26 January 2016      TataNakani     Views 3 849    
Category: Fashion


2016 წლის მაღალი მოდის ჩვენებები უკვე დაიწყო!
მოდის სახლმა VERSACE საგაზაფხულო კოლექცია უკვე წარუდგინა მაყურებელს. დონატელა ვერსაჩეს კოლექცია საინტერესოა მისი მრავალფეროვნებით. ნაზი და სექსუალური ქალი, რომელიც ძლიერი და თავდაჯერებულია. ის კომფორტულად გრძნობს თავს თამამ სილუეტში, ასევე იდეალურად ატარებს კოსტუმს და ამით მისი ხასიათის სიმტკიცეს წარმოაჩენს.
"ქალის ძალა ყველა სირთულეს დაძლევს" - კოლექციის შთამაგონებელი ფრაზა სამოსშიც აისახა.
ჩვენების წარმატების ფორმულაა: სუპერვარსკვლავები+ სუპერმოდელები+ სუპერ სექსუალური კაბები.
ირინა შეიკმა, ბეატი პრინსლუმ, ჯიჯი ჰადიდმა და სხვა გამორჩეულმა მოდელებმა მოდის სახლის მაღალი მოდის კოლექცია წარადგინეს. გამორჩეული იყო მათი მაკიაჟიც, რომელიც მოდის სახლის ტრადიციად ითვლება. იდუმალი თვალები დონატელას იმიჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იხილეთ VERSACE-ს 2016 წლის საგაზაფხულო სრული კოლექცია.


Atelier Versace SPRING 2016 COUTURE

Photo: Yannis Vlamos
















































ვარცხნილობა & მაკიაჟი

Photo : Sonny Vandevelde

















ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top