27 March 2016      TataNakani     Views 6 285    
Category: Fashion


Harper's Bazaar გვირჩევს!
ყველაფერი დეტალებშია!
უფრო კონკრეტულად კი მოდური ლუქის მთავარ აქცენტად აქსესუარებს მოვიაზრებთ. შინაგანი სამყაროს, ინტერესებისა და ხასიათის გამომხატველი ელემენტები აქსესუარებშია, რომლებიც მოდური ლუქის მრავალფეროვნების გარანტიაა. აქსესუარების ხელოვნების შესახებ რჩევებს Harper's Bazaar გვაძლევს. ქალბატონებისთვის მოდური რჩევები არასდროს არის ზედმეტი. გავიგოთ როგორ უნდა ვაქციოთ აქსესუარი ლუქის საუკეთესო ელემენტად.

აქსესუარების ხელოვნება

#1 აქსესუარების შერწყმით შესაძლებელია თანამედროვე და განსხვავებული ლუქი შექმნათ. ერთი აქსესუარი უკვე მოსაწყენია. თქვენი ახალი აქსესუარით შექმნილი ლუქი ყველასგან გამორჩეული იქნება.

#2 ყელსახვევები არ არის მხოლოდ ყელისთვის! გაუკეთეთ ის თქვენს ჩანთას, მოირგეთ მაჯაზე ან გაიკეთეთ ორიგინალური ვარცხნილობა ყელსახვევით.

#3 არსებობს სტერეიტოპები რომ კლატჩი მხოლოდ საღამოს ლუქისთვის არის, თუმცა ეს მოდური ქალბატონისთვის არაფერს ნიშნავს. მისთვის მნიშვნელოვანია კომფორტული, ორიგინალური და გამორჩეული ლუქი, ასე რომ კლატჩი მისი ნებისმიერი დღის მონაკვეთის მეგობარია.

#4 თეთრისა და შავის უკვე კლასიკად ქცეული ფერთა შეხამება ელეგანტური ლუქის გარანტიაა, თუმცა მოდურ ქალბატონს მეტი სჭირდება. ფერადი აქსესუარის შერწყმა გაამრავალფეროვნებს ლუქს.

#5 შეუხამეთ ერთმანეთს მეტალები! ნუ შეუშინდებით ორიგინალურ იდეებს, რომლის წყალობით თქვენ ყველასგან განსხვავებული იქნებით.

#6 აუცილებელია მოდური ქალბატონის ლუქი ხანდახან უცნაური და არასერიოზულიც იყოს, ამისთვის ოროგინალური ფორმისა და ფერის აქსესუარებია საჭირო.

#7 სათვალე არ არის მხოლოდ მზისგან დასაცავი საშუალება.
გამოიყენეთ ის თქვენი მოდური ლუქის გამორჩეულ ელემენტად.


#8 როდესაც ჯინსიც კი ორიგინალურია, ლუქს მაღალქუსლიანი სანდლები უნდა შეუხამოთ. აქცენტი განსხვავებულ ელემენტზე გაკეთდება, რომელსაც ხელს შეუწყობს სადა და დახვეწილი ფეხსაცმელი.

#9 მრავალფეროვანი ლუქი საინტერესოა. გარისკეთ და შეუხამეთ ერთმანეთს მკვეთრი ფერის აქსესუარები.

#10 გამოიყენეთ სამკაულები ლუქის გამორჩეულ ელემენტად. სადა ფერის კაბაზე დიდი და მასიური სამკაული გაიკეთეთ.

#11 ბეწვეულის სეზონი არამარტო ზამთარია! განსხვავებულ მოდურ ქალბატონს მისი გამოყენება ნებისმიერ სეზონზე შეუძლია.

#12 აქსესუარებს შორის ყველაზე აუცილებელი და გამორჩეული ელეგანტური საათია, რომელიც ცხოვრების რიტმის დროს ნებისმიერ მომენტში გიჩვენებთ.

#13 გამოაჩინეთ თქვენი სხეულის ლამაზი ნაწილი და გაიკეთეთ გრძელი ჯაჭვი ან კულონი.

#14 თითები დაკავებული გექნებათ, თითქოს შეპყობილი ხართ, თუმცა ეს აქსესუარების მოყვარულთა ყველაზე საყვარელი მომენტია. რამდენიმე ბეჭდის ან ყელსაბამების შეხამებით მოდურ ქალბატონთა შორის თქვენი აქსესუარები გამორჩეული იქნება.



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top