აიქონი რომელმაც გარკვეულწილად გავლენა იქონია შენს სტილზე _


"არა, არანაიარად არ ყოფილა მსგავსი ადამიანი ან მოვლენა. სხვათაშორის არც დიზაინერის გავლენა მქონია, ბავშვობიდანვე ვგიჟდებოდი ჯერემი სკოტზე, რა თქმა უნდა. ნაკლებად მაცვია ჯერემი სკოტისებური ტანსაცმელი მაგრამ, დიზაინერი და მისი კოლექციები ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა. თუმცა, ჩემს სტილზე გავლენა არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ მოუხდენია. აი წელს ჩემს ტვინში და ზოგადად მსოფლიოში ძალიან დიდი გადატრიალება მოახდინა დემნა გვასალიამ, რომელმაც მთლიანად შეცვალა და ახალი სული ჩაბერა მოდის სამყაროს რადგან მან სულ სხვანაირი მასალა წარმოგვიდგინა."

_ მოდის სამყაროს გარდა რას უჭირავს ყველაზე დიდი ადგილი შენს ცხოვრებაში _

"ამ ეტაპზე ხელოვნების და მოდის სამყაროს გარდა არაფერი მაინტერესებს. ხელოვნების დარგებიდან ფოტოგრაფიას გამოვარჩევდი. სხვათაშორის, ფოტოგრაფობას არ ვაპირებ მაგრამ, ახლახანს დავიწყე ფოტოგრაფობა (და თავადაც გამიკვირდა იმდენად კარგი გამოვიდა), ანუ სტილიც მე გავაკეთე და ეს ფაქტიც ექსპრომტად მოხდა. ჩემს კარიერაში ყველაფერი ექსპრომტია. რა საკვირველია, შეიძლება რაღაც დაგეგმილი იყოს და ძალიან კარგად გამოვიდეს მაგრამ, ჩემს ცოხვრებაში ძირითადად ყველაფერი ექსპრომტად ხდება რაც ძალიან მიხარია."




_ ინსპირაციის წყარო შენი მოდური და საინტერესო ლუქებისთვის _

" კონკრეტული ინსპირაციის წყარო არც სტილში არ გამაჩნია, არანაირად არ მოდის ინსპირაცია. შეიძლება მომწონს ვიღაცის რაღაც მაგრამ, არ გადმოვიღებ. მე ეს თვისება მომწონს ჩემს თავში და ალბათ ეს ყველაფერი ხასიათსაც უკავშირდება. მრავალფეროვანი ხასიათი მაქვს და სტილიც ამიტომ გამომდის ხოლმე მრავალფეროვანი გარდა ამისა ყველაფერს ისე ვირგებ როცა საჭიროა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხასიიათის შესაბამისად ვარჩევ იმ კონკრეტული დღის ლუქს ოღონდ, რაც მთავარია უნდა იყოს განსხვავებული. აქვე ხაზგასასმელია, რომ მე ტანსაცმელს არ ვარჩევ სპეციალურად კვირეულისთვის და განსაკუთრებულად არ ვემზადები. კვირეულზეც ის მაცვია რაც ყოველდღიურად. "

_ კონკრეტული ბრენდი, დიზაინერი ან ფოტოგრაფი რომელთანაც უპრობლემოდ ითანამშრომლებდი _

" ჯერ–ჯერობით არავისთან მუშაობის სურვილი არ მაქვს განსაკუთრებით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩემს თავთან ვმუშაობ. ჩემში მინდა უფრო მეტი დამოუკიდებელი პროგრესი. შესაბამისად, არავინ მახსენდება ვისთანაც ამ კონკრეტულ პერიოდში ვიმუშავებდი... ყველაფერი ეტაპობრივია. გამოცდილების მხრივ ჯერ საქართველოში ვიმუშავებ ნებისმიერთან – ვინც მომეწონება. მერე და მერე რა თქმა უნდა ვიმუშავებდი სერიოზულ ბრენდებთან მაგალითად კენზოსთან და ასე შემდეგ... "



_ როგორც ცნობილია თავადაც ქმნი სამოსის გრაფიკულ დიზაინს,
ხომ არ აპირებ მომავალში ამ სფეროში გააქტიურებას _


"სხვათაშორის ეს აქტივობაც ექსპრონტად მოხდა. არ ვაპირებ გაღმავებას, უბრალოდ, როცა დიზაინერმა მომწერა რომ აპირებდა რაღაც ახლის გაკეთებას და ჭირდებოდა პრინტები, ვუპასუხე, რომ მეხერხება და თუ სურვილი ექნებოდა შემეძლო ამ სფეროში დახმარება. აი ასე დაიბადა ეს იდეა. დღესაც ჩემი შექმნილი მაისური მაცვია მაგრამ, ეს მხოლოდ ჩემთვის შევქმენი.საბოლოო ჯამში, სამომავლოდ კოლექციის შექმნაზე ან რაიმე მსგავს აქტივობაზე არ მიფიქრია."



_ გაქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული ხერხი რელაქსაციისთვის _

"ჩემი რელაქსაცია არის დილით, სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე, ყავის დალევის და სიგარეტის მოწევის დრო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აქტიური ცხოვრების რითმიც რელაქსაციაა ჩემთვის. ამ ყველაფრიდან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, აი თუნდაც კვირეულებზე დასწრებით. რა საკვირველია ვიღლები კიდეც მაგრამ, ძალიან სასიამოვნოდ. "

_ გარემო სადაც თავს გრძნობ ყველაზე კომფორტულად _

"მაგალითად, წარმოვიდგინოთ: რაიმე კომპანიას აქვს ჩემთან დაკვეთა, კარგ მაღაზიაზე კარგი ფურშეტით და სტუმრებით და მე ამ დროს მევალება სტუმბრებში ტრიალი, მათი ჩაწერა და სიუჟეტის მომზადება. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და სწორედ ამპროცესში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად."

_ TBILISI FASHION WEEK_ის მიმოხილვად და შთაბეჭდილებები _

" ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თაკო ჩხეიძეს ქართული მოდის, როგორც კულტურის ჩამოყალიბებაში, რადგან მან დიდი როლი ითამაშა კვირეულის წარმატებულად განხორციელებაში. ამ კვირეულზე გამოვარჩევდი DALOOD _ის, კრეატიულ დირექტორს , მაკა კვიციანს, რომლის ჩვენებაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოეწყო. ფავორიტი იყო რადგან , წარმოდგენილი ჰქონდა ძალიან მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც იყო ტენდენციებს მორგებული, 90იანებით ინსპირირებული (რაც დიზაინერმა ნათლად გამოხატა კოლექციაში).აღსანიშნავია ტრენდული დეტალები კოლექციაში,მომეწონა Over Sized ჟაკეტები და აუცილებლად უნდა ვახსენო, წითელი ჩექმა რომელმაც განსაკუთრებული შტაბეჭდილება დატოვა. დღევანდელი ქალი რომელიც არის მკაცრი, თავდაჯერებული და დამოუკიდებელი, თავისუფლად მოირგებდა ამ სამოსს. ასევე გამოვარჩევდი ატელიე 27_ის ჩვენებას რომლის დებიუტიც შარშან შედგა და მაშინვე დაიმსახურა ჩემი სიმპათია, რადგან, ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ნაცრისფერ–შავ ფერებში გადაწყვეტილი დუტის დეტალები, რასაც მდიდრული იერიც ამშვენებდა. აქედან გამომდინარე არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ წელსაც ძალიან კარგი კოლექცია წარმოადგინეს და დიდ წარმატებას ვუსურვებ მათ. ასევე, ძალიან მომეწონა თამთა შინდელიშვილის კოლექცია. დიზაინერი რომელიც, დაახლოებით 2 წლის წინ ნიუ ქამერების გამარჯვებული გახდა და ეტაპოიბრივად ისე განვითარდა და ჩამოყალიბდა, რომ თავის ხაზი საკმაოდ ინდივიდუალურად გამოკვეთა რისი შედეგიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა."



_ ყველაზე გამორჩეული კვირეული _

"ყველაზე გამორჩეული კვირეული იყო მერსედეს ბენზის რომელიც სოფია ჭყონიამ მოაწყო, ამ კვირეულზე შეკრებილი იყო მართლაც მაღალი დონის საზოგადოება. ჩემთვის კი, ეს ყველაფერი გამორჩეუი იყო იმით, რომ ჩემმა ლუქმა ამ დღკეს განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა."

_ მიღწევები საერთაშორისო მოდის სამყაროში _

"საერთაშორისო სივრცეში ჩემი ლუქები საკმაოდ პოპულარულია, მაგალითად, ვოგიზე მოვხვდი ორჯერ. ერთი რუბრიკა იყო ვოგი ტალანტი ხოლო მეორე – ტრენდები, ვფიქრობ ორივე ძალიან მნიშვცნელოვანია, საკმაოდ რთულია, ისეთ გამოცემაში მოხვედრა რომელიც ნამდვილად მოწინავე ადგილს იკავებს მოდის ინდუსტრიაში. მათთან მოხვედრისთვის წარმომადგენელს უნდა დარჩეს ძალიან კარგი შთაბეჭდილება. ჩემს შემთხვევაში თვითონ წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან, მითხრა რომ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემმა ლუქმა მოახდინა და უნდოდა ფოტოს გადაღება. მაშინ მეცვა ნიკოლას ქანთარიას ზედა, ძველი კლასიკური სტილის სამხრეებით სამხრეებით. ასევე საკმაოდ ხშირად ვხვდები სხვა საერთაშორისო მოდის ჟურნალებში, იმაგალითად ELLE_ში, გარდა ამ ჟურნალებისა LOOKBOOK-ზე მაქვს საკმაოდ რეიტინგული ბლოგი."




_ სამომავლო გეგმები _

"დიდი ვარაუდით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას უცხოეთში რადგან მილანის მოდის აკადემიისგან უკვე მქონდა შემოთავაზება. თუმცა უარი ვთქვი, ვინაიდან საქართველოში მინდა ბაკალავრის დამთავრება. ვაპირებ ხელოვნებათმცოდნეობის სწავლას, ეს სფერო ჩემთვის უფრო ფაქრთო სპექტრია, მერე რამე კონკრეტულ დარგს ავირჩევ და გავყვები."




Category: Fashion, Man, Georgians, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top