;

7 March 2016      TataNakani     Views 3275    
Category: Fashion

პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი პირველი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. რთულია მოდის ინდუსტრიაში ახალი სიტყვა თქვა და იყო გამორჩეული და განსხვავებული. თუმცა დემნა გვასალიამ მისი უახლესი კოლექციით ეს შეძლო, განსხვავებული სილუეტები და კოლექციის კონცეფცია წარმატების მთავარი ელემენტია.

"ჩვენ გავაანალიზეთ რომ იმედგაცრუებულები ვიყავით, მოდამ დაკარგა მხიარულების შეგრძნება. ჩვენ ვგრძნობთ რომ აუცილებელია შეიქმნას თანამედროვე სამოსი. დღევანდელ დღესთან დიალოგი უნდა გვქონდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ჩვენთვის რეალობაა, ის, რაშიც ქალბატონები თავს ყველაზე კარგად გრძნობენ." - დემნა გვასალია.

2016 წელს დემნა გვასალია მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა და ალექსანდერ ვანგი ჩაანაცვლა. ქართველი დიზაინერი თანამშრომლობდა ცნობილ დიზაინერებთან და მოდის სახლებთან, როგორებიცაა "ლუი ვიტონი" და "მარჯიელა". დემნა გვასალიას ხშირად მარტინ მარჯიელას სულიერ შვილსაც უწოდებენ, "მარჯიელას" კრეატიული დირექტორობიდან მან "ბალენსიაგაში" ამავე პოზიციზე გადაინაცვლა. პარიზის მოდის კვირეულზე გასულ წელს Vetements-ის ჩვენებაც გაიმართა, რომლის სათავეშიც დემნა გვასალია და მისი ძმა გურამ გვასალია დგანან. Vetements-ის თავისუფალი, განსხვავებული და დემოკრატიული ხაზი "ბალენსიაგას" კოლექციაში იგრნობა. თამამად შეიძლება ითქვას რომ დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა, რომლისთვისაც ეს მხოლოდ დასაწყისია.


იხილეთ პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი მოდის სახლ Balenciaga-ს სრული კოლექცია.


FALL 2016 READY-TO-WEAR
Balenciaga
Demna Gvasalia






სრული კოლექცია
Photo - Monica Feudi













































დეტალები
Photo - Marcus Tondo






















ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top