26 March 2016      TataNakani     Views 4 778    
Category: Fashion


სარა ჯესიკა პარჯერს 51 წელი შეუსრულდა. მსახიობის კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი სერიალს "სექსი დიდ ქალაქში" უკავშირდება, რომლითაც მან მოდური ქალბატონის სახელი Carrie Bradshaw-ს წყალობით დაიმკვიდრა. პერსონაჟი გასცდა წიგნსა და სატელევიზიო სივრცეს და დღემდე ის განსხვავებულ, გამორჩეულ, მოდურ და გლამურულ ქალბატონთან ასოცირდება. სარას მოდური ლუქები ხშირად მისი პერსონაჟის გავლენის ქვეშ ხვდება, თუმცა მისი ყოველდღიური ცხოვრება პერსონაჟისგან განსხვავებულია.

ფეხსაცმელები არა მარტო ქერის, არამედ სარას სუსტი წერტილიც არის, რის შედეგადაც დღეს მას თავისი ფეხსაცმელების ხაზი აქვს. იყო და არის რამდენიმე როლი, თუმცა სარა ჯესიკა პარკერი მუდამ ასოცირდება ქერი ბრედშოუსთან, რისი გავლენისგან გაქცევაც ალბათ ნებისმიერ მოდურ ქალბატონს გაუჭირდება.


51 ასაკში სარა ისევ შთამბეჭდავად გამოიყურება. მას ხშირად იხილავთ ახალ ფოტოსესიებსა და პროექტებში. 51-ე დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ და თვალი გადავავლოთ სარას მოდურ სტილს, რომლის მთავარი ელემენტი - ფეხსაცმელებია, რომლებიც მართლაც რომ გამორჩეულია.

Birthday Girl - Sarah Jessica Parker!



სარა ჯესიკა პარკერი VOGUE-ს პროექტში - 73 კითხვა.







სარას/ქერის საუკეთესო ფეხსაცმელების მომენტები

1987

1994

2001

2001

2002

2002

2003

2003

2003

2004

2004

2004

2004

2005

2006

2006

2007

2008

2008

2008

2008

2009

2009

2009

2009

2010

2013

2014

2014

2014

2015

2015

2016



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top