;

11 March 2016      ANGEL     0 Comments     Views 2407    
Category: Fashion, Tbilisi Fashion Week


თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი იწყება

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება. ამის შესახებ ისაუბრეს m2 გალერეაში გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებლებმა თამარ ჩხეიძემ და მარიამ ყუბუსიძემ, კვირეულის წარმდგენის m2 უძრავი ქონების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ.

თბილისის მე-13 მოდის კვირეულის ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო ROOMS TBILISI. იგი გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრეს რუმს და სამუშაო შოუ-რუმს. სწორად ძირითად პოდიუმზე წარმოადგენენ ქართველი დიზაინერები 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს. კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 მარტს კვირეულის გენერალური სპონსორის, TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოუ რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი და იგი 2 კვირას გასტანს.

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ანუკი არეშიძე, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ინკი გოლდ, ნინი ჭელიძე, ატელიე 27, ტამანინი. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია LALO, More is Love, გვანცა სალაყაია. კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელიც ტანგოს პერფორმანსს მოძრაობის თეატრში გამართავს. სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი მაქსიმეს პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდი“-ს ჩვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში გაიმართება.




თბილისის მოდის კვირეულის სპეციალური საპატიო სტუმრები არიან დიზაინერი დემნა გვასალია, VOGUE-ს ჟურნალისტი სარა მაუერი, Buro 24/7-ის დამფუძნებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ასევე დაესწრებიან სხვა ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE (UK, Italia, Russia), Style du Monde, W Magazine, Glass Magazine, Oyster Magazine, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine. ასევე მყიდველები (ე.წ. Buyers): H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie.

2016 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე კვლავ იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.


ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, გაბუნია და პარტნიორები.
ღონისძიების წარმდგენი – დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“
გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL
ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო ROOMS HOTEL TBILISI

მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
ოფიციალური კოსმეტიკა - MAC
პარტნიორი: სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, „სილკნეტი“

საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”
გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.


Category: Fashion, Tbilisi Fashion Week
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top