9 March 2016      ANGEL     Views 5 723    
Category: Fashion


2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის
მთავარი მოდური ტენდენციების მიმოხილვა

გასული მოდის კვირეულებისა და It girl-ების სტილზე დაკვირვებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ის მოდური ტრენდები, რომლებიც აქტუალური იქნება გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე. და თუ მსგავსი ნივთები ჯერ არ გაქვთ გარდერობში, დროა დაფიქრდეთ თქვენს სტილს რომელი ნივთები შეესაბამება დამდეგი სეზონისთვის.

ასიმეტრია
სამოსი ასიმეტრიული ჭრილით
Dior, Emporio Armani, Sonia Rykiel




ბომბერ ჟაკეტები
არ კარგავენ კვლავ აქტუალობას.
განსაკუთებით კი გარდამავალ - გაზაფხულის სეზონზე.




ხვეულები
კაბები და აქსესუარები ხვეული დეტალებით,
ახალგაზრდული და ჰაეროვანი დგომით
Blugirl და Jason Wu-ს მაგალითზე





ჯინსი
მთავარი აქცენტი დენიმის მატერიაზე,
კაბები, ქვედაბოლოები და აქსესუარების სახითაც კი.





ბუნებრივი ტონალობები
ხორცისფერი, nude, beige, რძიანი ყავა თუ რა სახელითაც გსურთ მოიხსენიეთ ეს ტონალობა. ნუ დატვირთავთ ლუქს მკაფიო აქსესუარებით და შეინარჩუნეთ მინიმალიზმი მაკიაჟშიც კი.





ყვითელი
ფერი, რომელიც მხოლოდ გაზაფხულს უხდება.
მხოლოდ შეეცადეთ არა სპორტული არამედ დახვეწილი და გლამურული იერის შექმნას.






ზამში
სულ ცოტა დრო დაგვრჩა არ ჩამოვრჩეთ მოდას და მოვასწროთ ზამშის მატერიის კაბის შემოსვა, შემდგომ კი ზამშის აქსესუარები ნამდვილი must have იქნება.





ესპანური ვნება
დრამატიზმი და ქარიზმა ესპანურ სტილში.
გრძელი კაბები და მკაფიო აქსესუარები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის.





ბაიკერის ქურთუკი
ფერადი და პასტელური ტონალობები შეამსუბუქებენ უხეშ მატერიას,
ეს სწორედ ის დეტალია, რის გარეშეც წარმოუდგენელია მსუბუქი,
რომანტიული და ზედმეტად მოსაწყენი რომანტიული საზაფხულო კაბები.





რომანტიზმი
არ აგერიოთ ეს სიტყვა თავშეკავებულ-ბავშვურ რომანტიზმთან,
ინტიმური თეთრეული, როგორც სამოსის ნაწილი. ეს ის რომანტიზმია,
რომელიც სექსამდე თავად საუბრობს.





სინაზე
ის არ გამოიხატება მხოლოდ მსუბუქი მატერიებითა და ფერებით,
აუცილებელი ნიშანია ძვირფასი დეტალები და დახვეწილი აქსესუარები.
Erdem, Nina Ricci, Peter Pilotto, Rochas




თეთრი პერანგი
რომელიც მოდიდან არასდროს გადადის, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია მისი შეხამება სხვა ტენდენციებთან ერთად, თუმცა რა მნიშნველობა აქვს, როდესაც მთავარ აქცენტს მაინც თავად მიიპყრობს.



ნარინჯისფერი
გაბედური და დახვეწილი მკაფიო ნარინჯისფერი რთული ფერია,
რომელიც განსაკუთრებით უხდება გარუჯულ კანს.





Category: Fashion
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top